კანის აღდგენა კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ
შინაარსი:
- ეპილაცია
- დეპილაცია
- სახის პილინგი
- სახის წმენდა
- ბეპანთენი პლუს-ის გამოყენება კოსმეტიკური პროცედურების შემდე
კანი - ეს ჩვენი ბუნებრივი დამცავი ბარიერია. მას რეგულარულად უწევს არახელსაყრელ გარემო ფაქტორებთან შეჯახება. მასზე მოქმედებს ასაკობრივი ცვლილებები, ცხოვრების და პროფესიის პირობები, კვება, სასმელი წყლის და ჰაერის ხარისხი. იმისთვის, რომ მან სრულყოფილად შეასრულოს თავისი ფუნქციები და გაუძლოს მექანიკურ, ქიმიურ ზემოქმედებებს და მრავალრიცხოვან მიკროორგანიზმებს, სჭირდება რეგულარული მოვლა. სახლის პროცედურები ყოველთვის საკმარისი არაა და ჩვენ დერმატოლოგებს მივმართავთ.
ეპილაცია და დეპილაცია, პილინგის სხვადასხვა სახეობები, კანის წმენდა და ნაწიბურების მოცილება - საკმაოდ მოთხოვნადი მოვლითი პროცედურებია.
სამწუხაროდ, მსგავსი მანიპულაციების ჩატარება, მართალია, მინიმალურად, მაგრამ აზიანებს კანის საფარს. ამ დროს ზიანდება ზედა შრე, ეპიდერმისი. შესაძლოა განვითარდეს ანთებითი პროცესები, რომლებსაც თან ახლავს ქავილი, აქერცვლა, შეშუპება და სხვა უსიამოვნო სიმპტომები. კანისთვის აუცილებელია გარკვეული დრო აღსადგენად. ეს დრო შეიძლება შემცირდეს, თუ დავიცავთ კანის მოვლის წესებს კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ, რომელთაგან ძირითადს აღვწერთ.
ეპილაცია
არსებობს ეპილაციის სხვადასხვა სახეობები. ყოველი მათგანი გულისხმობს თმის მოცილებას ბოლქვთან (ფოლიკულთან) ერთად. შედეგად, კანი გლუვი რჩება რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში. პროცედურები ეფექტურია, მაგრამ გააჩნია თავისებურებები და ნაკლი.
- ელექროეპილაცია. სულ ცოტა ხნის წინ საკმაოდ პოპულარული პროცედურა იყო. მდგომარეობს იმაში, რომ თბის ძირზე მოქმედებს დაბალი ძაბვის ელექტრონული დენი. თმის ზრდის ზონაში შედის წვრილი ელექტროდი, რომელიც აწვდის ელექტრონულ იმპულსს. ამგვარი განმუხტვა საკმარისია, რათა დაირღვეს ფოლიკული. ნაკლი: მტკივნეულობა, კანზე ნაწიბურების გაჩენის რისკი.
-
ფოტოეპილაცია. ტარდება სპეციალური ნათურის - გარკვეული სიმძლავრის და ტალღის სიგრძის სინათლის წყაროს გამოყენებით. თმის ბოლქვი იღუპება ფოტოსითბური ქმედების შედეგად.
ნაკლი: დამწვრობის საშიშროება. -
ლაზერული ეპილაცია. გამოიყენება სხვადასხვა აპარატები (მაგალითად, ალექსანდრიტის, დიოდური ან ნეოდიმური, რომლებიც განსხვავდება ტალღის სიგრძითა და სიმძლავრით), ფოლიკული პრაქტიკულად ამოიწვება. ნაკლი: პროცედურა მეორდება გარკვეული დროის შემდეგ, ვინაიდან ყველა ფოლიკული არ არის ერთდროულად აქტიურ ფაზაში და ლაზერი მათზე არ მოქმედებს, საკმაოდ მაღალი ღირებულება, ლაზერი უფრო მოქმედებს მუქ თმაზე, რომელშიც ბევრი პიგმენტია, შესაძლებელია კანის გაწითლება და დამწვრობა. და მაინც, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შერწყმით ეს მეთოდი მეტნაკლებად უპირატესია.
-
ელოს ეპილაცია. აპარატული მეთოდიკა, რომელიც აერთიანებს ელექტრონულ და ლაზერულ მოქმედებას. არც ისე მტკივნეულია, როგორც ელექტრონული და ამავდროულად აცილებს ღია თმასაც და მუქ თმასაც. ნაკლი: ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროცედურებიდან.
