რა განსხვავებაა ბეპანთენ მალამოსა და კრემს შორის?
ბეპანთენი გამოიცემა ორ სამკურნალწამლო ფორმაში - კრემი და მალამო. ორივე პრეპარატი განკუთვნილია ადგილობრივი მოხმარებისთვის, მაგრამ გააჩნია რიგი განსხვავებებისა, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ყიდვამდე.
პრეპარატების შემადგენლობა
ბეპანთენ კრემის შემადგენლობა | ბეპანთენ მალამოს შემადგენლობა |
---|---|
მოქმედი ნივთიერება | |
დექსპანთენოლი | დექსპანთენოლი |
დამხმარე ნივთიერებები | |
ცეტილის სპირტი | ცეტილის სპირტი |
სტეარილის სპირტი | სტეარილის სპირტი |
გასუფთავებული | გასუფთავებული |
ლანოლინი (13 მგ ერთ გრამში) | ლანოლინი (13 მგ ერთ გრამში) |
DL- პანთოლაქტონი | პროტეგინი X |
ფენოქსიეთანოლი | ფუტკრის ცვილი |
კალიუმის ცეტილფოსფატი | რბილი და თხევადი პარაფინი |
პროპილენგლიკოლი | რბილი და თხევადი პარაფინი |
იზოპროპილმირისტატი |
მთავარი განსხვავება კრემსა და მალამოს შორის ლანოლინის1. შემცველობის რაოდენობაა. ეს ნივთიერება ნატურალური წარმოშობისაა: შემადგენლობით ის მაქსიმალურადაა მიახლოებული ადამიანის კანის ჯირკვლის ბუნებრივ სეკრეტთან. ლანოლინის მთავარი თვისებაა ნახევრადშეღწევადობაა, რის ხარჯზეც კანის საიმედო დაცვა იქმნება და არ ირღვევა გაზის ცვლა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება-ლანოლინის უნარი შექმნას ზედაპირული აპკი და ხელი შეუშალოხ კანის ხახუნს ნაკეცების ადგილებში. ეს ამცირებს ტრავმირების და დერმატიტის3 განვითარების რისკს2.
ლანოლინის სხვადასხვა შემცველობის გამო ბეპანთენ კრემი და მალამო სხვადასხვა თვისებებს ფლობს. კრემი შეიცავს ლანოლინის მცირე რაოდენობას და წარმოადგენს ემულსიას „ზეთი წყალში“. ამის ხარჯზე პრეპარატი სწრაფად შეიწოვება კანის მიერ და აქტიურად ატენიანებს მას.
ბეპანთენ მალამო შეიცავს თითქმის 20-ჯერ მეტ ლანოლინს, კომპონენტს, რომელიც ფლობს შემდეგ თვისებებს3:
- ქმნის კანის ზედაპირზე დამცავ აპკს, რომელიც ხელს უშლის მის ტრავმირებას და გადაშრობას;
- უზრუნველყოფს ძირითადი მოქმედი ნივთიერების უფრო ღრმად შეღწევას;
- არიდებს ინფექციური პროცესების განვითარებას კანზე.
ბეპანთენის კრემიც და მალამოც ადვილად დაიტანება კანზე, არ არის საჭირო ჩამობანვა, არ შეიცავენ მავნე კომპონენტებს და შეიძლება მათი ყოველდღიურად გამოყენება.
რა ავირჩიოთ: კრემი თუ მალამო?
იმის გათვალისწინებით, რომ კრემის და მალამოს გამოყენების არეები მსგავსია, ექიმ-პედიატრებიც კი ყოველთვის სწორად ვერ ნიშნავენ საჭირო პრეპარატს. ორივე ეს ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნას კანის სხვადასხვა პრობლემის თავიდან ასარიდებლად, ოღონდ ზოგიერთი გამონაკლისით.
კანის სიმშრალის აღმოსაფხვრელად კარგია ბეპანთენ კრემი. ის აქრობს კანოს სიმშრალეს და ქავილს, რითაც აუმჯობესებს შიდა კანის საფარის მდგომარეობას და არიდებს ჯანმრთელობისთვის არასასიამოვნო შედეგებს.
ამასთან, ბეპანთენ მალამო განკუთნილია გამოყელვის და საფენის დერმატიტის სამკურნალოდ. ის ახორცებს მსუბუქ დამწვრობებს, გაღიზიანებას და ნახეთქებს.
ბეპანთენ კრემის გამოყენების ხერხი
ბეპანთენ კრემის გამოყენება შეიძლება ძუძუს კერტების დაზიანების და ნახეთქების მკურნალობისას მოზრდილებში, აგრეთვე კანის სიმშრალისას ბავშვებში. საშუალების ყოველდღიურად გამოყენებისას, კრემი ხელს უწყობს კანის2 სიმშრალის პროფილაქტიკას, აგრეთვე უკვე არსებული გაღიზიანების აღმოფხვრას. კრემის დატანა შეიძლება კანის ნებისმიერ მონაკვეთზე, მათ შორის სახეზეც.
