ძუძუს კერტების ნახეთქები ბავშვის კვებისას
შინაარსი:
- ნახეთქების სიმპტომები
- ნახეთქების გაჩენის მიზეზები
- შესაძლო გართულებები
- კვების ტექნიკა
- მოვლა და პროფილაქტიკა
- როგორ გავთავისუფლდეთ კერტების ნახეთქებისგან?
ბავშვის ძუძუთი კვებისას ზოგიერთ ქალს კერტებზე ნახეთქები უჩნდება, რომელსაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი. ამის გამო ახალგაზრდა დედები უარს ამბობენ ბუნებრივ კვებაე, პატარა ნარევზე გადაჰყავთ, თუმცა დედის რძე ბევრად სასარგებლოა ბავშვისთვის. ის შეიცავს არა მხოლოდ მკვებავ ნივთიერებებს, არამედ დედის ანტისხეულებსაც, რომლებიც უზრუნველყოფს ინფექციებისგან დაცვას. ამასთან, ძუძუთი კვებისას იქმნება უფრო მჭიდრო კონტაქტი ბავშვსა და დედას შორის, რაც აუცილებელია მათი შემდგომი ურთიერთობისა და პატარას ფარმონიული განვითარებისთვის. პროფილაქტიკას და დროულ მკურნალობას, რომლებიც ხელს უწყობს ნახეთქების სწრაფ შეხორცებას, შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა, უზრუნველყოფს რა პატარას ძუძუთი კვებას.
ნახეთქების სიმპტომები1,2
კერტების ნახეთქები-ეს ხაზური დაზიანებებია, რომელიც ჯერტის ცენტრიდან მისი ნაპირისკენ (არეოლასკენ) მიდის. ისინი შეიძლება იყოს ერთეული ან მრავლობითი, სხვადასხვა სიღრმის, ერთ ან ორივე სარძევე ჯირკვალზე. ნახეთქებს თან ახლავს გამოკვეთილი ტკივილის შეგრძნება ძუძუთი კვებისას ან კერტზე შეხებისას. რაც უფრი ღრმაა დაზიანება, მით ძიერია ტკივილი. ზოგჯერ ნახეთქებიდან გამოიყოფა გამჭვირვალე სითხე ან ჟუჟღი. ინფექციური გართულებისას იზრდება სიწითლე, ჩნდება ჩირქოვანი გამონადენი ჭრილობიდან-ვითარდება ინფექციური ანთება.
ნახეთქების გაჩენის მიზეზები
კერტების კანი ძალიან თხელია, ძუძუთი კვებისას ის განიცდის უჩვეულ ძლიერ ზემოქმედებას: ბავშვის ღრძილები უხეშია, დაბადებიდან პირველ დღეებში კი სულ მცირე 10-ჯერ3. მაინც უწევს ქალს ბავშვის ძუძსთან მიწვენა. თანდათანობით კანი უხეშდება, მცირდება მისი დაზიანების რისკი, უსიამოვნო შეგრძნებები ქრება. ამიტომ ნახეთქების გაჩენის მხრივ ყველაზე საშიში პერიოდი ძუძუთი კვების დასაწყისია.
არსებობს რიგი ფაქტორებისა, რომლებიც ზრდის ნახეთქების გაჩენის ალბათობას4:
- კერტზე არასწორად მოჭიდებაბავშვი კერტს უნდა მოეჭიდოს მთლიანად არეოლთან ერთად. ამ შემთხვევაში დატვირთვა წოვისას თანაბრად ნაწილდება, ხოლო რძე დაბრკოლების გარეშე ხვდება პატარას პირში. თუ ბავშვი მხოლოდ კერტს ეჭიდება, ძუძუდან რძე არ გამოიყოფა, პატარა ჭყლიტავს და უფრო ძლიერად ექაჩება შეზღუდულ მინაკვეთს, რაც იწვევს კერტის კანის დაზიანებას. ამასთან, რძე რჩება მკერდში, იქმნება შეგუბება (ლაქტოსტაზი), რასაც საბოლოოდ ანთებამდე-მასტიტამდე მივყავართ.
