ბავშვის კანის თავისებურებანი
შინაარსი:
- ახალშობილი ბავშვის კანის თავისებურებანი
- ახალშობილი ბავშვის კანის ცვლილებები
- ახალშობილი ბავშვის კანის ფუნქციები
- კანის შესაძლო დაავადებები ბავშვებში
ბავშვის კანი განსხვავდება დიდისგან: მისი აგებულების თავისებურების გამო ბავშვს უფრო მეტად აქვს მიდრეკილება ბევრი დაავადებისაკენ. მაგალითად, გამოყელვა ბავშვებში 20%1 უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებსა და დიდებში.
ახალშობილი ბავშვის კანის თავისებურებანი
ისევე, როგორც დიდების, ბავშვის კანიც შედგება ორი ფენისგან: ღრმად განთავსებული დერმისა და ეპიდერმისისგან, რომელიც მას ფარავს. ის, თავის მხრივ, შეიცავს 5 შრეს: ბაზალური, წვეტიანი (ქიცვისებრი), მარცვლოვანი, მბზინავი და რქოვანა. ბაზალურ შრეში ხდება უჯრედების დაყოფა, იქიდან ისინი თანდათან მიემართებიან კანის ზედაპირისკენ ანუ რქოვანა შრისკენ. გადაადგილებისას ისინი იცვლება: კარგავენ ბირთვს და აგროვებენ კერატინს, ხოლო შემდეგ იღუპებიან, წარმოქმნიან რა ეპიდერმისის ზედაპირზე გარქოვანებულ ქერცლს. თანდათან ქერცლი ცვივა, ხოლო მის ადგილს ახალი უჯრედები იკავებს „სიღრმიდან“.
ახალდაბადებული ბავშვის კანს დამახასიათებელი თავისებურებები გააჩნია:
- ეპიდერმისში მხოლოდ 3 შრეა: ბაზალური, წვეტიანი (ქიცვისებრი) და რქოვანა. დანარჩენი წარმოიქმნება მოგვიანებით, თავდაპირველად ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, შემდეგ სხეულის დანარჩენ მონაკვეთებზე. ამ მიზეზით უჯრედები უფრო სწრაფად ხვდება კანის ზედა ფენაში, ვერ არ ასწრებს რა გამკვრივებას და გარე ზემოქმედებისადმი მდგრადობას, როგორც ეს უფროსებშია.
- კავშირი დერმასა და ეპიდერმისს შორის არამყარია, ამიტომ ინფექციური პროცესებისას იოლად წარმოიქმნება ბებერები და ბუშტუკები.
- დაბადებისთანავე კანის рН ნეიტრალურია, მხოლოდ 2-3 თვისთვის გადადის იგი მჟავე მხარეს, რაც ამაღლებს დაცვით თვისებებს.
- ქონისა და საოფლე ჯირკვლები ბავშვებში ფორმირებულია, მაგრამ არც თუ ისე აქტიურად მუშაობენ მათი მოქმედების მარეგულირებელი ნერვული სისტემის მოუმწიფებლობის გამო. საოფლე ჯირკვლების მცირე აქტიურობის გამო, მათ მიერ გამომუშავებული კანის დამცავი ფენა (ლიპიდური შრე) ძალიან თხელია და დამატებით ზიანდება ხშირი წყლის პროცედურებისას. შედეგად, ბავშვის კანი უფრო სწრაფად იწოვს ტენს. წყალში მცირე ხნით ყოფნის დროსაც კი პატარებს ფეხისგულები და ხელისგულები ნაოჭდება.
- კანის ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სეკრეტის ბაქტერიციდული თვისებები ჯერ კიდევ სუსტია, და ეს მიკრობებისადმი დაბალი მდგრადობის კიდევ ერთი მიზეზია.
- ბავშვის კანში წყლის მეტი რაოდენობა და ბევრი სისხლძარღვია თხელი შეღწევადი კედლებით. იმუნური და ცენტრალური ნერვული სისტემის მოუმწიფებლობასთან შერწყმაში ეს ქმნის ქმნის პირობებს კანის ალერგიული რეაქციებისთვის, რომლებიც უფრო მძაფრად მიმდინარეობს, ვიდრე დიდებში.
ახალშობილი ბავშვის კანის ცვლილებები
დროთა განმავლობაში ბავშვის კანი უფრო ემსგავსება დიდი ადამიანის კანს და უზრუნველყოს საუკეთესო დაცვას. უკვე 1 თვის ასაკისთვის ყალიბდება ეპიდერმის ყველა შრე, მათი სისქე ნელ-ნელა მატულობს. ამის წყალობით, კანი ისეთი „გამჭვირვალე“ აღარაა, სისხლძარღვები აღარ ჩანს, მისი ფერი იცვლება ახალშობილის თითქმის წითლიდან ღია ვარდისფრამდე. კანის рН ნეიტრალურიდან მჟავე ხდება - მატულობს მიკრობებისადმი მდგრადობა. სიცოცხლის პირველ წელს კლებულობს წყლის რაოდენობა კანში და სისხლძარღვების გამჭვირვალობა. თანდათანობით წესრიგდება ქონის და საოფლე ჯირკვლების მუშაობა.
