მშრალი კანი: სიმპტომები და მიზეზები
ჯანმრთელი კანი იცავს ორგანიზმს ინფექციებისა და ბაქტერიების შეღწევისგან და უზრუნველყოფს შეგრძნების პროცესს. თუ კანი კარგავს ტენს და მშრალი ხდება, მცირდება მისი მგრძნობელობაც, მატულობს დაინფიცირების საშიშროება, ჩნდება ადრე დაბერების რისკი. ტენის აღდგენის საკითხის გადაჭრა შეიძლება, თუ პროცესს კომლექსურად მივუდგებით1.
რით განსხვავდება მშრალი კანი ნორმალურისა და ცხიმიანისგან?
ყოველი ადამიანი უნიკალურია. ჩვენ ყველანი განვსხვავდებითარა მხოლოდ თმის და თვალის ფერით, სიმაღლით და წონით. თითოეული ჩვენგანის კანს თავისი ინდივიდუალური თავისებურებები გააჩნია - თავისი ინდივიდუალური შეფერილობა, ჭორფლი, სისქე. ყოველდღიური მოვლის პროგრამის შედგენისას კოსმეტოლოგები შეისწავლიან სახის კანის ტიპს, რათა ინდივიდუალურად შეურჩიონ უფრო მეტად ეფექტური კოსმეტიკა1:
- ნორმალური კანი. ყველა ქალის ოცნება. ასეთი კანის პატრონისთვის უცნობია გამონაყარის, ცხიმიანი სიპრიალის ან დაჭიმულობის შეგრძნების პრობლემები. ნორმალური კანი მინიმალურ მოვლას საჭიროებს - ყოველდღიური გაწმენდა, დატენიანება და კვება. ახალგაზრდა ასაკში შეიძლება აქერცვლის პროცედურის ჩატარება რეგულარულ ფუძეზე.
- ცხიმიანი კანი. გამოირჩევა დამახასიათებელი სიპრიალით, რომელიც დაბანვიდან მალევე ჩნდება, გაფართოებული ფორებით და ანთებითი პროცესებისადმი მიდრეკილებით. გარდა ძირითადი მოვლისა, ასეთი კანი მოითხოვს დამატებითი პროცედურების შესრულებას, რომლებიც არეგულირებს კანის ცხიმის გამოყოფას, აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას.
- მშრალი კანი. ახალგაზრდობაში ასეთი კანი ძალიან ლამაზია, რამდენადაც მასზე არ ჩანს ფორები და ის ძალიან თხელია. მაგრამ მშრალი კანის მოვლა უფრო რთულია, ვინაიდან ის მგრძნობიარეა გარე ფაქტორების მიმართ, ადვილად წითლდება და იქერცლება.
უფრო ნაზ მოვლას საჭიროებს მშრალი კანი. მისი გაწმენდისას მნიშვნელოვანია, რომ არ გადავამეტოთ პროცედურების რაოდენობა და მათი ინტენსივობის ხარისხი, ხოლო დატენიანებისა და კვებისთვის საჭიროა ეპიდერმისის მონათესავე კომპონენტის შემცველი საშუალების არჩევა1,2. ბეპანთენ დერმას კოსმეტიკური საშუალებების ხაზი შემუშავებულია მშრალი და სიმშრალისადმი მიდრეკილი კანისთვის პროვიტამინ B5-ის დამატებით, რომელიც ხელს უწყობს კანის ცვლის პროცესების წყლის ბალანსის აღდგენას.
ხელების მშრალი კანი: მიზეზები და სიმშრალესთან ბრძოლის ხერხები
უმეტეს შემთხვევაში კანის სიმშრალის პრობლება წარმოიშობა სხეულის იმ ნაწილებში, სადაც კანის საფარი მაქსიმალურად თხელია ან ყველაზე ხშირად განიცდის გარემო ფაქტორების ზემოქმედებას. ეკზემისა და ატოპიური დერმატიტის გარდა2 არსებობს მიზეზთა მთელი რიგი, რომელიც ხელს უწყობს კანის გამოშრობას:
- ანტიბაქტერიული გელისა და საპნის ხშირი გამოყენება არღვევს ჰიდროლიპიდურ მანტიას და კანი კარგავს ძვირფას ტენს, არცთუ იშვიათად, ეს პრობლემა პროფესიული ხდება და აღენიშნება მედიკოსთა უმეტესობას1.
