კანის აქერცვლა: მშრალი კანის მიზეზები და მკურნალობა ქალებში
კანის აქერცვლა სიმშრალის გამო შეიძლება იყოს დერმატოლოგიური დაავადებების გამოვლინება, გამოწვეული სხვადასხვა მიზეზით. სამკურნალოდ საჭიროა რეგულარული მოვლა, ასევე ეპიდერმისის აღმდგენი მედიკამენტები
ადამიანის კანი ასრულებს ბევრ ფუნქციას. მთავარია ორგანიზმის დაცვა არახელსაყრელი გარემო პირობებისაგან: დაბალი ტემპერატურა, მცხუნვარე მზე, პათოგენური მიკრობები, ქიმიკატები.
კანი წარმოადგენს ერთგვარ ფარს, ის ზიანდება და ხდება ზედმეტად მშრალი. ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა დაავადების დროს.შედეგი არის დისკომფორტი, ქავილი, აქერცვლა, რაც საგრძნობლად აუარესებს ცხოვრების ხარისხს. ამ სტატიაში უფრო დეტალურად იქნება განხილული მიზეზები, ტიპები, გართულებები, მშრალი და აქერცლილი კანის პრევენციისა და მკურნალობის საკითხები.
მშრალი და აქერცლილი კანის მიზეზები
ქსეროზი არის სპეციალური ტერმინი მშრალი კანისთვის. ეს მდგომარეობა ვლინდება სხვა სიმპტომებით - აქერცვლა, დაჭიმულობა, წვა, გაზრდილი მგრძნობელობა. ქსეროზის ძირითადი მიზეზი კანის ზედაპირულ ფენებში (ეპიდერმისი) ტენიანობის რაოდენობის დაქვეითებაა.
ჩვეულებრივ, ტენიანობის შემცველობა უნდა იყოს მასიდან 10-დან 13%-მდე დიაპაზონში,მის კლებას ამ დონის ქვევით ახლავს სიმშრალის გამოჩენა. [1] გვ.196, 1 სვეტი, 2 აბზაცი. წყალი ეპიდერმისში ღრმა ფენებიდან შედის და იქ ნარჩუნდება წყალ-ცხიმოვანი ფილმის წყალობით, რომელიც ფარავს კანს. ასევე ტენიანობის შენარჩუნებაზე პასუხისმგებელია სპეციალური დამატენიანებელი ფაქტორები და უჯრედშორისი ლიპიდები (კერამიდები).
ამრიგად, ქსეროზი შეიძლება განვითარდეს შემომავალი სითხის რაოდენობის შემცირების შედეგად, მაგალითად, როდესაც ადამიანი არ სვამს საკმარისი რაოდენობის წყალს ან იმის გამო გაზრდილი დანაკარგის გამო. სხვა მიზეზები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მშრალი და ქერცლიანი კანის განვითარება:
- ფიზიკური ფაქტორები (არასასურველი ამინდის პირობები, მზის სხივები, მშრალი ჰაერი,ქარი);
- ქიმიური გამღიზიანებლები (წყალი, საპონი, სარეცხი საშუალებები, ანტისეპტიკები);
- ასაკი (ბავშვი, მოხუცი);
- კანის დაზიანების კვალი. როცა ნაწიბური ვარდება, რჩება გლუვი, ფერმკრთალი მოვარდისფერო ლაქა. ის შეუმჩნეველი ხდება 10-15 დღეში
- ზოგიერთი დაავადება (შაქრიანი დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები);
- ავიტამინოზი (რეტინოიდების, ნიაცინის და რიბოფლავინის უკმარისობა);
- დერმატოზები (ალერგიული და კონტაქტური დერმატიტი, ეგზემა, ფსორიაზი, სებორეა, ნეიროდერმიტი, კანის სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციები);
- გენეტიკური დაავადებები (იქთიოზი).
აქერცვლის სახეები
კანის სიმშრალემ და აქერცვლამ შეიძლება გავლენა იქონიოს სხეულის მხოლოდ გარკვეულ ნაწილზე ან გავრცელდეს თითქმის მთელ მის ტერიტორიაზე.
ანუ სიმშრალე და აქერცვლა შეიძლება იყოს შეზღუდული ან ფართოდ გავრცელებული.
