ტატუ: დაზიანებული კანის სათანადო მოვლა
შინაარსი
- ტატუს შეხორცების პროცესი
- გამოყენების შემდეგ ტატუს მოვლა
- ტატუს შეხორცების საშუალების არჩევა
- კრემი „ბეპანთენ პლუს“-ი შეუხორცებელი ტატუს მოსავლელად
- შეხორცების ეტაპები
- პროფილაქტიკა
ტატუს დატანის პროცესი დაკავშირებულია კანის ძლიერ ტრავმებთან. იმისთვის, რომ შეხორცებამ გართულების გარეშე ჩაიაროს, საჭიროა წინასწარ გაგება, რომელი კრემი უნდა იქნას გამოყენებული და რა წესების დაცვაა საჭირო. ეს უზრუნველყოფს კანის ანთების სწორ მოვლას და ნახატი იქნება ნათელი დიდი ხნის განმავობაში.
ტატუს შეხორცების პროცესი
ყველა ადამიანის კანი ტატუზე თავისებურად რეაგირებს. ტატუს შეხორცების პერიოდი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
- ნახატის დატანის ადგილი. შეხორცების პროცესი მარტივად მიმდინარეობს თუ უზორი მდებარეობს მუცელზე, ბარძაყზე დუნდულაზე ან მკერდზე. თუ ზემოქმედება განიცადა ისეთმა ადგილებმა როგორიც არის კისერი, კოჭი,თითები-სრული რეგენერაცია მეტ დროს მოითხოვს.
- ნახატის ფართობი. რაც უფრო მეტია იგი მით მეტი დრო ჭირდება აღდგენით პროცესს.
- ხაზის სისქე. წვრილი ხაზები უფრო მალე ხორცდება, რადგან ისინი ნაკლებ საღებავს შეიცავენ. ასევე გასათვალისწინებელია ადამიანის ორგანიზმის ინდივიდუალური შესაძლებლობები, მისი ასაკი, ქრონიკული დაავადებების არსებობა და ა.შ.
ტატუს მოვლა გამოყენების შემდეგ
იმისთვის, რომ საღებავი პიგმენტების კარგვა დავიდეს მინიმუმამდე და ტატუს ფოტო „მანამდე“ და „შემდეგ“, გადაღებული რამდენიმე წლის სხვაობით, გვახარებდეს, მნიშვნელოვანია დაზიანებული კანის სწორი მოვლა პირველ დღეებში. სპეციალისტებს შეიძლება გააჩნდეთ სხვადასხვა მიდგომა მაგრამ საერთო რეკომენდაცია არის შემდეგი:
- საღამოს ან მომდევნო დღეს აუცილებელია დამცავი აპკი, რომელიც ოსტატმა დააკრა. ამის შემდეგ ზოგი იძლევა რეკომენდაციას, რომ გაღიზიანებული კანის ჩამობანა მოხდეს ანტიბაქტერიული საპნით.
- არ შეიძლება ხელის სმა დატანის ზონაზე, ასევე ცხელ აბაზანაში წოლა.ჰიგიენური პროცედურის შემდეგ აუცილებელია სინოტივის მოშორება სუფთა პირსახოცით და ნახატის დამუშავება შემახორცებელი სპეციალური კრემით.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტატუს ფხანა ან კანის აქერცვლა. ასევე პირველი 7 დღის განმავლობაში არ არის რეკომენდირებული აბანოში, საუნაში,აუზზე წასვლა და ღია წყალსატევებში ბანაობა ასევე გარუჯვა.
ტატუს შეხორცების საშუალების არჩევა
ტატუს პირველი დამუშავება ანთების საწინააღმდეგო საშუალებით ხდება სალონში. ოსტატი აჩვენებს კლიენტს როგორ გამოიყურება მზა ნახატი და მოწონების მიღების შემდეგ უსვამს სამკურნალო საშუალებას, ზემოდან ადებს დამცავ აპკს.
შემდგომი დამუშავებისთვის საჭიროა ჭრილობის შემხორცებელი კრემის ყიდვა და მისი გამოყენება კანის ანთების მოსავლელად დღეში ერთხელ ან პრჯერ დღეში. სამკურნალო საშულაების არჩევის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს იმას რომ მის შემადგენლობაში შედიოდეს ერთი ან რამოდენიმე მოქმედი ნივთიერება:
- მარეგენირებელი კომპონენტები, მაგალითად, პროვიტამინი В5. ეს ერთერთი ყველაზე ეფექტური შემხორცებელი კომპონენტია. ხელს უწყობს ცვლის პროცესების გაუმჯობესებას დაზიანებულ ქსოვილში, რისი მეშვეობითაც კანის აღდგენა უფრო მალე ხდება.
