დამწვრობები: დამუშავება და მკურნალობ
შინაარსი:
- დამწვრობების კლასიფიკაცია
- სიმძიმის ხარისხები
- პირველი დახმარება დამწვრობისას
- რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული დამწვრობის შემთხვევაში
- რომელ ექიმს უნდა მიმართოთ დამწვრობის მიღებისას
- დამწვრობის მკურნალობა
- ბეპანთენი პლუსი კანის დამწვრობის შეხორცებისთვის
ყველას, ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ, მიუღია დამწვრობა1: ხელი მოუკიდია გავარვარებული ტაფისთვის, დამწვარა პლაჟზე, შეხებია საშიშ მცენარეს ან მედუზას და ა.შ. როგორც წესი, ასეთი საყოფაცხოვრებო ტრავმები გაუფრთხილებლობის, უცოდინრობის ან უყურადღებობის შედეგია. მსუბუქ დაზიანებებთან დამოუკიდებლად შეიძლება გამკლავება, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში ექიმის გარეშე ვერაფერი გამოვა. ამ სტატიაში მოგითხრობთ იმის შესახებ, როგორი შეიძლება იყოს დამწვრობა, როგორ მივხვდეთ, სასწრაფოდ უნდა მივმართოთ ექიმს თუ საკმარისია გამოვიყენოთ საიმედო საშუალება ოჯახის აფთიაქიდან, აგრეთვე დამწვრობის შემდეგ კანის სწორ მკურნალობასა და მოვლაზე.
დამწვრობების კლასიფიკაცია
დაწვრობა-ეს კანის დაზიანებაა, რომელიც ჩნდება გავარვარებულ ნივთებსა და სითხეებთან, ცხელ ორთქლთან, ქიმიურ ნივთიერებებთან, ელექტროობასთან კონტაქტის, ასევე სხვა მიზეზების გამო. იმაზე, ზედაპირულია დამწვრობა თუ ღრმა, და რა გახდა ტრავმის მიზეზი, დამოკიდებულია პირველი დახმარების აღმოჩენისა და შემდგომი მკურნალობის სქემა.
ამიტომ საჭიროა წარმოდგენის ქონა დამწვრობის სახეობებზე.
წარმოშობის მიზეზების გათვალისწინებით გამოყოფენ დამწვრობის შემდეგ სახეებს2:
- თერმული-მას ადამიანი იღებს მაღალი ტემპერატურის მოქმედების გამო. ასეთი სიტუაციები ხშირად ხდება ყოფით პირობებში-მაგალითად ცეცხლთან, ცხელ სითხესთან, გავარვარებულ ნივთთან ან ორთქლთან კონტაქტის შედეგად. მათ მიერ გამოწვეული დაზიანებები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი და ზედაპირული, ასევე ძალიან მძიმეც, რაც საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
- ქიმიური-ჩნდება სხვადასხვა ნივთიერებების გამო. სახლის პირობებში ამ სახის დამწვრობა ჩვეულებრივ პროვოცირებულია მჟავის ან ტუტის შემცველ შემადგენლობებთან. ეს შეიძლება იყოს „ქიმია“ დალაგების ან ავტომობილის მომსახურებისთვის, სარეცხი საშუალებები ან ძმარმჟავა, რომელიც საჭმლის მომზადებისას გამოიყენება.
- ელექტროობით-წარმოიშობა კანზე, რბილ ქსოვილებსა და ორგანოებზე დენის ზემოქმედებით საყოფაცხოვრებო მოწყობილობებთან არასწორი მოპყრობისას ან თუ მოხდა ტექნიკის მოკლე ჩართვა, სადენებზე ან მოშიშვლებულ კონტაქტებზე შეხებისას. ამ ტიპის მსუბუქ დამწვრობას თან ახლავს კანის ზედაპირული ფენის მცირე დაზიანებები. მაგრამ უფრო სერიოზულმა შემთხვევებმა შესაძლოა უფრო ფართო და ღრმა ტრავმები გამოიწვიოს, რომლებიც შინაგარ ორგანოებს ეხება და მათ მუშაობას არღვევს.
