საუკეთესო კრემები მშრალი კანისთვის
მშრალი კანი ლამაზად ითვლება, იმიტომ, რომ მასზე ფორები არ ჩანს, ხოლო თავად ძალიან თხელი და ნაზი ჩანს, მაგრამ არსებობს მედლის მეორე მხარეც. კანი, რომელსაც არასაკმარისი ტენი აქვს, ძალზე მგრძნობიარე და ჭირვეულია მოვლაში. სწორი გაწმენდა, კვება და დატენიანება ყოველთვის არ კმარა კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად - მნიშვნელოვანია მიზეზებში გარკვევა და ტენის დაკარგვის ხელშემწყობი ფაქტორების გამორიცხვა1.
კანის სიმშრალის სიმპტომები
არცთუ იშვიათად კანი მშრალი ხდება, როცა ცხიმოვანი ჯირკვლები წყვეტენ სეკრეტის-სებუმის საკმაო რაოდენობით გამომუშავებას. სწორედ ის უშლის ხელს ეპიდერმისის გადაშრობას, მცირე დაზიანებების გაჩენას და ადრე დაბერებას2. კიდევ ერთი ფაქტორი-ლიპიდების არასაკმარისი რაოდენობა, რომლებიც პასუხს აგებენ ეპიდერმისში ტენის აუცილებელი დონის შენარჩუნებაზე. ერთად სებუმი და ლიპიდები ქმნიან წყალ-ლიპიდურ მანტიას, რომელიც ქმნის დამცავ ბარიერს, უზრუნველყოფს სითხის საკმარისი რაოდენობის შენარჩუნებას კანის ზედაპირზე და ახშობს ინფექციის განვითარებას3.
ამ კომპონენტებს შორის ბალანსის ცვლილებას მივყავართ კანის ტიპის შეცვლასთან. ტენის გარეშე დარჩენილი ეპიდერმისი ძალზე მოწყვლადი ხდება, შეიძლება მოხდეს სოკოების და ბაქტერიების შეღწევა, ხოლო კანი უფრო მგრძნობიარე ხდება ხისტი წყლის, ალერგენების და დაბინძურებული ჰაერის მიმართ. ტენის უკმარისობა ამცირებს კანის რეგენერაციის უნარს, იმავდროულად აძლიერებს სითხის დაკარგვას დარღვეული კანის ბარიერიდან1,3.
კანის სიმშრალის სიმპტომები საკმაოდ ბევრია და შეიძლება გამოვლინდეს ინდივიდუალურად. ზოგ შემთხვევაში კანი შეიძლება აიქერცლოს, ზოგს თან ახლავს ქავილი და გაწითლება, ზოგს-წვა და გამონაყარი. პრობლემის წყაროს სწორი განსაზღვრა გვეხმარება დრიულად შევნიშნოთ კანის ცვლილებები და დავუბრუნოთ მას ჯანმრთელობა3.
რატომ ხდება კანი მშრალი?
კანის სიმშრალის მიზეზი ზოგჯერ შეიძლება დაავადება გახდეს2 - ატოპიური დერმატიტი ან ფსორიაზი, ხოლო ზოგჯერ შაქრიანი დიაბეტი და თირკმლის დაავადებები. პროგრესირებადი სიმშრალის აღმოჩენა, რომელსაც თან ახლავს ქავილი, გაწითლება და აქერცვლა, შეიძლება ექიმთან მისვლის მიზეზი გახდეს პრობლემის წყაროს დადგენისა და დროული მკურნალობისთვის. მკურნალობის დამატებად ან მოსავლელად ყველაზე მეტად მორგებულია ბეპანთენ დერმას საშუალებების ხაზი.
უმეტეს შემთხვევაში დისკომფორტის შეგრძნება შესაძლოა გამოწვეული იყოს არა მხოლოდ დაავადებით. არცთუ იშვიათად ჩვენ არასაკმარისად კარგად ვუვლით კანს ან საერთოდ ვივიწყებთ მისი კვების ან დატენიანების აუცილებლობას. გარდა ამისა, ცვლილებები შეიძლება დაკავშირებული იყოს მკვებავი ნივთიერებების არასაკმარის რაოდენობასთან, რომლებსაც მშრალი კანის კრემი შეიცავს. კანის ცვლილებები ასევე შეიძლება დაკავშირებული იყოს შემდეგთან3:
- ზედაპირულად აქტიური ნივთიერებების აგრესიული ქმედება, რომლებსაც შეიცავს გამწმენდი საშუალებები, საყოფაცხოვრებო ქიმია ან პროფესიონალური კოსმეტიკური საშუალებები, თმის საღებავი ან მანიკურის საშუალებები;
- მშრალი ჰაერი ოთახში ჭარბი გათბობით ან მომუშავე კონდიციონერებით;
- ამინდის პირობების არახელსაყრელი ზემოქმედება - ცივი ქარი, წვიმა, თოვლი, მზის სხივები;
- ცხელი შხაპის ხშირი მიღება და აბაზანა დამარბილებელი საშუალებების გამოყენების გარეშე;
- არაბალანსირებული კვება, მათ შორის არასაკმარისი ცილები და ცხიმმჟავა;
- ჰორმონალური პრეპარატების მიღება;
- მკაცრი დიეტის დაცვა;
- ასაკობრივი ცვლილებები, რომელთა შედეგად ირღვევა ლიპიდების სინთეზი და ქვეითდება კანის საფარის დაცვითი ფუნქცია.