- კონტაქტი ქიმიურ რეაგენტებთან, გამხსნელებთან, საღებავთან - ამას ნებისმიერი დიასახლისი შეიძლება შეეჯახოს საყოფაცხოვრებო ქიმიის ხელთათმანების გარეშე გამოყენებისას, ასევე სპეციალისტებიც, რომლებსაც მუშაობა უწევთ აგრესიულ შემადგენლობებთან.
- მშრალი ჰაერი ოთახში, რომელშიც ზამთარში აქტიურად ჰამოიყენება გათბობა, ხოლო ზაფხულში - კონდიციონერი. კანი ამ შემთხვევაში იძულებულია გასცეს ტენი იქ, სადაც იგი ცოტაა.
- მწველი მზე, ქარი, თოვლი, ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა ასევე ნეგატიურად აისახება ხელის კანის დამცავ თვისებებზე. განსაკუთრებით ღრმავდება ტენის დაკარგვა, თუ ზამთარში არ ვატარებთ ხელთათმანს.
- ზედმეტი ან არასაკმარისი მოვლა - ორი უკიდურესობა, ერთნაირად ნეგატიურად აისახება კანის თვისებაზე შეინარჩუნოს ტენი. სკრაბების, ქაფების, საპნის ხშირი გამოყენება არღვევს დამცავ ფენას, ხოლო კრემის მუდმივი დატანა ამცირებს ტენის ბუნებრივ გამომუშავებას - კანს უბრალოდ „ავიწყდება“ თავისი ფუნქციები.
ხელის კრემი-აღმდგენი ბეპანთენი დერმას ხაზიდან შეიცავს მაღალი კონცენტრაციის (5%) პროვიტამინ B5-ს. ხელის ბალზამი ხელს უწყობს კანის ბუნებრივი ბარიერის აღდგენას, არბილებს და ატენიანებს კანს, აგრეთვე კარგია ყოველდღიური მოხმარებისთვის.
რა მოვუხერხოთ მშრალ კანს ფეხებზე?
თავის მოვლისას ცოტა ვინმე თუ ფიქრდება ფეხების კანის მდგომარეობაზე. და სულ ტყუილად. ტერფები სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობის თავისებური ინდიკატორია. ოფლის ჯირკვლების დიდი რაოდენობის გამო ტერფების კანში ფეხსაცმლის ტარებისას ხშირად ჩნდება ზედმეტად ტენიანი გარემო, რომელიც არბილებს რქოვან ფენას და არღვევს კანის დამცავ ფუნქციას. შედეგი - მშრალი კანი გამოკვეთილი ნახეთქებით და გაუხეშების განვითარებული პროცესით1.
კანის ჯანმრთელობის დასაბრუნებლად საჭიროა, უპირველეს ყოვლისა, სიმშრალის მიზეზის დადგენა, ის კი შეიძლება რამდენიმე იყოს2:
- კოჭებს, ტერფებს და წვივებს თავიდანვე მცირე რაოდენობის ცხიმოვანი ჯირკვლები აქვთ, ვიდრე სხეულის დანარჩენ უბნებს, ამიტომ სიმშრალისადმი მიდრეკილება ბუნებისგანაა ჩადებული.
- დერმატიტი, ვენური უკმარისობა, სოკო დამატებით აღრმავებს პრობლემას, უფრო მეტად არღვევს რა ტენის ბალანსს.
- ადგილობრივი სისხლძარღვის დარღვევა, მაგალითად გადაციება ან შაქრიანი დიაბეტი, იწვევს იმას, რომ კანის საფარი ვერ იღებს აუცილებელ ვიტამინებს და მიკროელემენტებს.
- არასწორი მოვლა ან მისი სრულიად არქონა ასრულებს ნორმალური კანის მშრალად გადაქცევის ჯაჭვს.