- სხივური-ყველაზე ხშირად წარმოიქმნება ულტრაიისფერი სხივების ხანგრძლივი და ინტენსიური ზემოქმედებით. მაგალითად, აგარაკზე მწველი მზის სხივების ქვეშ მუშაობა ან შეზლონგზე დასვენება იმ საათებში, როდესაც უი-ინდექსი მაღალია, შესაძლოა გახდეს მზით დამწვრობის მიზეზი. თუმცა, ასეთი დამწვრობები, ჩვეულებრივ, ზედაპირულია და შედარებით იოლად ექვემდებარება მკურნალობას. სხვა, სხივური დამწვრობის ბევრად უფრო საშიში წყაროა რადიაციული დაზიანება მაიონიზირებელი გამოსხივებით.
- კომბინირებული-ყალიბდება რამდენიმე დამაზიანებელი ფაქტორის ზემოქმედებისას.
დამწვრობები განსხვავდება დაზიანებების განლაგებითაც:
- კანზე;
- ლორწოვანზე;
- სასუნთქ გზებში;
- შინაგან ორგანოებში.
სიმძიმის ხარისხები
დამწვრობის ხარისხი პირდაპირ დამოკიდებულია დაზიანების სიღრმესთან. განასხვავებენ 4 ხარისხს3, და ყოველი მათგანისთვის დამახასიათებელია გარკვეული სიმპტომები.
I ხარისხი
დამწვრობა ეხება კანის ზედაპირულ ფენებს. დაზიანებას თან ახლავს სიწითლე, მცირე შეშუპება, ძლიერი ან ზომიერი ტკივილი, ადგილობრივი ტემპერატურის მომატება. შესაძლოა ასევე გაჩნდეს დისკომფორტი მოძრაობისას. მაგალითად, თუ დაზიანდა ხელი ან თითები, ტკივილი ძლიერდება მათი განძრევის მცდელობისას ან მოშიშვლებულ უბანზე შეხებისას. პირველი ხარისხის დამწვრობა უბრალო მკურნალობისას ქრება უკვალოდ 2-3 დღეში დიდებში და 3-5 დღეში ბავშვებში.
II ხარისხი
ზიანდება კანის უფრო ღრმა ფენები, ჩნდება სითხით სავსე ბუშტუკები. მათ გარშემო წარმოიშობა ანთება, ბუშტუკის მოცილებისას მის ადგილზე შეიძლება გაჩნდეს სხვადასხვა ფართობის სველი ჭრილობები. II ხარისხის დაზიანებას თან ახლავს შეშუპება და სიწითლე. ამგვარი დამწვრობისას ადამიანი განიცდის მწველ ტკივილს, გარკვეული დრიოთ შეიძლება გამიწვიოს ხელშეშლა ძილსა და ცხოვრების ჩვეულ წესში. შეხორცებისას ბუშტუკის გარსი ცილდება და ჭრილობის ადგილზე ყალიბდება ქერქი.
ხარისხი III ა
კანი დაზიანებულია ძალიან ღრმად, დამწვრობის ადგილზე ჩნდება ე.წ. სტრუპი-მტკიცე მონაცრისფრო-მოყავისფრო ქერქი. მის ჩამოყალიბებამდე მტკივნეული შეგრძნებები მწვავეა, ვინაიდან დაზიანებები ეხება კანის ფენებს ნერვული დაბოლოებებით. მგრძნობელობა დაქვეითებულია, რეგენერაცია მიმდინარეობს ძალიან ნელა, ხშირად საჭირო ხდება კანის გადანერგვა. მატულობს დამწვრობითი დაავადების განვითარების რისკი.
ხარისხი III ბ
შეუქცევადი დაზიანებები მოიცავს არა მხოლოდ კანს, არამედ კანქვეშა უჯრედისს.
IV ხარისხი
უკიდურესად მძიმე დამწვრობა კანის და ქვემდებარე ქსოვილების დანახშირებით, ზიანდება კუნთები და ძვლები.
დამწვრობის ხარისხი არ შეიძლება იყოს ერთადერთი ორიენტირი პირველი დახმარების აღმოჩენისა და შემდგომი ქმედებების დაგეგმვისას. მაგალითად, მსუბუქი და ერთი შეხედვით I ხარისხის დაზიანებისას, დაზიანების დიდი ფართობის არსებობისას, შეიძლება განვითარდეს დამწვრობითი დაავადება, რომლის დამოუკიდებლად მართვა არ შეიძლება. ეს მდგომარეობა ხასიათდება შინაგანი ორგანოების და ორგანიზმის ყველა სისტემის ცხოველმოქმედებას. ძლიერი და ფართო დამწვრობისას მკურნალობა და მოვლა უნდა განხორციელდეს ხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.
