ახალშობილის კანის მოვლა
დასათაურება:
- ახალშობილის კანის აგებულების თავისებურებები
- პატარას კანის მოვლის წესები
- ჩვილის ბანაობა
- სხეულის სწორი მოვლა
- პატარას კანის მოვლის საშუალებები
- ბავშვების კანის პრობლემის გავრცელება
ახალშობილის კანი ძალზე ნაზია, ჩამოუყალიბებელი საფარის სტრუქტურა. დაბადების შემდეგ ბავშვი იწყებს გარემოს სხვადასხვა პირობებთან კონტაქტირებას. აუცილებელია მისი ნაზი კანის ფრთხილი მოვლის უზრუნველყოფა, რათა ავირიდოთ გამოყელვა, სიმშრალე და გაღიზიანება ან დავეხმაროთ მათთან გამკლავებაში.
ახალშობილთა კანის აგებულების თავისებურებები
ისევე, როგორც ჩვილის ორგანიზმის ყველა ორგანო და სისტემა, ახალშობილის კანის საფარი ჯერ კიდევ არაა მოწიფებული და მგრძნობიარეა ნებისმიერი გამაღიზიანებლისადმი1.
ბავშვის კანის თავისებურებები:
-
ზედა ფენის ფაშარი აგებულება. კანის გარე ფენის უჯრედები არამკვრივია და ადვილად შრევდება. ქვედა ფენა (ბაზალური მემბრანა) სუსტადაა განვითარებული, შედგება უჯრედისისგან მჭიდრო ბოჭკოების მცირე რაოდენობით. ამიტომ კანი ადვილად იღებს ტრავმას და უფრო სუსტ წინააღმდეგობას უწევს ინფექციებს.
-
ჩვილის კანის კარგი სისხლის მოძრაობა საშუალებას აძლევს მას „ისუნთქოს“, მაგრამ ხელს უწყობს ინფექციების სწრაფ შეღწევას სისხლში.
-
ჩვილის ცხიმოვანი ჯირკვლები დედის რძის ჰორმონების მოქმედების ქვეშ პირველ დღეებში გამოიმუშავებს კანის ცხიმის ზედმეტ რაოდენობას. შემდეგ სეკრეცია ნორმაში მოდის და კვლავ აღდგება უკვე სქესობრივი სიმწიფის პწრიოდში.
-
კანის განუვითარებელი საოფლე ჯირკვლები, რად ადვილად იწვევს ახალშობილის გადახურებას.
-
ჩვილის კანი აგროვებს სითხეს, რომელიც აღწევს თხელ, ჩამოუყალიბებელ ფენაში და ჩერდება ეპიდრმისში. ზოგი ნივთიერება (მაგალითად, შარდოვანა) ასევე კარგად აღწევს კანის ბარიერის მიღმა და ადვილად იწვევს გაღიზიანებას და ალერგიას1.
ახალშობილის კანის უმწიფრობა, მისი მაღალი მგრძნობიარობა და შეღწევადობა განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვს - ფრთხილად და გულმოდგინედ.
ჩვილის კანის მოვლის წესები
- არ დავუშვათ ბავშვის ხანგრძლივი კონტაქტი შარდთან და განავალთან: ეს იწვევს გაღიზიანებას და გამოყელვას2;
- სამოსი უნდა იყოს რბილი, უმჯობესია ბუნებრივი მასალის და ნაკერების გარეშე3;
- მოვარიდოთ პირდაპირ მზის სხივებს: სითბოს გაცვლის ჩამოუყალიბებელი პროცესის გამო ჩვილი შეიძლება გადახურდეს3;
- არ გამოვიყენოთ ყოველდღიური მოვლის საშუალებები, რომლებსაც ბავშვში კანის სიმშრალის ან დერმატიტის პროვოცირება შეუძლია; საბავშვო კოსმეტიკა შეძლებისდაგვარად არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს1;
- ფაერის აბაზანების მიღება: მივცეთ ბავშვის კანს „სუნთქვის“ საშუალება, არ ჩავაცვათ საფენი ჰიგიენური პროცედურის დამთავრებისთანავე1;
- ძუძუთი კვება ასევე ეხმარება კანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და ბავშვის საერთო იმუნიტეტის განვითარებას1.
ამ მარტივი ზომების დაცვა გვეხმარება ჩვილის კანის ჯანმრთელობისთვის ოპტიმალური პირობების შექმნაში.