-
ენზიმური ეპილაცია - ანადგურებს თმას ბოლქვიანად სპეციალური ფერმენტების კანქვეშ შეყვანის გზით. შემდეგ კანი თბება აპკის ქვეშ ან ულტრაბგერის დახმარებით პრეპარატის მოქმედების გასაძლიერებლად.
ეპილაციის საერთო უკუჩვენებებს წარმოადგენს:
- ორსულობა,
- კანის დაავადებები,
- ზოგიერთი სამედიცინო პრეპარატის გამოყენება (საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენს სისხლის შედედებაზე, ანტიბიოტიკები და სხვ.),
- ეპილეფსია,
- საშუალებების ინდივიდუალური აუტანლობა.
იმისთვის, რომ ეპილაციამ კარგად ჩაიაროს და არ გახდეს გაღიზიანების ან ანთების მიზეზი, საჭიროა სიფრთხილის შემდეგი ზომების დაცვა:
ეპილაციამდე:
- არ გაირუჯოთ ორი კვირის მანძილზე, რათა შემცირდეს დამწვრობის და პიგმენტური ლაქების რისკი.
- არ ამოიპუტოთ თმა და არ ჩაიტაროთ დეპილაცია ცვლით (და სხვა სახეობები, რომლებიც დაკავშირებულია თმის ამოგლეჯასთან).
- უშუალოდ პროცედურის წინ გაიპარსეთ თმა იმ მონაკვეთზე, სადაც იგეგმება ეპილაცია.
ეპილაციის შემდეგ:
- არ გამოიყენოთ დეზოდორანტები, ცხიმიანი კრემი და სხვა აქტიური კოსმეტიკური საშუალებები.
- უარი თქვით საუნაზე, აბანოზე, აუზზე, 1-2 დღით მაინც.
- შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა 3 დღის ვადით.
- არ ჩაიტაროთ მჟავური ან მექანიკური პილინგი პირველი 3 დღის განმავლობაში.
- გამოიყენეთ თმის ზრდის შემაჩერებელი საშუალებები.
- მოერიდეთ პირდაპირ მზის სხივებს (ლაზერული ეპილაციის შემდეგ არაა რეკომენდებული გარუჯვა ერთი თვის განმავლობაში) და აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები იმისთვის, რომ აიცილოთ პიგმენტაციის გაჩენა.
კანის მოვლის წესები:
- პროცედურის დასრულების შემდეგ კანის დეზინფექცია ამცირებს დასნებოვნების ალბათობას და ამცირებს ანთების რისკს.
- დამატენიანებელი კრემი ან გელი წყლის ფუძეზე დაგეხმარებათ დაღიზიანებასთან, აქერცვლასთან გამკლავებაში და აგარიდებთ თმის ჩაზრდას, ვინაიდან ყველაზე ხშირად ეს ხდება გაუწყლოვნებულ და მშრალ კანზე.
- ფოტო- ან ლაზერული ეპილაციის შემდეგ შეიძლება პანთენოლის შემცველი საშუალებების გამოყენება.
- ჩაის ხის ან ევკალიფტის ეთერზეთები ამშვიდებს ტრავმირებულ კანს.
- ასევე, აუცილებელია რბილი პილინგის და თმის მიმართულებით მასაჟის რეგულარულად ჩატარება.
დეპილაცია განსხვავდება ეპილაციისგან იმით, რომ თმა ცილდება ბოლქვის გარეშე, ანუ მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც კანს ზემოთაა ამოშვერილი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2-3 დღის შემდეგ კვლავ დაიწყებს ზრდას. ეპილაციისგან განსხვავებით, დეპილაციას პრაქტიკულად არ გააჩნია უკუჩვენებები, გარდა კანის დაზიანებისა და თმის მოცილების ზონაში დერმატოლოგიური დაავადებების გამწვავებისა, ამიტომ, მისი გამოყენება შეიძლება სახლის პირობებშიც.
-
პარსვა, კრემების, ლოსიონების გამოყენება. ნაკლი-მოკლევადიანი ეფექტი, გაჭრა სამართებლით, თმის ჩაზრდა, ანთება და გაღიზიანება.