პირველი დახმარება დამწვრობისას
განვიხილოთ პირველი დახმარების წესები მსუბუქი საყოფაცხოვრებო დამწვრობისას.
I ხარისხის მცირე ფართობის თერმული დამწვრობა - თითის, მაჯის და ა.შ. დამწვრობა
- დაუყოვნებლივ ვწყვეტთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას;
- მდუღარეთი, ორთქლით ან ცხელი ნივთით დამწვრობისას კანის დაზიანებულ მონაკვეთს ვიბანთ გრილი ანადუღარი წყლით, რათა შემცირდეს ტკივილი;
- ვისვამთ კომბინირებულ საშუალებას (მადეზინფექცირებელი და ჭრილობის მომშუშებელი).
II ხარისხის თერმული დამწვრობა
- ვწყვეტთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას;
- ვისვამთ კომბინირებულ საშუალებას (მადეზინფექცირებელი და ჭრილობის მომშუშებელი);
- ვიდებთ სტერილურ საფენს. ის უნდა შეიცვალოს ყოველდღიურად, რათა გამოირიცხოს დაინფიცირება.
კანის დამწვრობა ძმრის ესენციით
- ვიბანთ ჭრილობას სუფთა გამდინარე წყლით;
- ძმრის ესენციის გასანეიტრალებლად ვისვამთ სოდის ხსნარს, საპონს ან ნაცარს. ყველა მათგანი არის ტუტე, ანტიდოტი მჟავასთვის;
- ვიყენებთ საშუალებას შეხორცებისა და ტკივილგამაყუჩებლის ეფექტით ღია წესით ან სტერილური საფენის ქვეშ.
თუ ძმრით დამწვრობა შეეხო თვალებს, ვიძახებთ სასწრაფოს; „ნეიტრალიზატორების“ დამოუკიდებლად გამოყენება ამ შემთხვევაში არ შეიძლება.
იოდით დამწვრობა
- ვიბანთ კანის მონაკვეთს, სადაც მოხვდა იოდი, გამდინარე გრილი წყლით;
- „ნეიტრალიზატორის“ სახით ვიყენებთ კბილის პასტას, დაქუცმაცებულ ცარცს, კბილის ფხვნილს, შაქარს ან საპნის ხსნარს;
- აუცილებლობის შემთხვევაში ვისვამთ მომშუშებელ პრეპარატებს.
იოდით დამწვრობის მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს სახლის პირობებში, რამდენადაც დაზიანება ყველაზე ხშირად მიეკუთნება პირველ ხარისხს. მაგრამ თუ გამოვლინდა ალერგიის ნიშნები ან დაზიანება გავრცელდა დიდ ფართობზე, უნდა მივმართოთ ექიმს.
მსუბუქი დამწვრობა დენით (I ხარისხის)
- ვწყვეტთ ელექტროობის ზემოქმედებას. ადამიანი, რომელიც დახმარებას უწევს დაზარალებულს, აუცილებლად უსაფრთხოდ უნდა იყოს.
- ვამუშავებთ კანს ანტისეპტიკით.
- ვისვამთ ჭრილობის მოშაშუშებელ კრემს.
მაშინაც კი, თუ დამწვრობამ გამოიწვია პატარა კვალი კანზე, აუცილებლად უნდა აჩვენოთ ექიმს. თუ დაზიანება მოხდა მაღალი ძაბვის დენის გამო, და დაზიანებები ფართო და ღრმაა, აუცილებელია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახება.
დამწვრობა ჰოგვედით(ბორშჩევიკით)5
- ადგილს, სადაც მოხვდა მცენარის წვენი, ვისველებთ ნაჭრით, არ ვსვრით წვენით კანს;
- დაზიანებულ უბანს ვფარავთ მზისაგან, შეძლებისდაგვარად მივემერთებით დახურულ შენობაში;
- ვიბანთ საპნისა და სოდის ხსნარით;
- ვამუშავებთ ანტისეპტიკით;
- ვისვამთ ჭრილობის მომშუშებელ საშუალებას.