ახალშობილი ბავშვის კანის ფუნქციები
ახალშობილის ორგანიზმში კანი იგივე ფუნქციებს ასრულებს, რასაც დიდისაში, ოღონდ ზოგიერთი სხვაობით, რომელიც დაკავშირებულია ანატომიურ და ფიზიოლოგიურ თავისებურებებთან.
- დაცვითი ფუნქცია ცუდადაა გამოხატული თხელი არამტკიცე ეპიდერმისის, დერმასთან მისი სუსტი კავშირის, კანის ნეიტრალური рН-ის, ლიპიდური ფენის და ადგილობრივი იმუნიტეტის უკმარისობის გამო.
- ახალშობილის კანს სუნთქვის ფუნქცია უკეთ აქვს განვითარებული, ვიდრე დიდისას. ეს დაკავშირებულია ეპიდერმისის მაღალი შეღწევადობით და დერმის სისხლძარღვების მრავალრიცხოვანებასთან. ბავშვის ორგანიზმში კანიდან 8-10-ჯერ მეტი ჟანგბადი ხვდება, ვიდრე ეს დიდებშია2. სუნთქვის ფუნქციის ხელშესაწყობად აუცილებელია, რომ კანი სუფთა იყოს - ნებისმიერი დაბინძურება ამცირებს მის შეღწევადობას. ჟანგბადის კანში მოხვედრას ხელს უშლის აგრეთვე მრავალი საცხი, კრემი, რომლებიც ზედაპირზე აპკს ქმნის - ეს უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის კანის მოვლის საშუალებების შერჩევისას.
- კანის შეწოვითი ფუნქცია ასევე კარგადაა განვითარებული: გარეგანი მოხმარების კრემები, საცხები, ხსნარები სწრაფად აღწევს ორგანიზმში სისხლძარღვების ქსელის გავლით.
- გამომყოფი ფუნქცია, რომელიც ხორციელდება საოფლე და ქონის ჯირკვლებით, ბავშვის კანს საერთოდ არ აქვს. დაბადების მომენტისთვის ჩამოყალიბებული საოფლე ჯირკვლები მუშაობას იწყებს მხოლოს 3 თვის ასაკში, ხოლო სრულყოფილად-3 წლის ასაკისთვის3.
- ახალშობილის კანის თერმორეგულატორული ფუნქცია არასრულყოფილია, საოფლე ჯირკვლების მოუმწიფებლობის გამო ბავშვი ადვილად გადახურდება და გადაცივდება.
- კანის სინთეტური ფუნქცია-ეს სასარგებლო ნივთიერებების წარმონაქმნია, უპირველეს ყოვლისა- D ვიტამინის, რომელის აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის ზრდისა და ძვალ-კუნთოვანი სისტემის სწორი ჩამოყალიბებისთვის. ეს ფუნქცია სრულყოფილად ხორციელდება უკვე 3-4 კვირის ასაკში.
- მგრძნობელობითი ფუნქცია დაკავშირებულია კანში განლაგებულ რეცეპტორებთან, იგი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის გარემოსთან ურთიერთქმედებაში.
კანის შესაძლო დაავადებები ბავშვებში
ჩამოთვლილი თავისებურებების გამო ახალშობილის კანის მიდრეკილია ზოგიერთი დაავადებისადმი. მის ზედაპირზე უფრო მარტივად ჩნდება ნახეთქები, სიწითლე, ბებერები, უფრო სწრაფად ვითარდება ინფექციური პროცესები. კანი მრავალ ფუნქციას ასრულებს და მისი ჯანმრთელ მდგომარეობაში შენარჩუნება, შესაძლო დაავადებების დროული და სწორი მკურნალობა მნიშვნელოვანია. მშობლებს ყოველთვის არ შეუძლიათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ახალშობილის გამონაყარის ან სიწითლის მიზეზი, ამიტომ კანის მდგომარეობის ცვლილებისას ბავშვი უნდა ნახოს პედიატრმა.
გამოყელვა
გამოყელვა-ახალშობილის ხშირი პრობლემა. ის წარმოადგენს ანთების უბნებს, რომელიც გამოწვეულია ტენთან კონტაქტითა და ხახუნით, ამიტომ ჩნდება კანის ნაკეცებში (საზარდულის, დუნდულოების, იღლიების) და ყურების უკან. მსუბული ხარისხის გამოყელვა გავლენას არ ახდენს ბავშვის საერთო მდგომარეობაზე და ქრება კანის სწორი მოვლისას და სპეციალური წამალ-საცხების გამოყენებისას, რომლებიც შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ასტიმულირებს ბუნებრივ შეხორცებას და ქმნის მსუნთქავ დამცავ ფენას კანზე. მკურნალობის გარეშე შესაძლოა გამოყელვის ინფექციური გართულებები, რომლებიც გამოწვეულია ბაქტერიებითა და Candida-ს სოკოებით. ისინი მძიმედ მიმდინარეობს: ჩნდება ქავილი, ბებერები, ჩირქოვანი მუწუკები, უარესდება ბავშვის გუნება-განწყობილება - მას ცუდად სძინავს, ჭირვეულობს.