- კერტის არასწორი ფორმა
კერტის ბრტყელი ან ჩაბრუნებული ფორმისას პატარას უჭირს მისი მოჭიდება, ეს კი ზრდის ნახეთქების გაჩენის ალბათობას. - მკერდიდან არასწორი მოცილება
ბავშვისთვის ძუძუს წართმევისას წოვის დროს, ის ინსტიქტურად უფრო ძლიერად მოუჭერს მას ღრძილებს და დააზიანებს კერტის კანს, ძუძუს გამოცლა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა პატარა თავისით გაუშვებს მას. - ხანგრძლივი წოვა
კვება არ უნდა გრძელდებოდეს 30 წუთზე დიდხანს5 – რძე მკერდში უკვე აღარ რჩება, მაგრამ ბავშვი განაგრძობს კერტის ტრავმირებას. თუ პატარას მაგრად უჭირავს კერტი, შეიძლება გვერდიდან პირში შეუცუროთ სუფთა თითი-ეს შეასუსტებს მოჭიდებას. - არასწორი გამოწველვა
კერტზე ხელით ან რძის გამომწოვით ძლიერი დაწოლა აზიანებს კანს. - შერეული კვება
თუ ბავშვი ხან ძუძუთი იკვებება, ხან კი ბოთლით, მას „მომართვები ერევა“: მაშინვე არ გამოსდის მკერიდან რძის გამოწოვისთვის აუცილებელი ძალის „გათვლა“. ამის გამო კერტის კანზე დაწოლა შეიძლება ჭარბი იყოს. გარდა ამისა, ძუძს და საწოვარას წოვის „ტექნიკა“ განსხვავდება, რის გამოს შერეული კვება ზოგჯერ კერთის არასწორ მოჭიდებას იწვევს. - ჭარბი ჰიგიენა
საპნის ხშირი გამოყენება არღვევს წყალ-ლიპიდურ შრეს, რომელიც კანს იცავს. ის მშრალი და დაზიანებისადმი უფრო მიდრეკილი ხდება. რეკომენდებულია рН-ნეიტრალური საშუალების გამოყენება და არაუმეტეს ვიდრე ორჯერ დღეში. მნიშვნელოვანია ყურადღების მიქცევა კოსმეტიკის შემადგენლობაზე: ყველა კომპონენტი პატარასთვის უსაფრთხო უნდა იყოს. კატეგორიულად აკრძალულია სპიტრის შემცველი საშუალებების გამოყენება - ისინი ძალიან აშრობენ კანს, ანადგურებენ ლიპიდურ შრეს. - ვიტამინების და მინერალების დეფიციტი ქალის ორგანიზმში
ორსულობისას ქალის ორგანიზმი უნაწილებს ნაყოფს აუცილებელ სასარგებლო ნივთიერებებს, ხოლო მშობიარობის შემდეგ ხშირად აღმოჩნდება ხოლმე მათი დეფიციტის მდგომარეობაში. ჰიპოვიტამინოზი, მიკროელემენტების უკმარისობა იწვევს კანის ელასტიურობის და დამცავი თვისებების შემცირებას. - ბავშვის პირის ლორწოვანის რძიანა
თუ ბავშვს პირში გაუჩნდა მოთეთრო ნადები, რომელიც გამოწვეულია Candida albicans სოკოებით, ე.ი. ყოველი კვებისას კერტის კანი მასთან კონტაქტშია. კანდიდოზის გავრცელება ზრდის ნახეთქების წარმოქმნის რისკს. - სინთეთიკური თეთრეულისა და სადების გამოყენება
მჭიდრო შემწოვი სადები და სინთეთიკური თეთრეული ართულებს კანის „სუნთქვას“, ხოლო ნოტიო გარემოსთან ხანგრძლივი კონტაქტი ზრდის ანთებითი პროცესების და ინფექციური გართულებების რისკს.
შესაძლო გართულებები1,2
კერტების ნახეთქები - ეს „შესასვლელი კარია“ ინფექციებისთვის. კანის დაცვისა და სათანადო მოვლის გარეშე ვითარდება გართულებები, რომლებიც ხანგრძლივ მკურნალობას და ძუძუთი კვების შეწყვეტას მოითხოვს.