შემდგომში ჰოგვედით დამწვრობამ შესაძლოა მოითხოვოს მკურნალობა სპეციალური საშუალებებით და ალერგოლოგის დაკვირვება.
მედუზის დამწვრობა6
- დაუყოვნებლივ ამოვდივართ წყლიდან;
- თუ მედუზა ან მისი ფრაგმენტები დარჩა ტანზე, ვიცილებთ მათ კანიდან, ვიცავთ რა ხელებს ხელთათმანით ან პირსახოცით;
- ვიბანთ დამწვრობის ადგილს ანტისეპტიკური საშუალებით; შეიძლება გამოვიყენოთ სპირტის შემცველი ხსნარები;
- შეძლებისდაგვარად ვაკეთებთ სველ საფენს სოდის ხსნარში დასველებული ბამბის ტამპონით;
- თუ გაჩნდა ბებერები, ვიფენთსუფთა ცველ საფენს და მივდივართ სამედიცინო დაწესებულებაში.
მედუზის დამწვრობის საცხი უნდა დანიშნოს მხოლოდ ექიმმა. მაშინაც კი, თ უ დაზიანება მსუბუქია, შესაძლოა საჭირო გახდეს დამწვრობის სპეციალური მკურნალობა, რათა არ მოხდეს გართულება.
თუ ნებისმიერი სახის დამწვრობა შეეხო კანის დიდ ფართობს, ლორწოვანს, თვალებს და სასუნთქ გზებს, აგრეთვე თუ ტრავმა მძიმეა ან დაზარალდა ბავშვი, საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
რისი გაკეთება არ არის რეკომენდებული დამწვრობის შემთხვევაში
- ბუშტუკებიანი დამწვრობის მკურნალობისას, მაგალითად თითზე ან მაჯაზე, არ არის სასურველი ბუშტუკის გახეთქვა სახლის პირობებში-უმჯობესია მიმართოთ ექიმს, რათა გაკეთდეს ნაჩხვლეტი და მოცილდეს გარსი. მის ქვეშ შესაძლოა გაიხსნას სველი ჭრილობა, რომელშიც იოლად ხვდება ბაქტერიები, რომლებიც იწვევს ანთებას და სხვა გართულებებს.
- არ ღირს დაზიანებულ კანზე შეხება ბინძური ხელებით, მაშინაც კი, თუ დამწვრობა მიეკუთნება I ხარისხს. ჭრილობის მომშუშებელი საშუალების დატანის წინ ან საფენის შეცვლისას საჭიროა ხელების დაბანა და ანტისეპტიკით დამუშავება.
- არ ღირს დაზიანების ადგილზე ყინულის, ცივი მეტალის დადება ან ყინულიანი წყლის გამოყენება, რათა არ გამოიწვიოთ დაზიანებული უბნის დამატებით მოყინვა. ამგვარმა ქმედებებმა შეიძლება მოგცეთ დროებითი და მოკლე დროით შემსუბუქება, მაგრამ შემდეგ ტკივილი მხოლოდ გაძლიერდება. დისკომფორტის მოსახსნელად შეიძლება დამწვარი კანის დაბანა სუფთა გრილი, მაგრამ არა ძალიან ცივი წყლით.
- არ შეიძლება პირველი დახმარების აღმოჩენა, თუ არ იზრუნებთ საკუთარ უსაფრთხოებაზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს წესი იმ შემთხვევაში, თუ დახმარება ესაჭიროება ადამიანს ელექტროობით ან ქიმიური დამწვრობისას.
- გავრცელებული „ხალხური“ ტრადიციის მიუხედავად, არ ღირს დაზიანებული ადგილიზე ზეთის ან ცხიმშემცველი პრეპარატების წასმა-მათ შეიძლება გაზარდონ დაზიანების ხარისხი იმის გამო, რომ ქმნიან „აპკს“ დაზიანებულ უბანზე.
- ანტისეპტიკური დამუშავებისთვის არ არის რეკომენდებული სპირტის შემცველი ნივთიერებების გამოყენება-მათ შეუძლია გამოიწვიოს დამატებითი დამწვრობა, გააძლიეროს ტკივილი, გამოაშროს ისედაც დაზიანებული კანი, გააუარესოს რეგენერაცია.