ნაოფლარი
ნაოფლარი-წვრილი უჩირქო გამონაყარი, ზოგჯერ მცირე ბებერები, რომლებიც წარმოიშობა მოვლის დეფექტის გამო ყველაზე ხშირად ნაკეცებსა და ხახუნის ადგილებში, ზოგჯერ კი მთელ ტანზე. ნაოფლარს თან ახლავს ქავილი, მაგრამ ბავშვის ზოგად გუნება-განწყობილებაზე გავლენას არ ახდენს სწორი მოვლისას.
ჭინჭრის ციება
ჭინჭრის ციება-კანის ალერგიული რეაქცია სიწითლით, შეშუპებით, ზოგჯერ ბებერებით. ცვლილებები ჩნდება ტანზე, სახეზე, კიდურებზე, გამონაყარის ელემენტები შეიძლება შეერთდეს, განსაკუთრებით კანის ნაკეცებსა და ნაჭერთან ხახუნის ადგილებში. ჭინჭრის ციება ჩვილებში ჩვეულებრივ მწვავეა, სწრაფად ჩნდება, სიმპტომები უმალ იზრდება და ქრება ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას. ჭინჭრის ციების შემდეგ კანზე კვალი არ რჩება.
აკნე
ახალშობილთა აკნე-ფერიმჭამელა, ჩნდება დაბადებიდან პირველ 3 კვირაში. მისი მიზეზია ჰორმონალური გარდაქმნები, რომლებიც დაკავშირებულია დედის ორგანიზმში მშობიარობის წინ ტესტოსტერონის ან კორტიკოსტეროიდების სიჭარბესთან, რომლებსაც გამოიმუშავებს თირკმელზედა ჯირკვლები. აკნე არ მოითხოვს მკურნალობას და დამოუკიდებლად გაივლის მაქსიმუმ 2 კვირის შემდეგ, უფრო ხშირად-რამდენიმე დღეში.
ბულოზური ეპიდერმოლიზი
თანდაყოლილი ბულოზური ეპიდრმოლიზი - მემკვიდრეობითი დაავადება, დაკავშირებული კანის ზოგიერთი ცილის დეფექტთან. მთავარი სიმპტომი-უმნიშვნელო მექანიკური ზემოქმედების ადგილში ბუშტუკების გაჩენა.
პიოდერმიები
პიოდერმიები-ეს კანის ყველა ჩირქოვანი დაავადების დასახელებაა. ახალშობილებში ისინი ხშირად დაკავშირებულია ოქროსფერ სტაფილოკოკებთან, მაგრამ მიზეზი სხვა მიკრობებიცაა. პიოდერმიები პირველი თვის ბავშვებში განპირობებულია კანის სუსტი დაცვითი თვისებებით, აძლიერებს ტუტოვანი рН-ის სიტუაციას და მიკროდაზიანებების მსუბუქ გამოვლინებას. თმის ფოლიკულების გარშემო ვითარდება ანთება: ჩნდება შეწითლების და კანის გამკვრივების ადგილი, ის მალე გადაიქცევა ბუშტუკად გამჭვირვალე შიგთავსით, რომელიც მოგვიანებით მღვრიე ჩირქიანი ხდება. 2-3 დღის შემდეგ წარმოიქმნება მშრალი ქერქი, რომლის ქვეშაც ნელ-ნელა ხდება შეხორცება.
ფსევდოფურუნკულოზი
ახალშობილებში კვების დარღვევით (დისტროფიით) ან მძიმე დაავადებებით, ანუ იმუნიტეტის გამოკვეთილი უკმარისობით, შესაძლებელია ფსევდოფურუნკულოზი, ანუ ახალშობილთა მრავლობითი აბსცესები. ტანის უკანა ზედაპირზე, ფეხებზე, კეფაზე ჩნდება ჩირქის შემცველი მსხვილი კანქვეშა კვანძები. ფსევდოფურუნკულოზის სამკურნალოდ აუცილებელია ანტიბიოტიკები, ზოგჯერ საჭიროა ქირურგიული ჩარევა.
თითოეული დაავადების მკურნალობს ხერხები განსხვავებულია, ამიტომაა ასე აუცილებელი დიაგნოზის დასმა და საჭირო სამკურნალწამლო საშუალებების შერჩევა.
1. ფედერალური კლინიკური რეკომენდაციები. დერმატოვენეროლოგია 2015:კანის დაავადებები. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები. მე-5 გამოცემა, გადამუშავებული და დამატ. - მ:საქმიანი ექსპრესი, 2016.- с. 338.
2. ვასილევსკი ი.ვ.. კანის მოვლის ოპტიმიზაცია ახალშობილებსა და ძუძუს ასაკის ბავშვებში. სამედიცინო სიახლეები. – 2014. – №9. – с.14.
3. ვასილევსკი ი.ვ... კანის მოვლის ოპტიმიზაცია ახალშობილებსა და ძუძუს ასაკის ბავშვებში. სამედიცინო სიახლეები. – 2014. – №9. – с.14.
CH -20230512-102