კერტების ნახეთქების გართულებების მთავარი მიზეზია კანის ზედაპირზე არსებული ბაქტერიები-სტაფილოკოკები, სპეტპოკოკები. გარკვეულ პირობებში ისინი ინტენსიურ გამრავლებას იწყებენ და ანთებას იწვევენ. მათ გამრავლებას ხელს უწყობს გადახურება და მომატებული სინოტივე. ასეთი პირობები იქმნება რძის წვეთვისას. ბუსჰალტერში სადების არარეგულარული ცვლისას, სარძევე ჯირკვლის ანთებისას. მისი მახასიათებელი ნიშნებია: შეწითლება, შეშუპება, მკერდის გამკვრივება, ხშირად ახლავს სხეულის ტემპერატურის აწევა. ქალი განიცდის მწვავე ტკივილს, რომელიც მატულობს გამოწველვისას. რძეში ჩნდება სისხლისა და ჩირქის ნარევი, ამიტომ ძუძუთი კვება დაუყოვნებლივ წყდება.
კვების ტექნიკა3
იმისთვის, რომ დედას არ ჰქონდეს პრობლემა ლაქტაციასთან (რძის წარმოქმნასთან) დაკავშირებით, ხოლო ბავშვი დაბადებისთანავე განეწყოს ძუძუთი კვებისადმი, ყველა ახალშობილს აწვენენ დედის მკერდზე სიცოცხლის პირველ ნახევარ საათში მინიმუმ 30 წუთით, თუ დედას ან პატარას ხელს არ უშლის ჯანმრთელობის პრობლემა. ეს მნიშვნელოვანი მომენტია ფსიქოლოგიური კავშირის დასამყარებლად. ქალს რძე ჯერ არ აქვს, ბავშვს მხოლოდ მცირე ხსენს - სასარგებლო ნივთიერებებს კონცენტრანტს იღებს, რომელიც გამოიყოფა დედის სარძევე ჯირკვლებიდან ლაქტაციის დაწყებამდე.
შემდგომში რეკომენდებულია თავისუფალი კვების ტექნიკის გამოყენება-პატარას ძუძჲს აძლევენ არა დროის მიხედვით, არამედ მოთხოვნისამებრ. ახალშობილთან ეს ხდება 10-12-ჯერ, სიცოცხლის პირველი თვის ბოლოს - უკვე 7-8-ჯერ დღე-ღამეში. კვების ტექნიკაში მთავარია სწორი მოჭიდება, რთა კერტი და არეოლა მთლიანად ავსებდეს პატარას პირის ღრუს. ამისთვის, ბავშვის პირი ძუძუსთან მიტანისას ფართოდ გაღებული უნდა იყოს, ქვედა ტუჩი გადმობრუნებული, ხოლო ნიკაპი ეხებოდეს დედის მკერდს. თუ ბავშვი არასაკმარისად ფართოდ აღებს პირს, უნდა მოვეფეროთ ლოყაზე ან ქვედა ტუჩზე კერტით ან თითით-ამუშავდება წოვის რეფლექსი, რომელიც უზრუნველყოფს პირის გაღებას და ტუჩების დამახასიათებელ მოძრაობას.
სასურველია პატარასთვის წყლითა და გლუკოზის ხსნარით მეტად გამოკვებაზე, საწოვარასა და ბოთლზე უარის თქმა. დედის რძეში ყველაფერია, რაც აუცილებელია პატარასთვის, ხოლო მატყუარა ცვლის წოვის ტექნიკას, რასაც შეუძლია გამოიწვიოს კერტის არასწორი მოჭიდება. მნიშვნელოვანი არ დავუშვათ ნახეთქების გაჩენა და ლაქტოსტაზი-რძის შეგუბება, რაც ავ ითარებს მასტიტს. ამისთვის აუცილებელია იმაზე ზრუნვა, რომ ბავშვი სრულფასოვნად სწოვდეს ძუძუს ან სწორად მოხდეს რძის გამოწველვა.
მოვლა და პროფილაქტიკა
კერტების ნახეთქების პროფილაქტიკაში ყველაზე მთავარია სარძევე ჯირკვლების სწორი მოვლა კვების ტექნიკის დაცვასთან ერთად. მარტივი რეკომენდაციების შესრულება კერტების ნაზი კანის და ელასტიურობის და ადგილობრივი დაცვითი თვისებების შენარჩუნებას ეხმარება.
ბავშვის დაბადებამდე საჭიროა1:
- მკერდის ყოველდღიურად დაბანა თბილი წყლით. ბოლო ტრიმესტრში უმჯობესია უარუ თქვათ საპონზე, ვინაიდან კერტებიდ არეოლის ჯირკვლები გამოყოფენ ბუნებრივ საპოხს, რომელიც ანოტივებს კანს, ხოლო საპონი მას ანადგურებს.