ფეხის კრემი-აღმდგენი ბეპანთენ დერმას ხაზიდან ინტენსიურად კვებავს ფეხის მშრალ კანს, აღადგენს წყლის ბალანსს და კანს სირბილეს უბრუნებს. პროვიტამინი B5 ააქტიურებს რეგენერაციის პროცესს, აღწევს რა კანის ღრმა ფენებში, ხოლო შარდოვანა და გლიცერინი ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და არბილებს კანს.
მშრალი ტუჩები: ნაზი კანის ნაზი მოვლა
კანი ტუჩებზე თხელი, ნაზია და განსაკუთრებით მწვავედ რეაგირებს გარემოს ცვლილებებზე და ორგანიზმის მდგომარეობაზე, ამიტომ, მისი მოვლისას არ უნდა გამოგვეპაროს უმცირესი ფაქტორიც კი. სიმშრალის და ნახეთქების გაჩენის მიზეზი შეიძლება გახდეს3:
- დაავადებები. თუ მომატებულია ტემპერატურა, ორგანიზმი ინტოქსიკაციის მდგომარეობაშია, დარღვეულია ნივთიერებათა ცვლა, მაშინ ტუჩები განიცდიან პირველ რიგში. ხშირად ძალიან მშრალი კანი ტუჩებზე ერთ-ერთი პირველი სიმპტომია ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა შაქრიანი დიაბეტი ან თირკმლის უკმარისობა3,4.
- სტრესი. მუდმივი ნერვიულობისას ბევრი ადამიანი ილოკავს ან კბენს ტუჩებს, რაც ხელს უწყობს დამცავი აპკის დარღვევას და ძვირფასი ტენის დაკარგვას.
- ალერგიული რეაქციები. თანამედროვე კოსმეტიკა ტუჩებისთვის შეიცავს ბევრ იშვიათ ინგრედიენტს, რომელიც ორგანიზმმა შეიძლება მიიღოს, როგორც უცხო და გამონაყარით, სიმშრალით და ნახეთქების გაჩენით უპასუხოს.
- არასწორი კვება. დიეტის ან კვების გარკვეული სისტემის დაცვა, აგრეთვე ამგვარის სრული არარსებობა ხშირად იწვევს ავიტამინოზს, რომელიც ტუჩის კანის ჯანმრთელობაზე შეიძლება აისახოს3,4.
- მავნე ჩვევები. მოწევა, ფრჩხილების ან ფანქრის ბოლოს კვნეტის ჩვევა დაკავშირებულია ტუჩების უცხო ნივთებზე მუდმივ შეხებასთან. ლიპიდური ფენა ამგვარი კონტაქტისას ირღვევა და ტუჩები კარგავს დარჩენილ ტენს
ტუჩების მოვლისთვის ბეპანთენ დერმას ხაზში წარმოდგენილია ბალზამი-აღმდგენი და ტუჩის საცხი. ბალზამი ხელს უწყობს ტუჩების დახეთქილი კანის დარბილებას და აღდგენას, მთლიანად შეიწოვება და შეიძლება მისი გამოყენება მაკიაჟის ქვეშ5. საცხი ატენიანებს და კვებავს კანს, აგრეთვე უზრუნველყოფს მგრძნობიარე ტუჩების კანის დაცვას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის მაღალი ხარისხის - SPF 50 არსებობის ხარჯზე.
ბრძოლა ტანის მშრალ კანთან
მშრალ კანს შეუძლია გამოიწვიოს ქავილი, აქერცვლა, წვა, რასაც ყურადღება გადააქვს ყოველდღიური ამოცანების გადაწყვეტისგან. ცხელი დუში, არაბალანსირებული კვება, სითხის არასაკმარისად მოხმარება, ჰორმონალური პრეპარატების მიღება - ტენის დაკარგვა ხშირად შეიძლება გამოწვეული იყოს გარე ფაქტორებით, მაგრამ რიგ შემთხვევებში მიზეზების აღმოსაფხვრელად საჭიროა მიმართოთ დერმატოლოგს. მკურნალობის შევსებაში და ბუნებრივი წყლის ბალანსის შევსებაში დაგეხმარებათ სწორი მოვლა2,4.