რომელ ექიმს უნდა მიმართოთ დამწვრობის მიღებისას
კანის მსუბუქი I ხარისხის დამწვრობისას შეიძლება მიმართოთ პოლიკლინიკის თერაპევტს. თუ დაზიანება მიეკუთნება II ხარისხს, დახმარების აღმოჩენა შეუძლია ქირურგს და ტრავმპუნქტის ექიმს. ექიმები, რომლებიც მკურნალობენ III–IV ხარისხის დამწვრობას კომბუსტიოლოგები არიან. მათ მიმართავენ „მძიმედ“ დაზარალებულები, პაციენტები დამწვრობის დაავადებით და სხვა გართულებებით. კობუსტიოლოგის მოძიება რაიონულ პოლიკლიკაში ძალიან რთულია, როგორც წესი, ამ პროფილის ექიმები მუშაობენ მსხვილ ან სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში.
დამწვრობის მკურნალობა
საყოფაცხოვრებო დამწვრობის ზოგადი მკურნალობა მიმართულია შემდეგისკენ:
- დაცვა დაინფიცირებისაგან;
- ნორმალური რეგენერაცის ხელშეწყობა;
- დისკომფორტის აღმოფხვრა.
- მსუბუქი დამწვრობის (I ხარისხის) ადგილობრივი მკურნალობის ჩატარება შეიძლება სახლში, გარეგანი მოხმარების კარგი არარეცეპტული პრეპარატების გამოყენებით.
II ხარისხის თერმული დამწვრობის მკურნალობისას, როდესაც ჩნდება ბებერები, გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
- ღია
ღია მეთოდისას, სუფთა ჰაერის მუდმივი დინების წყალობით, დამწვარი კანი შრება ბუნებრივად და იოლად შუშდება. ამ მეთოდის მინუსია ინფიცირების უფრო მაღალი რისკი. გარდა ამისა, შეხებამ, ხახუნმა და ნებისმიერმა სხვა მექანიკურმა ზემოქმედებამ დაზიანებულ უბანზე შეიძლება შეანელოს აღდგენა და გამოიწვიოს დისკომფორტი. - დახურული
დახურული მეთოდისას დამწვარ ადგილზე, მაგალითად ბებერების მკურნალობისას, იფენენ ტენის შემწოვ სტერილურ საფენს მომშუშებელი საშუალებით. ის იწოვს ჭრილობიდან გამოყოფილ სითხეს, იცავს მეორადი ტრავმირებისა და ინფექციისაგან. აუცილებელია საფენის რეგულარულად შეცვლა. დამწვრობის მკურნალობის დახურულ მეთოდს ხშირად იყენებენ იმ შემთხვევაში, თუ დაზიანდა კანი სხეულის მოძრავ ან იმ ნაწილზე, რომელიც შეხებაშია ტანსაცმელთან. დახურული მეთოდის ნაკლი-შესაძლო ტკივილი გადახვევისას და მასალის შედარებით მეტი ხარჯი7. - შერეული
ღია და დახურული მეთოდების გამოყენება შეიძლება ერთდროულად, მორიგეობით მკურნალობის მთელი პერიოდის განმავლობაში. ღია ხერხს ირჩევენ, როცა დაზარალებულს შეუძლია მოსვენებულ მდგომარეობაში ყოფნა, ხოლო დამწვრობაზე არ იქნება მექანიკური ზემოქმედება (შეხება, ტანსაცმელთან ხახუნი, გაჭიმვა). საფენის დადება კი იძლევა ჭრილობის დაინფიცირებისა და ზედმეტი გაღიზიანებისგან დაცვის შესაძლებლობას, მაგალითად, თუ ადამიანს სჭირდება აქტიური მოძრაობა.
