ტუჩის საცხი - მოვლა SPF 50
ტუჩის საცხი - მოვლა SPF 50
4,5 გრ
ტუჩის საცხი - მოვლა უზრუნველყოფს დახეთქილი და გამომშრალი ტუჩის კანის მოვლას, კვებას და დატენიანებას, საიმედოდ იცავს მზის სხივების მავნე ზემოქმედებისაგან (მთელი ულტრაიისფერი სპექტრის გამოსხივებისაგან (UVA და UVB).
- დექსპანთენოლი (ვიტამინი B5) ააქტიურებს რეგენერაციულ პროცესებს, ხელს უწყობს კანის დამცავი ბარიერის ბუნებრივ აღდგენას;
- გლიცერინი ინარჩუნებს ტენიანობას და ხელს უწყობს მის შეღწევას კანის ღრმა ფენებში. ბუნებრივი ლიპიდები აძლიერებენ კანის ჰიდროლიპიდურ ბარიერს, იცავს მას დეჰიდრატაციისგან და ხელს უშლის სიმშრალის ხელახალ გაჩენას;
- ფიზიოლოგიური ლიპიდები - აღადგენენ ბარიერულ ფუნქციას.
მიმოხილვა
ინფორმაცია პროდუქტის შესახებ
თვისებები
ძირითადი კომპონენტები
- შეიცავს 4 დამცავ ფილტრს, რომლებიც მთლიანად ფარავს ულტრაიისფერი გამოსხივების მთელ სპექტრს.
- E ვიტამინის შემცველობის წყალობით ტუჩის საცხს აქვს ანტიოქსიდანტური თვისებები - იცავს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან
- ფუტკრის ცვილი ქმნის დამცავ ბარიერს და აუმჯობესებს კანის სიმკვრივეს
- ზეითუნის ზეთს აქვს მზისგან დამცავი, დამარბილებელი და დამატენიანებელი თვისებები, ასევე ებრძვის კანის ნაადრევ დაბერებას.
გამოყენება
ტუჩის საცხი წაისვით ტუჩებზე თანაბარი ფენით . დასაშვებია მისი ყოველდღიური გამოყენება.
არ გამოიყენოთ, თუ ალერგიული ხართ რომელიმე კომპონენტის მიმართ. არ წაისვათ ლორწოვან გარსებზე ან ღია ღრმა ჭრილობებზე.