-
დეპილაცია ცვილით - კანზე დაიტანება თბილი ცვილი, ხოლო შემდეგ იფინება ზოლები, რომელთა დახმარებითაც ცილდება თმა. ნაკლი - მტკივნეულობა, თმის ჩაზრდა.
-
ნაკლი - მტკივნეულობა, თმის ჩაზრდა.
დეპილაციის შემდეგ კანის მოვლის ზოგადი რეკომენდაციები ეპილაციის შემდგომი წესების ანალოგიურია. გარდა ამისა, ცვილის ან შუგარინგის გამოყენებისას დაცული უნდა იყოს გამოყენების ტექნიკა. კარგია ახალი კრემის ან ლოსიონის შემოწმება კანის პატარა მონაკვეთზე, რათა განისაზღვროს შესაძლო ალერგიული რექციები.
სახის პილინგი
რეგულარული პილინგი იძლევა სახის კანის გაწმენდის საშუალებას ეპიდერმისის ზედა (რქოვანა) შრიდან, ვინაიდან ასაკთან ერთად მკვდარი უჯრედების ბუნებრივი აქერცვლა ნელდება. ეს საშუალებას აძლევს კანს განახლდეს, სრულფასოვნად ისუნთქოს და იფუნქციონიროს. სახე, ამასთან, უფრო ჯანსაღად და მოვლილად გამოიყურება.
არსებობს პილინგის სხვადასხვა სახეობები1.
მოქმედების ტიპის მიხედვით ამგვარი პროცედურები შეიძლება იყოს ფიზიკური (მექანიკური), რომელთაც მიეკუთნება კანის ნაწიბურის მოცილება, ასევე ქიმიურიც.
პილინგის შემდეგ კანის მოვლის თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია პროცედურების სიღრმე. განასხვავებენ:
- ზედაპირული - ყველაზე დამნდობი, ეხება მხოლოდ ეპიდერმისის რქოვან და მარცვლოვან შრეს. ნაჩვენებია აკნეს დროს მისი შედეგების აღმოფხვრისთვის კანის ჭარბი პიგმენტაციისა და მაღალი ცხიმიანობისას.
- საშუალო - ვრცელდება მთელ ეპიდერმისზე. გამოიყენება მიმიკური ნაოჭების სიღრმის შესამცირებლად, აგრეთვე კანის სიმკვრივის შემცირებისა და ნაკეცების გაჩენისას. გამოიყენება აგრეთვე როგორც მოსამზადებელი ეტაპი პლასტიკური ოპერაციის წინ.
- ღრმა - მიახლოებულია ოპერაციულ ჩარევასთან, ტარდება სტაციონარში, საკმაოდ აგრესიული პროცედურაა. გამოიყენება ლიფტინგისა და ღრმა ნაოჭების მოსაცილებლად.
როგორ განსხვავდება სახის მოვლა სხვადასხვა სიღრმის პილინგის შემდეგ
თუ ჩატარებულ იქნა ზედაპირული პილინგის პროცედურა, მაშინ სახის მოვლა სირთულეს არ წარმოადგენს. რეკომენდებულია კანის გულმოდგინედ დატენიანება, ბევრი სითხის დალევა. ჩვეული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება შეიძლება უკვე მომდევნო დღეს. შეხორცების დასაჩქარებლად შეიძლება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებისა და მარეგენირებელის გამოყენება.
საშუალო პილინგი უფრო ტრავმატულია, ამიტომ კანის აღდგენა უფრო ხანგრძლივია. მისი დახმარება შეიძლება დატენიანებისა და შეხორცების მხოლოდ რბილი საშუალებების გამოყენებით. წყლის პროცედურები, მათ შორის დაბანა უნდა შემცირდეს და შესრულდეს მხოლოდ ერთხელ დღეში და გამოყენებულ იქნას მხოლოდ ოთახის ტემპერატურის სუფთა წყალი. ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ სპეციალისტს, რომელმაც ჩაატარა პილინგი.
საშუალო პილინგი უფრო ტრავმატულია, ამიტომ კანის აღდგენა უფრო ხანგრძლივია. მისი დახმარება შეიძლება დატენიანებისა და შეხორცების მხოლოდ რბილი საშუალებების გამოყენებით. წყლის პროცედურები, მათ შორის დაბანა უნდა შემცირდეს და შესრულდეს მხოლოდ ერთხელ დღეში და გამოყენებულ იქნას მხოლოდ ოთახის ტემპერატურის სუფთა წყალი. ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ სპეციალისტს, რომელმაც ჩაატარა პილინგი.