- ანტიბაქტერიული შეერთებბეი, მაგალითად ქლორგექსილინი, რომელიც დაზიანებულ კანს იცავს ინფექციისგან.
სასურველია, რომ შემახორცებელი კრემი არ შეიცავდეს საღებავებს რომელიც აღიზიანებს დაზიანებულ კანს.
კრემი „ბეპანთენ პლუს“-ი შეუხორცებელი ტატუს მოსავლელად
შეუხორცებელი ტატუს დასამუშავებლად შეიძლება გამოყენებული იქნას კრემი „ბეპანთენ პლუს“-ი. პროვიტამინი В5-ის და ქლორგექსიდინის ხარჯზე იგი ადეზინფიცირებს კანს რომელზეც მიმდინარეობს ანთებითი პროცესი, ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესებს. მისი გამაგრილებელი მოქმედება ამშვიდებს ტკივილს.
კრემი ‘ბეპანთენ პლუს’-ი ადვილად წაისმევა და სწრაფად შეიწოვება. არ ტოვებს ცხიმის კვალს კანზე და ტანსაცმელზე.
შეხორცების ეტაპები
სალონის ოსტატები კლიენტებს შეხორცების პროცესს შემდეგნაირად აღუწერენ:
- პირველი დღე. კანზე მიმდინარეობს ანთება, მის ზედაპირზე შეინიშნება ლორწო საღებავი შემადგენლობის მინარევებით. ეს არის შეღებილი წუთხი და არა კანიდან გამოეცხილი საღებავი, როგორც ზოგიერთები მიიჩნევენ.
- მეორე დღე. წუთხი აღარ გამოიყოფაკანი იწყებს საღებავ ნივთიერებასთან შეგუებას. შეიძლება აღინიშნებოდეს დაჭიმულობის უსიამოვნო შეგრძნება. ამ დროს შველა შეუძლია ისეთ კრემებს რომლებიც ხელს უწყობენ შეხორცებას, მაგალითად ‘ბეპანთენ პლუს’-ი.
- მესამე დღე. ტატუს ზედაპირზე წარმოიქმნება მცირე ქერქი რამაც შეიძლება ძლიერი ქავილი გამოიწვიოს. მისი აძრობა ან მოქავება არ შეიძლება. დისკომფორტის მოსაშორებლად შეიძლება პერიოდულად მსუბუქად დავარტყათ ხელი ადგილზე რომელიც გვექავება და წავისვათ შემხორცებელი კრემი.
- მეოთხე-მეექვსე დღე. აპკის ნაცვლად წარმოიქმნება ფუფხი-კანი ძლიერად იქერცლება , ნახატის ფერი მკრთალდება (ეს დროებითია) ქერცლის აძრობა არ შეიძლება. იგი თავისით უნდა მოძვრეს.
როდესაც ტატუ შეწყვეტს ქავილს და აქერცვლას შეხების დროს კი ჯანსაღი კანისნაირი ერთგვაროვანი გახდება, შეიძლება ვისაუბროთ წარმატებულ შეხორცებაზე.
პროფილაქტიკა
იმისთვის რომ ტატუს გაკეთების შემდეგ თავიდან ავიცილოთ ძლიერი ანთება აუცილებელია გვახსოვდეს წესები:
- ოსტატის რეკომენდაციების დაცვა.
- დაზიანებული კანის ყოველდღიური დამუშვება შემახორცებელი კრემით.
- ტატუს ზონის ფრთხილი მობყრობა. არ შეიძლება კანის ფხანა ან ზელვა.
- აუცილებელია შეუხორცებელი ტატუს სისუფთავე, მისი მზისგან დაცვა.
ასევე მნიშვნელოვანია სწორი კვება, რათა ორგანიზმმა მიიღოს აუცილებელი ვიტამინები და მინერალები. ეს დადებითად აისახება რეგენერაციის პროცესზე.
მომზადებულია შემდეგის საფუძველზე:
ნ.ა.კუზნეცოვ, გ.ვ.როდმან, ვ.პ.ტუმანოვ, - ჭრილობების მკურნალობა.-სასწავლო-მეთოდური სახელმძღვანელო-М - РГМУ - 2004 - 42с.
Ebner F., Heller A, Rippke F, Tausch I. Topical use of dexpanthenol in skin disorders. Am J Clin Dermatol. 2002;3(6):427-33. Serup J. Individual Risk and Prevention of Complications: Doctors' Advice to Persons Wishing a New Tattoo. Curr Probl Dermatol. 2017;52:18-29.
Proksch E., de Bony R., Trapp S., Boudon S. Topical use of dexpanthenol: a 70th anniversary article. J Dermatolog Treat. 2017 May 14:1-8.
CH -20230512-102