ბეპანთენი მალამო
ბეპანთენი მალამო
ბეპანთენი მალამო – ეფექტური საშუალება ჩვილისა და დედისთვის: ჩვილის გამოყელვისა და მეძუძური დედის კერტების ნახეთქების მკურნალობა.
ინფორმაცია
ბეპანთენი მალამო – გამოცდილი საშუალებაა ჩვილის გამოყელვის და მეძუძური დედის კერტების ნახეთქების მკურნალობისთვის. ეფექტურობისა და უსაფრთხოობის მაღალი პროფილი დამტკიცებულია უცხოეთში ჩატარებული მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევებით.
თვისებები
თავისი შემადგენლობის წყალობით ეს საშუალება დამსახურებული პოპულარობით სარგებლობს როგორც სპეციალისტებში, ისე დედებშიც: 10-დან 9 დედა, რომელმაც გამოსცადა ბეპანთენი მალამო, მზად არის რეკომენდაცია გაუწიოს მას.
- გამოიყენება მთელს მსოფლიოში 70 წელზე მეტ ხანს;
- დედისა და ჩვილისთვის დაბადებიდან;
- კლინიკურად გამოკვლეულია.1,2
- არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს, პარაბენებს და სხვა პოტენციურად საშიშ ნივთიერებებს. 5
- შეესაბამება ევროპული ხარისხის მაღალ სტანდარტებს.
მოქმედი ნივთიერებები
ბეპანთენ მალამოში შემავალი ინგრედიენტები უზრუნველყოფს ორმაგ მოქმედებას, რაც აუცილებელია ჩვილისა და დედის კანის აღდგენისთვის.
- პროვიტამინი B5 აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციებს და ზემოქმედებს მის ბუნებრივ შეხორცებაზე. ეს ინგრედიენტი ხელს უწყობს კანის დაზიანებულ უბნებზე ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზებას, უნარჩუნებს კანს ტენიანობის ოპტიმალურ დონეს. ამასტანავე, აქვს ზომიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაა. პროვიტამინი B5-ის ეს თვისებები ხელს უწყობს გაღიზიანებული კანის დაწყნარებას5;
- ნატურალური ლანოლინი ქმნის გარე გამაღიზიანებლებისგან (შარდი, ფეკალიები და სხვ.) საიმედო დამცავ ბარიერს. ამგვარი ბარიერი არა მხოლოდ იცავს კანს დაზიანებისაგან, არამედ აძლიერებს მოქმედი ნივთიერების – პროვიტამინი B5-ის5 მიწოდებას კანში, აგრეთვე აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას. ეს იძლევა ბეპანთენი მალამოს გამოყენების საშუალებას წლის ნებისმიერ დროს, მათ შორის ცხელი ზაფხულის პერიოდშიც7.
1. შედარებით რანდომიზირებულ კვლევაში მონაწილე 62 ახალშობილში, არც ერთ ბავშვს, რომელსაც პროფილაქტიკური მიზნით დაენიშნა ბეპანთენი მალამო (n=40), სტაციონარში ყოფნისას არ განვითარებია საფენისმიერი დერმატიტი, გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა. იაციკ გ.ვ., აკოევ ი.ს. ახალშობილის კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებების კლინიკური ეფექტურობა Consilium medicum D-პანთენოლის საფუძველზე. დანართი//პედიატრია.2004.N6 (2).
2. 12 წყვილი ტყუპის შედარებით კვლევაში, რომლებიც იღებდნენ ბეპანთენ მალამოს პროფილაქტიკური მიზნით, საფენისმიერი დერმატიტის განვითარების სიხშირემ შეადგინა 58% საკონტროლო ჯგუფში და 17% – ძირითად ჯგუფში, р=0,025. ბეპანთენი მალამოს ამტანობა ძალიან კარგი იყო. Putet G, Guy B, Pages S et al. Effect of Bepanthen® ointment in the prevention of diaper rash on premature and full- term babies: open pilot study. Réalités Pédiatriques 2001;63:33–38.
3. 5% დექსპანთენოლის (მოქმედი ნივთიერება) და 25% ლანოლინის (ფუძის შემადგენლობა) კომბინაციას ანალოგი არ გააჩნია მსგავსი შემადგენლობის მალამოებს შორის საქართველოში ფარმაცევტული პროდუქტების უწყებრივი რეესტრის 09.10.2020 წლის მონაცემებით.
4. 18-44 წლის ასაკის ქალების 92% 0-3 წლის ასაკის შვილებით, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კვლევაში და ოდესმე გამოუყენებიათ ბეპანთენ მალამო, მზად არის, რეკომენდაცია გაუწიოს მას. ბაზრის კვლევა, აპრილი, 2016.
5. ი.ვ. ვასილევსკი ახალშობილთა და ჩვილის კანის მოვლის ოპტიმიზაცია // საერთაშორისო მიმოხილვა: კლინიკური პრაქტიკა და ჯანმრთელობა. – 2015. – N1. - გვ. 5-18.
6. ლანოლინი ბეპანთენ მალამოს შემადგენლობაში შედის როგორც დამხმარე ნივთიერება.
7. ვ.მ. დელიაგინი საფენისმიერი დერმატიტი // სამედიცინო რჩევა. – 2013. – N1, 12-14.
CH -20230512-102