ბეპანთენ დერმას ტანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებების ხაზი შეიცავს:
- მკვებავი კრემი, რომელიც შემუშავებულია Nanosorb (ნანოსორბის) ტექნოლოგიის გამოყენებით, უზრუნველყოფს აქტიური კომპონენტების უწვრილესი ნაწილაკების შეღწევას კანის ყველაზე ღრმა ფენებში. ძირითადი მოქმედი საშუალება პროვიტამინი B5 ხელს უწყობს ბუნებრივი ცვლის პროცესების ამუშავებას, ხოლო ცერამიდები და ლეციტინი ავსებს კანის ბუნებრივი ლიპიდების მარაგს და ხელს უწყობს კრემი დაკავებას. ლოსიონი ოპტიმალურად უხდება მშრალ და მგრძნობიარე კანს.
- აღმდგენი კრემი HIDROVITON (ჰიდროვიტონის) აქტიური კომპლექსით და პროვიტამინით B5 არბილებს და ანოტივებს კანს., აღადსგენს მის დამცავ ბარიერს. ლიპიდების მაღალი კონცენტრაცია (29%) მნიშვნელოვანია მშრალი და ძალიან მშრალი კანის მოვლისთვის.
ბეპანთენის საშუალებები ტესტირებულია დერმატოლოგების კონტროლის ქვეშ და კარგია ყოველდღიური გამოყენებისთვის. კანის ტიპის შესაფერი ლოსიონის დატანა საჭიროა აბაშხაპის ან დუშის მიღებისთანავე მთელ ტანზე თანაბრად განაწილებით.
როგორ მოვუაროთ მშრალ კანს?
მშრალი კანის ყოველდღიური გაწმენდა პირველ ადგილზე დგას, როგორც მაკიაჟის მოცილება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გამწმენდი საშუალება არ უნდა შეიცავდეს ძალზე აქტიურ კომპონენტებს. გაწმენდის შემდეგ კანი კარგად უნდა გავიმშრალოთ1.
თუ კანი იქერცლება, შეიძლება პილინგის პროცედურის ჩატარება, კოსმეტოლოგის ინდივიდუალური რეკომენდაციების მიღების შემდეგ. პილინგთან ერთად კოსმეტოლოგები რეკომენდაციას უწევენ მსუბუქი მასაჟის ჩატარება, რომელიც აუმჯობესებს სისხლძარღვებს და სასარგებლო ნივთიერებების მიწოდებას ეპიდერმისთან1.
მოვლისას აუცილებლობას წარმოადგენს სპეციალური კრემის დატანა, რომელიც შეიცავს დამატენიანებელ და მკვებავ ელემენტებს, რომლებიც აღადგენენ ფიდროლიპიდურ აპკს და კანის ბუნებრივ დაცვის თვისებებს1,2. მშრალი კანისთვის ოპტიმალურია ბეპანთენის კანის მოვლის საშუალებები.
ბეპანთენ დერმას პროდუქტების ძირითადი აქტიური კომპონენტია პროვიტამინი B5, რომელიც ააქატიურებს რეგენერაციის ბუნებრივ პროცესებს, აღადგენს ჰიდროლიპიდურ მანტიას და ეპიდერმისის დამცავ თვისებებს. ტანის, ხელის, ფეხის და ტუჩების მშრალი კანის მოვლის საშუალებების ფართო სპექტრი იძლევა საშუალებას ავირჩიოთ იდეალური საშუალება ტანის, ხელების, ფეხების და ტეჩების მშრალი კანის მოსავლელად.
1. კოსმეტოლოგია. ლა.ა ხეჯაზის რედ. მ., 2005. გვ. 197.
2. ნ.ც.სეირმაისი, ა.ა ციკინი, იუ.კ.კუზნეცოვა. კანის ქსეროზი. პრობლემის გადაჭრა გარეგანი საშუალებებით. რმჟ. 2015. # 9. გვ. 496-499.
3. ტუჩების და ენის დაავადებები ბავშვებში. სასწავლო-მეთოდური სახელმძ. 2013. მინსკი. გვ. 47.
4. ო.ბ.ტამრაზოვა. მშრალი კანის სინდრომი // კონსილიუმ მედიკუმ. დერმატოლოგია (დან.). 2014. 33. გვ .8-14.
5. დერმსკანის ლაბორატორიაში მომხმარებელთა ტესტირების შედეგების საფუძველზე, 2007 წ.
CH -20230512-102