კანის სიმშრალე სხვადასხვაგვარად ვლინდება სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე. კანის ღია ადგილები უფრო ინტენსიურად იძლევიან ტენს, ამიტომ განიცდიან პირველ რიგში1:
- სახის და ხელის მშრალი კანის პატრონები ხშირად აღნიშნავენ აქერცვლას და დაჭიმულობის შეგრძნებას;
- ტუჩების ნაზი კანი ტენის უკმარისობის გამო ძალიან სკდება და დამცავი ბარიერის გარეშე დარჩენილი ტუჩებიდან შესაძლოა სისხლდენა;
- ტერფები, რომელთა კანი ტენის დაკარგვისას უფრო მქისე ხდება და სკდება;
- იდაყვები, რომელთა საფარი სქელდება და შეიძლება დაიწყოს აქერცვლა.
სიმშრალის მთელ ტანზე გავრცელების შემთხვევაში ჩნდება დაჭიმულობის შეგრძნება, უსიამოვნო შეგრძნებებისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლების სურვილი წყალში ჩახტომით ან მშრალი კანის კრემის დატანით.
მშრალი კანის პატრონები ხშირად განიცდიან არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ ფსიქოლოგიურ დისკომფორტსაც, რაც დაკავშირებულია კანთან შეხებისა და მოქავების სურვილთან1,3. თუ მოვუსმენთ საკუთარ ორგანიზმს, შეიძლება დროულად აღმოვაჩინოთ კანის ტიპის ცვლილებების ნიშნები და დავეხმაროთ მას დამცავი თვისებების დაბრუნებაში, ავირჩევთ რა საიმედო დამხმარედ ბეპანთენის საშუალებებს.
მშრალი კანის მოვლის თავისებურებები
თუ მიზეზები არაა დაკავშირებული ჯანმრთელობასთან, მაშინ აღსადგენად და ჰიდროლიპიდური ბარიერის შესანარჩუნებლად საკმარისია კანის ჭკვიანური მოვლა და ორგანიზმის ჯანმრთელობა1,3:
- აირჩიეთ ნატურალური ქსოვილის სამოსი - ბამბის, სელის და აბრეშუმის;
- დაიცავით წყლის სმის რეჟიმი, მიიღეთ ჭყლის საკმარისი რაოდენობა;
- გაიარეთ ტესტი ვიტამინებისა და მიკროელემენტების რაოდენობის განსაზღვრაზე - A და E ვიტამინების დეფიციტი შეიძლება ტენის დაკარგვის მიზეზი გახდეს;
- საყოფაცხოვრებო ქიმიის არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ დამნდობ შემადგენლობას და გამოიყენეთ ხელთათმანი;
- გამოიყენეთ ფილტრები წყლის დასარბილებლად;
- თავი აარიდეთ ღია მზის ქვეშ ხანგრძლივად ყოფნას;
- უარი თქვით კოსმეტიკურ საშუალებებზე, რომლებშიც შედის სპირტი;
- აუცილებლათ მოიცილეთ მაკიაჟი ღამით;
- გამოიყენეთ კრემის ტექსტურის გამწმენდი საშუალებები.
კანის ჯანმრთელობის აღდგენის მნიშვნელოვანი ეტაპია აგრეთვე მშრალი კანის მოვლის კრემის არჩევა. რატომ არის ბეპანთენი დერმა საშუალებები ყველაზე კარგი? ერთად გავერკვეთ.
