ბეპანთენი ორსულობამდე და ორსულობისას
ორსულობისას ქალის ორგანიზმი იცვლება, იზრდება დატვირთვა ხერხემალზე, იჭიმება კანი, რომლის მდგომარეობაზეც აისახება არა მხოლოდ მუცლის გაზრდა და წონის ბუნებრივი მატება, არამედ ჰორმონალური ფონის ცვლილებებიც1. სხეულის ფორმაში შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ოპტიმალური ფიზიკური დატვირთვა, კვებისა და წყლის მიღების ჭკვიანურად შედგენილი რეჟიმი2, აგრეთვე, კანის სწორი მოვლა ბეპანთენის კრემით ორსულობისას და მის მერე3.
კანის მგრძნობელობა ორსულობისას
ორსულობისას კანი განსაკუთრებით მგრძნობიარე ხდება. ყველაზე ხშირად ქალები სიმშრალეს, დაჭიმულობას, აქერცვლას, ქავილს, ცელულიტის ნიშნების გაჩენას უჩივიან. ჰორმონების აქტიურ გამომუშავებაზე ზემოქმედება შეუძლებელია, მაგრამ მათი მოქმედების შერბილება განსაზღვრულ წესებს შეუძლია. აუცილებელია1,2:
- პირდაპირი მზის სხივების ქვეშ ყოფნის შეზღუდვა;
- პილინგის და გათეთრების პროცედურების გამორიცხვა;
- მომავალი დედისა და პატარასთვის უსაფრთხო კრემების და მალამოების გამოყენება.
ორსულობისას ყველაფერში ზრუნვის სურვილი ჩნდება, ხოლო ბეპანთენი ნაზად ზრუნავს დაზიანებულ კანზე, იწყებს რა მოქმედებას პირველი გამოყენებისთანავე. ბეპანთენ კრემს არ გააჩნია უკუჩვენებები ორსულობისას, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ყველაზე მგრძნობიარე კანის მოვლისასაც კი3.
კანის გაწელვა ორსულობისას
კანის მომატებულ მგრძნობელობასთან დაკავშირებული შედეგების უმეტესობა დროებითია, მაგრამ ისეთი ცვლილებები, როგორიცაა გაწელვა, რჩება სამუდამოდ1.
გაწელვა, ანუ სამედიცინო ტერმინოლოგიაში - სტრია, ჩნდება კანზე იმ ადგილებში, სადაც ორსულობისას ის ყველაზე მეტად იჭიმებოდა. რისკის ზონაშია მუცელი, ბარძაყები, მკერდი და წელი. კანი კარგავს თავის ელასტიურობას და მოცულობის გაზრდისას ხდება მისი გახეთქვა. გახეთქის ადგილი ივსება შემაერთებელი ქსოვილით, რომელშიც ბევრი სისხლძარღვია, ამიტომ ნაწიბურს ჩვეულებრივ მოწითალო-მოიისფროა. დროთა განმავლობაში სისხლძარღვები სისხლისგან იცლება, ხოლო შემაერთებელი ქსოვილი ფერმკრთალდება და ტოვებს მოვერცხლისფრო ზოლებს1,2.
სტრიები არ ვნებს ფიზიკურ ჯანმრთელობას, მაგრამ როგორც კოსმეტიკურ პრობლემას, უამრავი პრობლემის შექმნა შეუძლია თავისი მფლობელისთვის, ამიტომ მათთან ბრძოლა უნდა დაიწყოთ მათ გაჩენამდე დიდი ხნით ადრე1. სტრიების პროფილაქტიკისთვის იყენებენ სპეციალურ კრემებს, რომლებიც კანის სიმკვრივეს ზრდის1,2. გარდა ამისა, საჭიროა სპეციალისტების ზოგიერთი რჩევის დაცვა2:
- რაციონში უნდა შევიდეს ისეთი პროდუქტები, რომლებიც კანის ელასტიურობას აუმჯობესებს - ძროხის ხორცი, თევზი და ზღვის პროდუქტები, ნიგოზი, ბროკოლი, გოგრა და სტაფილო;
- მეტი წყლის დალევა, ვინაიდან კანის უჯრედების სიმკვრივის უზრუნველყოფა ხდება წყლის სწორი ბალანსით;
- ფიზიკური ვარჯიშები, ისინი აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას კანის საფარველში, მაგრამ ორგანიზმის მდგომარეობის გათვალისწინებით, საჭიროა დატვირთვის მსუბუქი სახეობების არჩევა - ცურვა2, იოგა, პილატესი4;
- კვების კონტროლი - სტრიები ჩნდება წონის მკვეთრი ცვლილებისას;
- მასაჟი რბილი მშრალი ნატურალური ბოჭკოების ჯაგრისით - ეს აუმჯობესებს სისხლის მოძრაობას და კანის ელასტიურობას2,3.
1. ლ.ა.გოლდსმიტი. ფიცპატრიკის დერმატოლოგია კლინიკურ პრაქტიკაში 3 ტომად. ბ., პანფილოვის გამოცემა. 2018. ტომი 2. გვ. 1216.
2. ა.დ.მაქაცარია, ს.ვ.კუზნეცოვი, დედა და პატარა.-ოლმა-პრესს ინვესტ, 544 გვ.
3. ვ.კ.კოლტუკოვ, ლ.გ.კუზმენკო, ლ.გ.ანტიპოვა. „ბეპანთენ“ სერიის გარეგანი დერმატოლოგიური საშუალებები პედიატრის პრაქტიკაში. სამედიცინო საბჭო. 2012 #5 გვ. 81-85.
4. ო.ა.გუსევა, ნ.ვ.სივანსი. ორსულთა მომზადების მეთოდიკა ფიზიკური კულტურის საშუალებების და მეთოდების დახმარებით ორსულობის და მშობიარობის კეთილსასურველი მიმდინარეობისთვის//სამეცნიერო ჩანაწერები ი.პ.პავლოვის სახ. სპბგმუ. ტომი 19. #3.2010. გვ. 90-91.
CH -20230512-102