დამწვრობისას ანთების სამკურნალოდ, რომელიც შეიძლება წარმოიშვას როგორც გართულება, ზოგკერ ნიშნავენ ანტიბაქტერიულ პრეპარატებს და კანის დამწვარი უბნის დამატებით დამუშავებას. შეხორცების ეტაპზე უნდა შემცირდეს მექანიკური ზემოქმედება დაზიანებულ უბანზე-ასე აღდგენას ნაკლები დრო დასჭირდება, ხოლო ჭრილობა შეხორცდება კვალის გარეშე. ამ პერიოდში სასურველია სპეციალური საშუალებების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს რეგენერაციას და ახდენს ანტისეპტიკურ მოქმედებას, მაგალითად, კრემი „ბეპანთენ პლუს“-ი.
"ბეპანთენი პლუსი" კანის დამწვრობის შეხორცებისთვის
საყოფაცხოვრებო დამწვრობის მკურნალობა შესაძლებელია სახლში, ჭრილობის სხვადასხვა შესახორცებელი საშალებებით. მათ მიეკუთნება კრემი "ბეპანთენი პლუსი", რომელიც განკუთვნილია კანის მცირე დაზიანებებისთვის8. მის შემადგენლობაში არსებული ქლორგექსიდინი კლავს ბაქტერიებს და ხელს უშლის ინფიცირებას, ამის წყალობით, მცირდება ანთებისა და გართულებების რისკი. პროვიტამინი В5, რომელსაც ასევე შეიცავს კრემი, ხელს უწყობს კანის ბუნებრივ აღდგენას.
გარდა ამისა, "ბეპანთენ პლუს"-ს არანაკლებ მნიშვნელოვანი თავისებურებაა გამაგრილებელი მოქმედება, რისი წყალობითაც ტკივილი ყუჩდება და ადამიანი თავს კარგად გრძნობს. ამის წყალობით, კრემი "ბეპანთენი პლუსი" ბავშვის ან მოზარდის დედისთვის შეუცვლელი დამხმარე გახდება.
მსუბუქი სტრუქტურის კრემი ადვილად იწოვება, არ სვრის ხელებს და ტანსაცმელს. ის გამოდგება საფენის ქვეშ ან ღია წესით წასასმელად. ამგვარი საშუალება შეუცვლელია სახლის, საგზაო ან საბავშვო აფთიაქისთვის, როგორც კანის აღსადგენად, დაცვისა და სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის მსუბუქი საყოფაცხოვრებო დამწვრობისას „ბეპანთენ პლუს“-ის გამოყენება შეუძლიათ დიდებსაც და ბავშვებსაც.
დასკვნა
აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ცხოვრებაში ყველა ხშირად გვხვდება მსუბუქი დამწვრობები, რომელთა ძირითადი მიზეზი-არააკურატულობა და უსაფრთხოების წესების დაუცველობაა საკვების მზადებისას, დალაგებისას გამწმენდი საშუალებებით და საყოფაცხოვრებო მოწყობილობების ექსპლუატაციისას. სწორედ ამიტომ ასეთი ტრავმების პროფილაქტიკის საუკეთესი საშუალებაა სიფრთხილე და ყურადღება.
1. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs365/ka/
2. «დამწვრობა და მოყინვა», ი.ვ.მიხინი, იუ.ვ.კუხტენკო, ვოლგოგრადის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვოლგოგრადი, 2012
3. «დამწვრობა და მოყინვა», ი.ვ.მიხინი, იუ.ვ.კუხტენკო, ვოლგოგრადის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ვოლგოგრადი, 2012
4. დამწვრობები. პირველი დახმარების მეთოდიკა. https://med.wikireading.ru/9794
5. Nielsen, C., H.P. Ravn, W. Nentwig and M. Wade (eds.), 2005 The Giant Hogweed Best Practice Manual. Guidelines for the management and control of an invasive weed in Europe. Forest & Landscape Denmark, Hoersholm, 44 pp.
6. პირველი დახმარებისა დ რეანიმაციის საერთაშორისო სახელმძღვანელო. წითელი კვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების საერთაშორისო ფედერაცია, ჟენევა, 2016 г. – с.107-109.
7. «ზოგადი ქირურგია», სერგეი ვიქტორის ძე პეტროვი, СПб, გამომცემლობა «ლანი», 1999.
8. შეიძლება გამოყენებულ იქნას ჭრილობის შეხორცების ადრეულ სტადიებზე“. ჭრილობების მკურნალობა: სასწავლო-მეთოდიკური სახელმძღვანელო: М., 2004.
CH -20230512-102