როგორ მოვუაროთ ხელის მშრალ კანს?
ხელის სიმშრალე შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზით. ეს შეიძლება იყოს ადამიანის ცხოვრების წესის ან დაავადების სიმპტომი. ხელის კანის სიმშრალე შეიძლება დაკავშირებული იყოს გარემოს აგრესიულ ზემოქმედებასთან, ამიტომ მას ახასიათებს პერიოდულობა და სეზონურობა სწორი მოვლის შემთხვევაშიც კი. ძალიან მშრალი კანი წარმოადგენს არა მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემას, არამედ გამოხატულ დისკომფორტსაც: კანის საფარის ზედაპირზე დაჭიმულობის შეგრძნება ჩნდება,
მოკეცვის ადგილებზე კი მტკივნეული ნახეთქები წარმოიქმნება. არასასურველი სიმპტომების გაქრობისთვის საჭიროა სწორი საშუალებებით მუდმივი და კომპლექსური მოვლა.
მიზეზები და წარმოშობის მექანიზმები
ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ხელის სიმშრალეს იწვევს, არის აგრესიული გარემოს ზემოქმედება. მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი, მცხუნვარე მზე – ყველა ეს ფაქტორი ხელს უწყობს ჰიდროლიპიდური მანტიის მთლიანობის დარღვევას. შედეგად, ხელის კანი ხდება გაუწყლოვანებული და ნაკლებად ელასტიური. დროთა განმავლობაში კანი შეიძლება აიქერცლოს, დაიჭიმოს და განვითარდეს ანთება.
კიდევ ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია გამწმენდი, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების მუდმივი ზემოქმედება. მათ შორის არის საყოფაცხოვრებო პროდუქტები და ასევე, ის ნივთიერებები, რომელთანაც ადამიანს აქვს შეხება მუშაობის დროს. ყველაზე ხშირად, ხელის კანის სიმშრალე და დაზიანება ახასიათებს სამრეწველო მუშაკებს, სამედიცინო პერსონალს ან დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს. განვითარების მექანიზმი პირდაპირ კავშირშია ქიმიკატების მიერ კანის მუდმივ დაზიანებასთან. შემადგენლობაში შემავალი ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები ანადგურებს კანის ბუნებრივ ბარიერს, რაც იწვევს წყლის აორთქლებას კანის ზედაპირისა და ღრმა ფენებიდან.
ზოგიერთი დაავადება შეიძლება გახდეს მშრალი და უხეში კანის მიზეზი. მაგალითად კანის დერმატოზები (ფსორიაზი, ატოპიური დერმატიტი, ალერგიული დერმატოზები, კანის სოკო) ან საჭმლის მომნელებელი, ენდოკრინული და ნერვული სისტემის დაავადებები. ისინი იწვევენ ცხიმოვანი ჯირკვლების არასწორ ფუნქციონირებას და ხელს უშლიან საკვები ნივთიერებების შეწოვას.
ხშირად, ხელის კანის მომატებული სიმშრალე ან აქერცვლა დაკავშირებულია ჰიპოვიტამინოზთან რაც გამოწვეულია არასწორი, მკაცრი დიეტით, ფქვილისა და ტკბილეულის, ალკოჰოლის, ყავის ბოროტად გამოყენებით. ვიტამინების დეფიციტი იწვევს ორგანიზმსა და კანში მეტაბოლური პროცესების დარღვევას.
იმის გასაგებად, თუ როგორ უნდა იზრუნოთ მშრალ ხელებზე და რა უნდა გააკეთოთ ხელის კანის აქერცვლისა და გაუხეშების დროს, უნდა გაარკვიოთ რა პათოლოგიური პროცესები მიმდინარეობს ეპიდერმისში. ჰიპერკერატოზის განვითარების მექანიზმი დაკავშირებულია შემდეგ ფაქტორებთან:
- კანის ბუნებრივი დამცავი და ბარიერული თვისებების დარღვევა.
- გარე ფაქტორების მუდმივი ზემოქმედება.