სახის წმენდა
სახის კანის გაწმენდა სახლის პირობებში ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს, თუ მას ახასიათებს მომატებული ცხიმიანობა. ამ შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც ჩაატარებს პროფესიონალურ წმენდას. გარდა ამისა, ის კარგად ავსებს პილინგს.
პროცედურის მიზანი - ფორების გაწმენდა მექანიკური ან აპარატული ხერხით, კანის კვება, დატენიანება, შავი წერტილების მოცილება და უსწორმასწოროებების გასწორება, გარქოვანებული ფენის მოცილება. წმენდა შეიძლება იყოს:
- მექანიკური (ხელით) - ჩირქოვანი გამონაყარების და კომედონების, მათ შორის ღრმების, მოცილების ყველაზე ეფექტური საშუალება. უხდება ცხიმიან და კომბინირებულ კანს.
- აპარატული - ულტრაბგერის ან ვაკუუმის პილინგი, ასტიმულირებს სისხლის და ლიმფის მოძრაობას, ასუფთავებს ფორებს და ამასაჟებს კანს. უხდება როგორც ნორმალურ, ასევე ცხიმიან კანსაც.
გაწმენდის წინ კანი უნდა მომზადდეს, რათა პროცედურის ეფექტი მაქსიმალური იყოს. ამგვარ მომზადებაში შედის: მაკიაჟის მოცილება და გულმოდგინედ გასუფთავება სკრაბის გამოყენებით, ტონიზირება წინა დღით და დილით. მშრალი კანისთვის კარგია მკვებავი ნიღბის გაკეთება. უშალოდ პროცედურის წინ ტარდება კანის დაორთქვლა და დამუშავება ანტისეპტიკური საშუალებით.
გაწმენდის შენდეგ კანი უნდა არდგეს. ჩვეულებრივ, ეს ხდება 3 დღის განმავლობაში, თუ დაიცავთ გაწმენდის შემდეგ მოვლის ყველა წესს.
განსაკუთრებულ ყურადღბას მოითხოვს მოვლა მექანიკური გაწმენდის შემდეგ, ვინაიდან კანი ტრავმირდება და შესაძლოა გაჩნდეს ჭრილობები, ანთება, წითელი ლაქები. შესაძლებელია გამონაყარის გაჩენაც თუ რომელიმე ჭრილობა დაინფიცირდა.
რისი გაკეთება არ შეიძლება
რეკომენდებული არ არის სკრაბების და სხვა აგრესიული საშუალებების გამოყენება დასაბანად. რეაბილიტაციის პერიოდში იზღუდება ფიზიკური დატვირთვა, სითბური პროცედურები, მზის აბაზანები და სოლარიუმი. დამუკიდებლად არ შეიძლება ქერქის მოცილება. ჩვეულებრივ, საკმარისია 3 დღე. ამის შემდეგ შეიძლება ჩვეულებრივ მოსავლელ საშუალებებზე გადასვლა.
როგორ დავეხმაროთ კანს
- დასაბანად და დასატენიანებლად გამოიყენეთ ნაცადი რბილი ჰიპოალერგიული საშუალებები.
- აუცილებლად დაიტანეთ მზისგან დამცავი საშუალება, მაშინაც კი, თუ ქუჩაში მოღრუბლულობაა.
- დაიმუშავეთ მიკროჭრილობები ანტიბაქტერიული საშუალებით.
- დალიეთ საკმაოდ წყალი იმისთვის, რათა კანი შიგნიდან დატენიანდეს.
- თუ გაჩნდა გამონაყარი, შეიძლება თეთრი ან ცისფერი თიხის ნიღბის გაკეთება.
ბეპანთენი პლუს-ის გამოყენება კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ
სახის კანის მოვლას გაწმენდის, პილინგისა და სხვა კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ ბევრი საერთო აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში კანს სჭირდება დატენიანება, დაცვა ინფექციისაგან და ჭრილობების შეხორცება.