მშრალი კანის მოვლის საშუალების არჩევა
კომპანია Bayer-ის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ბეპანთენ დერმას ხაზი, რომელშიც შევიდა მშრალი კანის დატენიანებისა და კვების საშუალებები. კოსმეტიკური საშუალებების ძირითადი აქტიური კომპონენტია პროვიტამინი B5, რომელიც დიდი ხანია ცნობილია თავისი აღმდგენი თვისებებით. ის ღრმად აღწევს კანში, ახდენს ცვლის პროცესების ამოქმედება მის ყველა ფენაში და რეგენერაციის ბუნებრივი პროცესების აქტივირებას4.
- მკვებავი ბეპანთენი დერმას კრემი შექმნილია Nanosorb (ნანოსორბი)-ის ტექნოლოგიების გამოყენებით და შეიცავს აქტიური კომპონენტების უწვრილეს ნაწილაკებს, რომლებიც აღწევენ კანის ღრმა ფენებში, ვიტამინი E და ბუნებრივი ლიპიდები უზრუნველყოფენ დატენიანებას და ამშვიდებენ ყველაზე მგრძნობიარე კანსაც კი.
- აღმდგენი კრემი შემუშავებულია ძალიან მშრალი კანისთვის. მის შემადგენლობაში, გარდა მაღალი კონცენტრაციით ლიპიდებისა-29%, რომლებიც უზრუნველყოფენ ბარიერულ ფუნქციას, ჩართულია HYDRIVITIN (ჰიდროვიტონი), დამატებითი მკვებავი და კანის დამარბილებელი. პროვიტამინი B5 (2,6%) შიგნიდან აღდგენის პროცესების ამოქმედების საშუალებას იძლევა.
- კრემ-აღმდგენს ხელებისთვის გააჩნია პროვიტამინი B5-ის მაღალი კონცენტრაცია (5%), ამიტომ სწრაფად აღადგენს კანის დამცავ ბარიერს, იცავს რა მას საყოფაცხოვრებო ქიმიის და პროფესიონალური კოსმეტიკური პრეპარატების, ტემპერატურის ცვალებადობის, ხისტ წყალთან ხშირი კონტაქტის აგრესიული ზემოქმედებისგან.
- კრემი-აღმდგენი ფეხებისთვის არა მხოლოდ არბილებს და ატენიანებს კანს, არამედ ხელს უშლის მის გარქოვანებას5. ფეხის მშრალი კანის კრემში შარდოვანას დამატება ხელს უქყობს ტენის შენარჩუნებას ეპიდერმისში და მკვდარი უჯრედების აქერცვლას6. კანის წყლის ბალანსის ნორმალიზება ამცირებს უსიამოვნო სუნის გაჩენის ალბათობას5.
- ტუჩის საცხი შემადგენლობაში ფუტკრის ცვილისა და ზეითუნის ზეთის წყალობით აყალიბებს ბარიერს ტუჩებზე, რომელიც იცავს ულტრაიისფერი გამოსხივებისა და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.
მშრალი კანის მოვლის ბეპანთენის საშუალებების მაღალი ხარისხი და ეფექტურობა შემოწმებულია ტესტებით და დამტკიცებულია ქალებში გამოყენების მრავალწლიური გამოცდილებით მთელ მსოფლიოში. აღმოაჩინეთ ჯანმრთელი კანის საიდუმლო - ბეპანთნი დერმა!
1. კოსმეტოლოგია. ლ.ა.ხეჯაზის რედაქ. ვ. 2005. გვ. 197
2. ი.ს.სობოლევსკაია, ვ.ნ.გრუშინი, ო.დ.მიადელეცი, ტ.ნ.კიჩიგინა. ცხიმოვანი ჯირკვლები როგორც ადამიანის კანის სტრუქტურის ლიპიდოშემაკავებელი და ლიპიდომასინთეზირებელი//ჰისტოლოგია. ციტოლოგია. ემბრიოლოგია. ვესტნიკი ბგმუ, #2. 2011. გვ. 26-27.
3. ო.ბ.ტამრაზოვა. მშრალი კანის სინდრომი. Consillium Medicum. დერმატოლოგია (დანართი). 2014. #3. გვ. 8-14.
4. Ebner F., Heller A, Rippke F, Tausch I. Topical use of dexpanthenol in skin disorders. Am J Clin Dermatol. 2002;3(6):427-33.
5. Gerlach N, Herling M, Heinrich U., Tronnier H. Kosmetisch-dermatologische Wirksamkeit und Verträglichkeit einer Dexpanthenol-haltigen Fußcreme. Kosm Med. 2012; 33.3: 92–98.
6. Kapuścińska A, Nowak I. The use of urea and its derivatives in the cosmetics industry. Chemik 2014, 68, 2, 91–96.
7. მომხმარებელთა ტესტირების შედეგებით „დერმსკან“ ლაბორატორიაში. 2007.
CH -20230512-102