- კანის ნორმალური მახასიათებლების: ტურგორის, ელასტიურობისა და სიმტკიცის ცვლილებები.
- ეპიდერმისის განახლების პროცესების დარღვევა და კერატინიზებული უჯრედების მოცილება.
- კანის ტროფიზმის ცვლილებები.
ყველა ეს პროცესი სხვადასხვა ხარისხით გავლენას ახდენს პრობლემის განვითარების ალბათობასა და სიმძიმეზე, ამიტომ მშრალი კანის მოვლა უნდა იყოს სრულყოფილი.
სწორი მოვლა და მკურნალობა
მშრალი ხელების მკურნალობა რეგულარულად უნდა მოხდეს. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ტრავმული ფაქტორების გავლენის გამორიცხვა ან შემცირება. ჩაიცვით ხელთათმანები ქიმიურ ნივთიერებებთან კონტაქტის დაწყებამდე, შემდეგ კი ხელები გულდასმით ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ხელების ხშირი დაბანა იწვევს კანის ზედმეტად გამოშრობას, ამიტომ წყალთან ყოველი შეხების შემდეგ რეკომენდებულია დამატენიანებელი კრემის გამოყენება.
ცივ ამინდში გარეთ გასვლის წინ დაიტანეთ დამცავი კრემი და ჩაიცვით ხელთათმანები.
ხელის კანის მოვლის კომპლექსური პროცედურების ჩატარება რეკომენდებულია კვირაში ერთხელ მაინც. ის მოიცავს თბილ აბაზანებს ეთერზეთებით, სკრაბის ან პილინგის სხვა საშუალებებს, დამატენიანებელი და მკვებავი ნივთიერებების მქონე ბუნებრივი ზეთების ნაზავის ან ხელის ნიღბების გამოყენებას. სკრაბი კანზე დაიტანება მსუბუქი მასაჟის მოძრაობებით და ირეცხება თბილი წყლით 2-3 წუთის შემდეგ, ნიღაბი რჩება კანზე, სანამ ბოლომდე არ შეიწოვება ან უნდა ჩამოიბანოს ინსტრუქციის შესაბამისად. სრული ეფექტის მისაღწევად, მათი გამოყენება რეკომენდებულია ძილის წინ.
მშრალი კანის დატენიანების შესანიშნავი გზაა ვიტამინების, მცენარეული ზეთების, კერამიდების, ქოლესტეროლის, ცხიმოვანი მჟავების შემცველი კრემების გამოყენება, რომლებსაც აქვთ დამატენიანებელი და აღმდგენი ეფექტი.
კანის მოვლა უნდა იყოს პროფილაქტიკური ხასიათის - აგრესიული გარემოს ზემოქმედების თავიდან აცილება უფრო ადვილია, ვიდრე შედეგების მკურნალობა. ხელის აღმდგენი ბალზამი ბეპანთენი დერმა (Derma) დაგეხმარებათ ამ ამოცანის დაძლევაში. მის შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერებები იცავს ხელის ნაზ კანს დაზიანებისგან და ხელს უწყობს მის გაჯანსაღებას აღმდგენი და მკვებავი ეფექტის გამო. ბეპანთენი დერმა გამოიყენება ხელის სიმშრალის აღმოსაფხვრელად ან პროფილაქტიკის მიზნით, იგი აუმჯობესებს კანის ზოგად მდგომარეობას.
გარდა ამისა, მშრალი ხელების თავიდან ასაცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს დიეტასა და წყლის რეჟიმს. სხეულში სითხის არასაკმარისი მიღებისას ირღვევა ეპიდერმისისა და დერმის ფიზიოლოგიური პროცესები, მცირდება ტურგორი და ქსოვილის ელასტიურობა. კვება უნდა იყოს მრავალფეროვანი, საკვები უნდა შეიცავდეს ყველა იმ ნივთიერებას, რომელიც სხეულს სჭირდება: ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები და სხვა საკვები ნივთიერებები. ამ მარტივი წესების დაცვის გარეშე დადებითი შედეგების მიღწევა ძალიან რთული იქნება.
CH -20230512-102