ჩვილის ბანაობა4
ბავშვის დაბანა საჭიროა აუცილებლობის მიხედვით. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის სახის თითოეულ ნაწილს. დილის მოვლა მოიცავს შემდეგ პროცედურებს:
- ქუთუთოების, წარბების, თვალის შიდა კუთხეების (თითოეული თვალისთვის ცალკეული ტამპონი) გაწმენდა ბამბის ტამპონით;
- ჩვილის კანის დამუშავება ყურის ნიჟარის მიდამოებში, ვინაიდან მასზე კვებისას შეიძლება მოხვდეს ნარევი ან დედის რძე: სუფთა ნოტიო ტამპონით აკურატულად გაუწმინდეთ ყურები მათ უკან არეში.
აუცილებლობის მიხედვით საჭიროა ცხვირის გაწმენდა. დაასველეთ სტერილური ბამბის ჩხირი ფიზიოლოგიურ ხსნარში და ფრთხილად, რათა არ დააზიანოთ ლორწოვანი გარსი, რბილიბრუნვითი მოძრაობებით მოაცილეთ მშრალი ქერქი. ყველა მოძრაობა უნდა იყოს ნელი და აკურატული: ჩვილის კანი ძალზე ნაზია და ადვილად იღებს ტრავმას.
სხეულის სწორი მოვლა5
აბანავეთ პატარა ღამის ძილის წინ, საღამოს კვების შემდეგ-ეს ასტიმულირებს ბავშვის სწორი დღის რეჟიმის ჩამოყალიბებას.
მოამზადეთ საბანაო წყალი (ოპტიმალური ტემპერატულა 37-38 გრადუსი, გამოიყენეთ გასაზომად სპეციალური თერმომეტრი). ფრთხილად ჩააწვინეთ ბავშვი აბაზანაში, ზურგის, თავის და დუნდულოების დაჭერით. პირველ რიგში დაბანეთ სახე და თავი, შემდეგ ტანის დანარჩენი ნაწილები. ბანაობის შემდეგ უნდა გადაავლოთ სუფთა წყალი. ბანაობის შემდეგ ტენის ნარჩენები ნაზად უნდა შეამშრალოთ თბილი პირსახოცით: გახსოვდეთ რომ ჩვილის კანი ძალზე ნაზია, ამიტომ არ შეიძლება პირსახოცის გასმა. ახლა ბავშვს შეიძლება ჩააცვათ წინასწარ მომზადებული სუფთა სამოსი. მთელი პროცედურა 15-20 წუთს იკავებს-პატარას მოქცევის მიხედვით.
ბანაობისას შეიძლება არ გამოიყენოთ სპეციალური საშუალებები. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ მჟავური საპონი და ძალზე ხისტი წყალი დერმატიტის პროვოცირებას ახდენენ.
ჩვილის კანის მოვლის საშუალებები6
მოვლის საბავშვო საშუალებებს განსაკუთრებული მოთხოვნები წარედგინება:
- საბავშვო ლოსიონი კანის ფრთხილი გაწმენდისთვის არ უნდა შეიცავდეს ხელოვნურ სურნელებას და სპირტს;
- საბავშვო კრემს და ზეთს დამარბილებელი და დამცავი თვისებები გააჩნია, ამაღლებს ელასტიურობას და სიმკვრივეს, მათი გამოყენება შეიძლება კანის მოვლისას დერმატიტის შემდეგ;
- საბავშვო საპონი არ უნდა შეიცავდეს მჟავურ კომპონენტებს;
- არ ღირს საბავშვო შამპუნის გამოყენება წლამდე უფრო ხშირად, ვიდრე 1-2-ჯერ კვირაში5.
თუ ახალშობილს მშრალი კანი აქვს, ბანაობისთვის შეიძლება სპეციალური საშუალებების გამოყენება. მთელი კოსმეტიკა უნდა შეირჩეს მკაცრად ინდივიდუალურად. კრემის, ლოსიონის და სხვა საშუალების გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ ბავშვს არ აქვს ალერგია მასზე.
ჩვილის მშრალი კანისა და დერმატიტის პროფილაქტიკა7
ახალშობილის კანი ადვილად ღიზიანდება. უფრო ხშირად შემდეგი პრობლემები გვხვდება:
დერმატიტი. ყველაზე ხშირად შეხვევის და საფენის ტარების ადგილებში ვითარდება. წარმოადგენს კანის შეწითლებას ან შესიებას დუნდულოების, გარე სასქესო ორგანოების, ბუნებრივი ნაკეცების მიდამოებში. არასასიამოვნო შედეგი შეიძლება იყოს ინფექციის შეერთება, რაც ჩირქოვანი დაავადებების განვითარებას იწვევს. ბავშვი მტირალა, ჭირვეული ხდება, ცუდად ჭამს და ძინავს.
