მშრალი კანის პროფილაქტიკა
ქსეროზის გავრცელება (და ის გვხვდება მსოფლიოს მოსახლეობის 50%) ხდის გამართლებულს მეცნიერული მეთოდების მოძიებას მშრალი კანის პრევენციისთვის. შემდეგი რეკომენდაციების შესრულებით და შერჩეული საშუალებების სწორად გამოყენებით, შეგიძლიათ მიაღწიოთ გრძელვადიან ეფექტს და სიმპტომების განმეორებითი გაჩენის რეციდივის თავიდან აცილება.
რას უნდა ავარიდოთ თავი?
უცხიმო დიეტა. აუცილებელი ცხიმოვანი მჟავები, როგორიცაა ომეგა -3 და ომეგა -6, მნიშვნელოვან როლს ასრულებს დატენიანებაში. ცხიმოვანი მჟავების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მშრალი კანის განვითარება.3
ულტრაიისფერი სხივები. მზის სხივების ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ბარიერის ან კანის უჯრედების დნმ-ის დაზიანება და დეჰიდრატაცია. ამგვარად, მზეზე დიდ ხანს ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს კანის „გაშრობა“.4
სიცივე. დაბალი ტემპერატურა ასევე შეიძლება საზიანო იყოს, რადგან ის უარყოფითად მოქმედებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობაზე.
საპონი და აგრესიული გამწმენდები. ფრთხილად იყავით ასეთი პროდუქტების შეძენისას. მრავალი გამწმენდის მოქმედების ძირითადი მექანიზმი შედგება კანის ლიპიდური ფენის მოცილებისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუწყლოება.
არომატიზატორები. თუ გსურთ თავიდან აიცილოთ სიმპტომების გაჩენა, აირჩიეთ კოსმეტიკა არომატიზატორების გარეშე, რადგან მათ შეუძლიათ გაღიზიანება გამოიწვიოს.ზუსტად ამიტომ ბეპანთენი®-Derma-ს პროდუქტები არ შეიცავს არომატიზატორებს, კონსერვანტებს ან საღებავებს.
მოწევა. კვლევამ აჩვენა მჭიდრო კავშირი მოწევასა და ქსეროზს შორის. კვლევის მიხედვით, ნიკოტინი აფერხებს სისხლის მიმოქცევას, რაც იწვევს კანში სისხლძარღვების შევიწროებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმშრალე და ასევე რიგი სხვა პრობლემები.5
რა საშუალებები გამოიყენება მშრალი კანის პროფილაქტიკისთვის?
დარწმუნდით, რომ პროდუქტები რომლებსაც იყენებთ შექმნილია სპეციალურად ამ მიზნით და აქვს შემადგენლობა,რომელიც იწვევს სწრაფ და ხანგრძლივ შედეგს.ბეპანთენი®-Derma-ს საშუალებები შეიცავს ინგრედიენტებს 6 , რომლებიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს ღრმა დატენიანებას, არამედ ასევე პირდაპირი გავლენა აქვს სხვა სიმპტომებზე. მოვლის საშუალებების ეს ხაზი ეხმარება კანს იყოს დატენიანებული:
მავნე ფაქტორების თავიდან აცილებით და კანის მოვისთვის სპეციალური პროდუქტების გამოყენებით, შეგიძლიათ შეინარჩუნოთ კანი დატენიანებული და ჯანსაღი წლების განმავლობაში!
ბეპანთენი®-Derma კანის სრულყოფილი ღრმა დატენიანება!
დაფუძნებულია:
Farage MA. The prevalence of sensitive skin. Front Med. 2019;6:98.
Roussaki-Schulze AV, Zafiriou E, Nikoulis D, Klimi E, Rallis E, Zintzaras E. Objective biophysical findings in patients with sensitive skin. Drugs Exp Clin Res. 2005;31 (Suppl.):17–24.
Int J Cosmet Sci. Seasonal influences on stratum corneum ceramide 1 fatty acids and the influence of topical essential fatty acids. 1996 Feb;18(1):1-12. doi: 10.1111/j.1467-2494.1996.tb00131.x
K.A. Engebretsen, The effect of environmental humidity and temperature on skin barrier function and dermatitis, DOI: 10.1111/jdv.13301
Misery L. Nicotine effects on skin: are they positive or negative? Exp Dermatol 2004 Nov;13(11):665-70
Chen Y, Lyga J. Brain-skin connection: Stress, inflammation and skin aging. Inflamm Allergy Drug Targets. 2014;13(3):177-190. doi:10.2174/1871528113666140522104422.
CH-20240330-08