ვიზუალურად მათი შემთხვევის ადგილზე ხედავთ სხვადასხვა ზომის, ფერის და ფორმის ქერცლს. ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში, ისინი ასევე წარმოიქმნება, მაგრამ შეუმჩნევლად შორდება კანის დაბანის , გახეხვის დროს ან ტანსაცმლის ხახუნისას. პათოლოგიურ პროცესებში ისინი დიდი რაოდენობით ჩნდებიან და ხილულია შეუიარაღებელი თვალით. ქერცლის ზომის მიხედვით გამოყოფენ წვრილ-ლამელარულ და მსხვილ ლამელარულ აქერცვლას. ასე, მაგალითად, პირველი ტიპი შეიძლება მოხდეს იქთიოზით ან კანის სიმშრალით,რომელიც გამოწვეულია სარეცხი საშუალებების აგრესიული ზემოქმედებით, ხოლო მეორე დამახასიათებელია ქუნთრუშისთვის და ტოქსიკოდერმიისთვის.
შესაძლო გართულებები
ქსეროზის წარმოქმნის მექანიზმი თავისთავად გულისხმობს კანის დამცავი ფუნქციების დარღვევას. მცირე ნახეთქების გამოჩენამ, ასევე შესაძლო ქავილმა შეიძლება გამოიწვიოს ღრმა ფენებში პათოგენური ბაქტერიების შეღწევა. გართულებები ამ შემთხვევაში შეიძლება მოიცავდეს პუსტულურ პროცესებს, რომლებიც გავლენას ახდენენ თმის ფოლიკულებზე, ცხიმოვან და საოფლე ჯირკვლებზე. კანის დროული დატენიანება აუცილებელია არა მხოლოდ კოსმეტიკური პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ ინფექციის გაჩენისა და გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
მშრალი და აქერცლილი კანის მკურნალობა და პროფილაქტიკა
ხშირად ქსეროზი არის დროული სიმპტომი და უვლინდება ჯანმრთელ ადამიანებში გარემო მავნე ზემოქმედებების საპასუხოდ. ამ შემთხვევაში საკმარისი ხდება ამ გამომწვევთან კონტაქტის შეწყვეტა ( დაიცავით კანი მზის ზემოქმედებებისაგან, გამოიყენეთ ხელთათმანი საყოფაცხოვრებო საშუალებებთან კონტაქტისას და სხვა).
კანის ბარიერული ფუნქციის აღდგენისთვის შესაძლებელია სხვადასხვა საშუალებების გამოყენება, მაგალითად ბეპანთენი®კრემი. ის შეიცავს დექსპანთენოლს (პროვიტამინი B5), რომელიც აღწევს კანის ღრმა ფენებში და ააქტიურებს აღდგენით პროცესებს დაზიანებულ და ანთებად ეპიდერმისში. [3]გვ.49, 1 სვეტი, მე2 აბზაცი. საშუალება უნდა დაიტანოთ თხელი ფენით 1-2 ჯერ დღეში კანის მშრალ არეალებზე. ბეპანთენი®კრემის გამოყენება შესაძლებელია დერმატოზების კომპლექსურ მკურნალობაში, რომელსაც ახლავს აქერცვლა ,სიწითლე და დაჭიმულობის შეგრძნება, ასევე ყოველდღიური გამოყენებისთვის, კანის იმ უბნებზე რომელიც დაზიანებულია გარემო პირობების აგრესიული ზემოქმედებებით (ხელი,სახე),[4]
რა მოვიმოქმედოთ კანის ძლეირი აქერვცლისას?ამ პრობლემის გადაჭრისთვის უნდა მივყვეთ გარკვეულ წესებს:
- გამორიცხეთ წყალთან და სარეცხ საშუალებებთან ხანგრძლივი კონტაქტი
- მიიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე
- გაამდიდრეთ რაციონი პროდუქტებით, რომელიც შეიცავს უცხიმო ცხიმოვან მჟავეებს.
- შეზღუდეთ მზეზე და ყინვაზე ყოფნის დრო
- არ მოწიოთ
- გამოიყენეთ ნატურალური ნაჭრის თეთრეული და ტანსაცმელი
- რეგულარული ფიზიკური ვარჯიში
- რეგულარულად გამოიყენეთ სპეციალური დამატენიანებელი და აღმდგენი საშუალებები
მშრალი და მგრძნობიარე, გაღიზიანებისკენ მიდრეკილი კანის ყოველდღიური მოვლისთვის მიზანშეწონილია ბეპანთენი®-Derma-ს ხაზის გამოყენება. სხეულის სრულად დატენიანებისთვის ხაზში არის ორი ტიპის კრემი:
- ბეპანთენი®Derma მკვებავი კრემი გამოხატული დამატენიანებელი და ხანგრძლივი ეფექტით
- ბეპანთენი®Derma აღმდგენი კრემი კვებავს და აღადგენს ეპიდერმისის ღრმა ფენებს.[5][6]
ხელის კანზე ზრუნვაში, დაბალი ტემპერატურის,სარეცხი საშუალებების და სხვა ზემოქმედებებისაგან კანის დაცვაში დაგეხმარებათ ბეპანთენი®Derma-ს აღმდგენი ხელის კრემი. [7]
ტუჩის კანის მოვლისთვის შემუშავებულია ბეპანთენი®Derma-ს პომადა -მოვლა, რომელიც ეხმარება გამომშრალი და დახეთქილი ტუჩის კანის მოვლაში.