ყველა ამ ამოცანას უმკლავდება ბეპანთენ პლუსი - პრეპარატი კრემის სახით დექსპანთენოლის (პროვიტამინ B5-ის) ფუძეზე. კანის რეგენერაციის პროცესის სტიმულირებისას B5 შეიძლება გამოყენებულ იქნას კოსმეტოლოგიური პროცედურების შემდეგ, რომელთაც თან ახლავს ეპიდერმისის მთლიანობის დარღვევა. კანზე დატანისას დექსპანთენოლის პანთოტენმჟავად გადაქცევის წყალობით იწყება კანის შიგნიდან ბუნებრივი აღდგენის პროცესები, ხდება უჯრედების განახლების სტიმულირება, მატულობს კოლაგენური ბოჭკოების სიმტკიცე და იხშობა ანთებითი პროცესების განვითარება. პროვიტამინ B5-ის წყალობით დაზიანებულ კანს უბრუნდება მისი თავდაპირველი მდგომარეობა, დამტკიცებული მრავალრიცხოვანი კლინიკური კვლევებით, გარანტირებული ხარისხის ევროპული სტანდარტების მკაცრი დაცვით და გამოყენების ხანგრძლივი გამოცდილებით მთელ მსოფლიოში.
გარდა ამისა, კრემ ბეპანთენ პლუსის განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს მის შემადგენლობაში ქლორგექსიდინის ანტისეპტიკის არსებობა, რომელიც ფლობს მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრს და ანადგურებს არა მხოლოდ ბაქტერიებს, არამედ მთელ რიგ სოკოებსა და ვირუსებს. მოქმედებს რა სწრაფად და არ იწოვება კანის ზედაპირიდან, ქლორგექსიდინი გროვდება მის რქოვან შრეში, ქმნის ანტისეპტიკის თავისებურ რეზერვუარს და ახანგრძლივებს თავის მიკრობსაწინააღმდეგო ეფექტს.
ამგვარად, პროვიტამინ B5-ისა და ქლორგექსიდინის უნიკალური შეთავსების წყალობით კრემი ბეპანთენ პლუსი ხელს უწყობს ეპიდერმისის უჯრედების წარმოქმნასა და განვითერბას, ზრდის კანის ტენშემაკავებელ უნარს და ახშობს ანთებითი პროცესების განვითარებას. ყოველივე ეს საშუალებას აძლევს დაზიანებულ კანს უფრო სწრაფად აღდგეს კოსმეტოლოგიური პროცესების შემდეგ. გარდა ამისა, საშუალება რეკომენდებულია დამწვრობების სამკურნალოდ, ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება ფოტო-, ლაზერული და ელექტროეპილაციის შემდეგ, აგრეთვე პილინგისა და ნაწიბურების მოცილების შემდეგ პიგმენტაციის გაჩენის თავიდან ასაცილებლად.
ლიტერატურა:
1. დერმატოლოგიის სახელმძღვანელო ე.რ.არავიისკაიას და ე.ვ.სოკოლოვსკის რედაქციით. გამომცემლობა „ფოლიანტი“, Спб, 2008, 632с.
2, ე.ფ.ლუკუშკინა, ე.იუ.ბასკაკოვა. კანი-ჯანმრთელობის ბარომეტრი. ემოლენტების პროფილაქტიკური და სამკურნალო როლი. РМЖ, 2016, №18, с.1246-1252.
3. ორმაგი ბრმა კვლევის ფარგლებში 15 ჯანმრთელ მოხალისეში 5%-იანი დექსპანთენოლის გამოყენებისას აღინიშნებოდა ჭრილობის შეხორცების უტყუარი სტიმულირება, დამტკიცებული ჰისტოლოგიური და ულტრაბგერითი კვლევის შედეგებით. Pugliese PT, Farina JC, Chautems Y. Efficacy of dexpanthenol in wound healing: double-blind assessment of excised wound tissue by ultrasound and histologic examination [French]. Nouv Dermatol 1995; 14: 130-8.
4. ი.ვ.ნიკიტინა, ე.ა.სოროკინა, მ.ვ.ტარასოვა. ახალი შესაძლებლობები ქრონიკული დერმატოზების მკურნალობაში. РМЖ. დერმატოლოგები, ტომი 16, №23, 2008, с.1547-1550.
5. კოტლუკოვ ვ.კ., კუზმენკო ლ.გ., ანტიპოვა ნ.ვ. ბავშვთა კანის საფარის მოვლის თანამედროვე დერმატოლოგიური და კოსმეტიკური საშუალებები// МС. 2013. № 1.
6. Rosenberg A., Alatary SD., Peterson AF. Safety and efficacy of the antiseptic chlorhexidine gluconate. Surg Gynecol Obstet. 1976 Nov;143(5):789-92.
CH -20230512-102