კრემის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ გარეგანად. ის დაიტანება დღეში 1-2-ჯერ თხელ ფენად კანის დაზიანებულ მონაკვეთზე.
ბეპანთენ მალამოს გამოყენების ხერხი
გამოყენების ინსტრუქციის თანახმად, ბეპანთენ მალამოს გამოყენება შეიძლება შემდეგ სიტუაციებში:
- საფენის დერმატიტისა და გამოყელვის მკურნალობისას ახალშობილებში;
- კერტების სიმშრალისა და ნახეთქების მკურნალობისას ძუძუთი კვების დროს;
- კანის სიმშრალის პროფილაქტიკისა და მურნალობის მიზნით;
- კანის რეგენერაციის პროცესების სტიმულაციისთვის მისი დაზიანებისას გაკაწვრის, მსუბუქი დაბეჟილობის, წყლულისა და საწოლარების შედეგად.
საკმარისია პრეპარატის ერთხელ ან ორჯერ დატანა კანის პრობლემურ ნაწილზე. მალამო ხელს უწყობს დამცავი აპკის წარმოქმნას, რომელიც ხელს უშლის ტენის დაკარგვას. ახალშობილები ძალზე მგრძნობიარენი არიან სითხის დაკარგვისადმი, ხოლო კანი შეიცავს დაახლოებით 17% მისი მთელი მოცულობიდან4. ლანოლინი ხელს უწყობს ტენის შენარჩუნებას და იცავს კანის საფარს მექანიკური ზემოქმედებისგან იმ ადგილებში, სადაც კანი ეხება საფენს ან სახვევს2. თუ საშალება გამოიყენება საფენის ქვეშ, მისი გამოყენება შეიძლება საფენის ყოველი გამოცვლისას. კერტებზე მალამო დაიტანება ბავშვის ყოველი კვების შემდეგ.
ბეპანთენ მალამოს გამოყენება შეიძლება როგორც სამკურნალო, ასევე პროფილაქტიკის მიზნითაც. რუსეთის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ბავშვთა ჯანმრთელობის სამეცნიერო ცენტრის მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოკვლევით დადგინდა, რომ 40 ბავშვში, ბეპანთენ მალამოს ყოველდღიური გამოყენებისას არ ყოფილა დერმატიტის არც ერთი შემთხვევა. 22 ბავშვისგან შემდგარმა საკონტროლო ჯგუფმა მიიღო მალამო სხვა მწარმოებლების მოქმედი ნივთიერების ფუძეზე. მათში საფენის დერმატიტი დაფიქსირებულ იქნა 10 შემთხვევაში. გარდა ამისა, ამ ჯგუფში 4 ბავშვს დაუფიქსირდა ალერგიული რეაქციების ნიშნები მალამოს დატანის ადგილზე, მაშირ, როცა ბეპანთენ მალამოს გამოყენების შემდეგ გვერდითი რეაქციები არ შემჩნეულა5. მკვლევარები ამ თავისებურებას უკავშირებენ სხვა პრეპარატებში კონსერვანტების და სინთეთიკური შემავსებლების არსებობას, რომლების გამაღიზიანებელ ქმედებას ახდენენ კანზე3.
1. დამხმარე ნივთიერება საცხის შემადგენლობაში.
2. ვ.კ.კუტლუკოვ, ლ.გ.კუზმენკო, ნ.ვ.ანტიპოვა. „ბეპანთენ“ სერიის გარეგანი დერმატოლოგიური საშუალებები პედიატრიის პრაქტიკაში // სამედიცინო რჩევა. - 2012. - № 5. – გვ. 81-85.
3. ი.ვ.ვასილევსკი. ახალშობილთა და ძუძუს ასაკის ბავშვთა კანის მოვლის ოპტიმიზაცია // საერთაშორისო მიმოხილვა: კლინიკური პრაქტიკა და ჯანმრთელობა. 2015. №1, გვ. 5-18.
4. ე.ვ.სოკოლოვსკი. კანის და ვენერიული დაავადებები: სასწავლო სახელმძღვანელო სამედიცინო უმაღლესი დაწესებულებების სტუდენტებისთვის. სპბ.: ფოლიანტი, 2008, გვ. 520.
5. გ.ვ.იაციკ, იუ.ს.აკოევ. ახალშობილთა კანის მოვლის სხვადასხვა საშუალებების კლინიკური ეფექტურობა Consilium medicum D-პანთენოლის ფუძეზე. დანართი // პედიატრია. 2004. N6 (2).
CH -20230512-102