ბეპანთენი®Derma-ს ხაზის ტანის კრემები შეიცავს სპეციალურ ფორმულას Repair Complex პროვიტამინი B5 და ვიტამინი B3-ით. დექსპანთენოლი (პროვიტამინი B5) ატენიანებს კანს და ააქტიურებს მისი აღდგენის პროცესებს.[3]გვ.49,1სვეტი,აბზაცი2. ნიაცინამიდი (ვიტამინი B3) ზრდის კანის წინააღმდეგობასარახელსაყრელი პირობების მიმართ. აღადგენს კანის ბარიერს, აძლეირებს კერატინის, კოლაგენის და კერამიდების სინთეზს და ამცირებს სიწითლეს.[10]გვ.26,ცხრილი 2B. არგანის ზეთი და შის კარაქი არბილებს და ამშვიდებს მშრალ კანს. მარტივი წესების დაცვა და ყოველდღიური მოვლის საშუალებების რეგულარული გამოყენება დაგეხმარებათ ყველაზე მშრალი კანის სილამაზის შენარჩუნებაში და დისკომფორტის მოხსნაში.
უმეტეს შემთხვევაში, ქსეროზი და კანის აქერცვლა შეინიშნება გარკვეული ასაკის ჯანმრთელ მამაკაცებსა და ქალებში და ხდება არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების დროს. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ სიმპტომებს შეიძლება თან ახლავდეს დერმატოზები და იყოს სხვა დაავადებების გამოვლინება. ამიტომ, არასოდეს ავნებს სპეციალისტთან კონსულტაცია. აუცილებელია დერმატოლოგის კონსულტაცია, როდესაც კანის სიმშრალეს და ქერცვლას თან ახლავს გამონაყარის ან სხვა ნიშნების გამოჩენა.
ლიტერატურა:
1.თამაზოვა ო.ბ./ კანის ქსეროზი:სიმპტომი, სინდრომი და დაავადება?/ კლინიკური დერმატოლოგია და ვენეროლოგია./ 2019;18(2):193-202.https://doi.org/10.17116/klinderma201918021193
2.კანის ვენერიული დაავადებები:სახელმძღვანელო ექიმებისთვის.ორი ტომი,მე-2 გამოცემა.,შემუშავებული და დამატებული.ტომი1/იუ.კ.სკრიპკინის ვ.ნმორდოვცევას რედაქტირებით.-მ.,მედიცინა,1999,გვ.119
3.გრიაზევა ნ.ბ.,კრუგლოვა ლ.ც./დექსპანთენოლი და ატოპიური დერმატიტის მკურნალობა ბავშვებში და მოზრდილებში/რმჟ "სამედიცინო მიმოხილვა" №4 25.06.2018/-გვ.48-52
4.ბეპანთენი®კრემის გამოყენების ინსტრუქცია
5.ინფორმაცია კოსმეტიკური საშუალების ბეპანთენი®Derma-s მკვებავი კრემის გამოყენების შესახებ
6.ინფორმაცია კოსმეტიკური საშუალების ბეპანთენი®Derma-s აღმდგენი კრემის გამოყენების შესახებ
7.ინფორმაცია კოსმეტიკური საშუალების ბეპანთენი®Derma-s აღმდგენი ხელის კრემის გამოყენების შესახებ
8.ინფორმაცია კოსმეტიკური საშუალების ბეპანთენი®Derma-s ტუჩის პომადის გამოყენების შესახებ
9..ინფორმაცია კოსმეტიკური საშუალების ბეპანთენი®Derma-s ფეხის კრემის გამოყენების შესახებ
10.Jacquelyn Levin.DO and Saira B.Momin, DO/How Much Do We Really Know About Our Favorite Cosmeceutical ingredients?/ J Clin Aesthet Dermatol.2010 Feb;3(2);22-41. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC2921764/
CH-20240330-08