- დაბანის შემდეგ სასარგებლოა კერტებზე მსუბუქი მასაჟის გაკეთება კოსმეტიკური ზეთით.
- კონტრასტული აბაზანები (ცხელი და ცივი წყლის მორიგეობით გამოყენება) ხელს უწყობს კერტების მიდამოს კუნთების შეკუმშვისა და მოდუნების გავარჯიშებას, რაც შემდგომში გააადვილებს ძუძუთი კვებას.
- რეკომენდებულია ყოველდღიურად კერტების დაზელვა უხეში ნაჭრით (ხაოიანი პისახოცით), რათა შემცირდეს მგრძნობელობა.
ბავშვის დაბადების შემდეგ სასურველია1,2:
- მკერდის დაბანა თბილი წყლით აუცილებლობის მიხედვით (საპნის გარეშე), შემდეგ აკურატულად შემშრალება ქაღალდის ან ტექსტილის პირსახოცით. საპნის გამოყენება სასურველია არაუმეტეს, ვიდრე 1-2-ჯერ დღეში, რათა არ გამოშრეს კანი და შემცირდეს რძესთან ერთად საპნის მოხვედრის რისკი ბავშვის ორგანიზმში.
- არ გამოიყენოთ კერტების მოსავლელად სპირტის შემცველი ხსნარები-ისინი ახდენს კანის გაუსნებოვანებას, მაგრამ, ამასთანავე ძალიან აშრობს მას და არღვევს დამცავ ლიპიდურ შრეს.
- გამოიყენეთ სპეციალური ბუნებრივი მასალის სადები ბუსჰალტერში, ჰაერგამტარი და კარგი შეწოვით. ის რეგულარულად უნდა შეიცვალოს, რათა არ მოხდეს ტენთან ხანგრძლივი კონტაქტი, რომელმაც შესაძლოა ნახეთქების გაჩენის და ანთების პროვოცირება მოახდინოს.
- გამოიყენეთ ნახეთქების საწინააღმდეგო სპეციალური კრემები და საცხები, რომლებიც არბილებს და ატენიანებს კერტების კანს, ზრდის მათ დაცვით თვისებებს. მათ დაიტანენ ბავშვის კვების შემდეგ, რათა შემდეგ კვებამდე საშუალებამ მოასწროს შეწოვა და მოქმედება. კრემის და საცხის ნარჩენები შეიძლება შენარჩუნდეს კერტებზე დაბანის შემდეგაც კი, ესე იგი, არსებობს მათი ბავშვის ორგანიზმში მოხვედრის ალბათობა. ამ მიზეზით საჭიროა უსაფრთხო და ნატურალური საშუალების შერჩევა.
როგორ გავთავისუფლდეთ კერტების ნახეთქებისგან?
ძუძუს კანის მოვლისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მალამო პროვიტამინ B5– ზე დაფუძნებული - მაგალითად, პრეპარატი ბეპანტენი. დასახელებული კომპონენტის გარდა, ნახეთქების სამკურნალო საშუალება შეიცავს ლანოლინს მაღალი კონცენტრაციით *.
კერტების კანის მოსავლელად შეიძლება პროვიტამინ В5-ის ფუძეზე დამზადებული საშუალებები, მაგალითად, ბეპანთენ საცხი, რომლის შემადგენლობაში, გარდა დასახელებული კომპონენტისა, შედის ლანოლინი მაღალი კონცენტრაციით*. პროვიტამინი В5 ასტიმულირებს კანის უჯრედების დაყოფას, უზრუნველყოფს მის განახლებას და ნახეთქების საიმედო შეხორცებას5. ლანონილი მაღალი კონცენტრაციით ხელს უწყობს პროვიტამინ В5-ის შეღწევადობას კანის ღრმა ფენებში, ხოლო მის ზედაპირზე ქმნის დამცავ ფენას, რომელიც ხელს არ უშლის ჟანგბადის მიწოდებას და არ არღვევს კანის სუნთქვას. ლანოლინი მოწონებულია აშშ საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის ზედამხედველობის სამმართველოს (Food and Drug Administration, FDA) მიერ კერტების კანის მოვლისთვის ძუძუთი კვებისას7.