დერმატიტის განვითარების ერთ-ერთი მიზეზია ჩვილის გადაყვანა ბუნებრივი კვებიდან შერეულ ან ხელოვნურ კვებაზე. ეს იწვევს ცვლილებებს განავლის თვისებებში, მასში ალერგიული ფერმენტების შემცველობის ზრდას. ბავშვის დიდხანდ ტოფნა სველ საფენში იწვევს იმას, რომ ბავშვის შარდის კომპონენტები იწვევს კანის გაღიზიანებას.
როგორ მოვლას მოითხოვს ახალშობილის კანი დერმატიტისას? ეცადეთ, ბავშვმა რაც შეიძლება ცოტა დრო გაატაროს დასვრილ საფენში. ხშირად ჩაბანეთ გამდინარე წყლით, ფრთხილად შეამშრალეთ პირსახოცით, ჩაუტარეთ ჰაერის აბაზანები. ზოგ შემთხვევაში საჭიროა პედიატრის ან დერმატოლოგის კონსულტაცია მკურნალობის ეფექტური საშუალების დასანიშნად, განსაკუთრებით გართულების შემთხვევაში. დერმატიტის შემდეგ კანის აღსადგენად კარგად უნდა დავიცვათ ექიმის რეკომენდაციები და ჰიგიენის რეჟიმი.
მშრალი კანი შეიმჩნევა ჩვილზე მოვლის არასწორი საბავშვო საშუალებებისას, აგრეთვე გარემო პირობების ზემოქმედებით - მზეზე უზომოდ დიდხანს ყოფნა, ქარის ზემოქმედება. მაგრამ ზედმეტი სიმშრალე შეიძლება საგანგაშო ნიშანიც იყოს: ეს მეტყველებს გაუწყლოვნებაზე, სითხის არასაკმარისად მოხმარებაზე, ზოგ შემთხვევაში - არასწორ კვებაზე ან ენდოკრინული სისტემის დაავადებების განვითარებაზე. ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ პედიატრი8.
თუ ჩვილის კანის სიმშრალეს იწვევს მხოლოდ გარე ფაქტორები, ყურადღება მიაქციეთ სწორად მოვლას. შეცვალეთ გარემო ბანაობისას (ან უარი თქვით მასზე და დააკვირდით კანის მდგომარეობას). პედიატრთან ერთად შეარჩიეთ ხარისხიანი დამატენიანებელი კრემი, ზეთი ან მალამო სპეციალურად ჩვილის კანის მოვლისთვის.
1. ი.ა.გორლანოვ, ლ.მ.ლეინა, ი.რ.მილავსკაია. ახალშობილთა კანი: პათოლოგიური მდგომარეობის დიფერენციული დიაგნოსტიკა, მოვლის თავისებურებები // სამედიცინო რჩევა. 2013.N2-3.
2. რ. ადამ. ბავშვის კანის ჰიგიენური მოვლა // ვსპ. 2010. N5, გვ. 91-93.
3. ნ.ლ.რიბკინა. თანამედროვე მიდგომები ახალშობილის კანის მოვლისადმი: პედიატრის ტაქტიკა // თანამედროვე კლინიკური მედიცინის მაცნე. 2014. N6, გვ. 86-87.
4. ბ.სპოკ. ბავშვი და მისი მოვლა. მ.: პოლიტექნიკა, 1991, გვ.46.
5. ახალშობილი ბავშვის კანის მოვლა. მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდური რეკომენდაციები. 2016, გვ.66.
6. ტ.იუ.შჩეგელსკაია. ბავშვის კანის მოვლის თანამედროვე საშუალებები როგორც საბაზო თერაპია ატოპიური დერმატიტისას // სარატოვის სამეცნიერო-სამედიცინო ჟურნალი. 2016. N3, გვ. 488-489.
7. ე.ს.კეშიშიან. კანის აგებულების ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებები ბავშვობის ასაკში // სამედიცინო რჩევა. 2008. N1. გვ. 57-60.
8. ტ.ვ.პროცენკო, ო.ა.პროცენკო. მშრალი კანის სინდრომი დერმატოლოგიაში: ფორმირების მექანიზმები და სამკურნალო-კოსმეტიკური მოვლა. უკრ. ჟურნ. დერმატ. ვენერ. კოსმეტ. 2009. N3. გვ. 62-65.
CH -20230512-102