უმჯობესია წინასწარ შეიძინოთ ნახეთქების სამკურნალო საშუალება და თან წაიღოთ საავადმყოფოში. კრემის გამოყენება შესაძლებელია მშობიარობამდე და აუცილებლად ძუძუთი კვების შემდეგ, რათა ძუძუს კანი იყოს დატენიანებული და ელასტიური. ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად, ბეპანთენი, შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ ბავშვისთვისაც, მაგალითად, როდესაც საფენისმიერი დერმატიტი გამონაყარი გამოჩნდება. ეს მრავალფუნქციონალური მოქმედება განპირობებულია პროდუქტის მაღალი უსაფრთხოების პროფილი. გამო, რაც საშუალებას იძლევა გამოიყენოთ იგი ყველაზე დელიკატურ კანზეც7.
ნახეთქები ძუძუს თავზე არ არის ძუძუთი კვების შეწყვეტის მიზეზი, რაც დედასა და ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა ნახეტქები რაც შეიძლება მალე მოაშუშოთ, ხოლო კვების დროს გამოიყენეთ სილიკონის საფენები, რომ შეამციროთ ზეწოლა ძუძუზე წვევებზე ამით მიერ გამოწვეული ტკივილი. თუ ერთ მკერდზე ნახეტქები გაჩნდა, ხშირად უნდა კვებოთ ბავშვი ჯანმრთელი ძუძუთი, რათა მეორე სარძევე ჯირკვლის კანი აღდგეს. მნიშვნელოვანია ჰიგიენის წესების დაცვა და ძუძუსთვის საჰაერო აბაზანების მოწყობა. გარდა ამისა, რეკომენდებულია სპეციალური პრეპარატების გამოყენება ყოველი კვების შემდეგ, მაგალითად, ბეპანეთენი. ნახეთქების დროული მკურნალობა არის ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა, რაც მოითხოვს ანტიბიოტიკოთერაპიას და ძუძუთი კვების შეწყვეტას1,2.
* ლანოლინი ბეპანთენ საცხის შემადგენლობაში როგორც დამხმარე ნივთიერება, კონცენტრაციით 250 მგ/გ.
1. ა.ა.ბალუშკინა., ვ.ლ.ტიუტიუნნიკ,., ნ.ე.კან და სხვ. კერტების ნახეთქების თერაპია და პროფილაქტიკა მშობიარობის შემდგომ პერიოდში. Consilium Medicum. პედიატრია (დან.). 2015; 3: 14–17.
2. ა.ა.ბალუშკინა., ვ.ლ.ტიუტიუნნიკ,., ნ.ე.კან და სხვ. კერტების ნახეთქების თერაპია და პროფილაქტიკა მშობიარობის შემდგომ პერიოდში. Consilium Medicum. პედიატრია (დან.). 2015; 3: 14–17.
3. პედიატრია/ სახელმძღვანელო სამედიციო უმაღ.სასწავლებლებისთვის ნ.პ.შაბალოვის რედაქციით— მე-6 გამოც. შესწ. და დამატ.. — СПБ.: სპეცლიტ, 2015. — с. 208-213.
4. ა.დ.მაქაცარია, ს.ვ.კუზნეცოვ,. დედა და პატარა. – მ.: ოლმა-პრეს ინვესტ, 2006. – с.246.
5. ორმაგი ბრმა პლაცებოს კონტროლირებადი გამოკვლევის ფარგლებში 60 ქალის მონაწილეობით პაციენტების წილი, რომლებსაც კერტების ნახეთქები შეუხორცდა 7 კვირის თერაპიით, მნიშვნელოვნად მეტი იყო ბეპნთენ საცხით მკურნალობისას პლაცებოსთან შედარებით (68 34%-ის წინააღმდეგ, p <0,05). Dubecq J.P., Detchart M. Study on a pantothenic ointment in the profilaxis and treatment of nipple fissures. Med Praticienne 1977; 665: 154-155.
6. Flesch P., Satanove A, Brown CS. Laboratory methods for studying percutaneous absorption and the chemical effects of topical agents upon human skin. J Invest Dermatol. 1955 Nov;25(5):289-300.
7. ი.ვ.ვასილევსკი. ახალშობილთა და ძუძუს ასაკის ბავშვთა კანის მოვლის ოპტიმიზაცია//საერთაშორისო მიმოხილვები:კლინიკური პრაქტიკა და ჯანმრთელობა.-2015,-N1.- с.5-18.
CH -20230512-102