გამოყელვის მკურნალობა
დასათაურება:
- გამოყელვის დიაგნოსტირება ახალშობილებში
- გამოყელვის სიმძიმის ხარისხები და განვითარების სტადიები
- შესაძლო გართულებები
- რით ვუმკურნალოთ გამოყელვას
- გართულებების მკურნალობა
გამოყელვას ტყუილად არ უწოდებენ „საფენის დერმატიტს“ - ყველაზე ხშირად ის უჩნდება ახალშობილს და ძუძუს ასაკის ბავშვს. ეს დაკავშირებულია მათი კანის თავისებურებებთან: გარე რქოვანა შრე, რომელიც დიდის ორგანიზმს საიმედოდ იცავს გარე ზემოქმედებისგან, ბავშვებში ძალიან თხელია, მასზე ადვილად ჩნდება მიკროტრავმები და ანთება. ამასთან, ქონის ჯირკვლები ბავშვებში ჯერ კიდევ უმწიფარია, ხოლო კანის рН სტაბილიზდება მხოლოდ 3 თვისთვის - ამიტომ იქმნება ასე მარტივად ანთების უბნები სათანადო მოვლის დროსაც კი. გამოყელვის მიზეზები დაკავშირებულია ჩვილის ცხოვრების წესთან: დასაბანი საშუალებებით ხშირი ბანაობა შლის კანის ლიპიდურ შრეს, რომელიც დაცვით ფუნქციას ასრულებს, ხოლო ტენთან კონტაქტი საფენების გამოყენებისას ხელსაყრელ პირობებს ქმნის ანთებითი პროცესების გავნითარებისათვის2.
თავისთავად გამოყელვა დისკომფორტს უქმნის პატარას, აგრეთვე შესაძლოა ამას მოყვეს გუნება-განწყობილების მოშლა. მკურნალობის გარეშე შესაძლებელია ინფექციური გართულებები, რომლებიც ნამდვილად სერიოზულ პრობლემაში გადადის. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი გამოყელვის დროულად შემჩნევა და მკურნალობის დაწყება ახალშობილებში2.
გამოყელვის დიაგნოსტიკა ახალშობილებში
გამოყელვის აღმოჩენა რთული არაა: პატარას დაბანვის შემდეგ მშობლებმა ყოველთვის ყურადღებით უნდა შეამოწმონ მისი კანი, რათა შენიშნონ დამახასიათებელი შეწითლებები. მაგრამ ცვლილებები კანზე შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, ხოლო რიგ შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და სწორი მკურნალობისთვის საჭიროა ექიმის დახმარება.
გამოყელვის განმასხვავებელი ნიშნები2,3:
- განთავსება ტანზე
გამოყელვა, ჩვეულებრივ, ჩნდება კანის ნაკეცებში (იღლია, საზარდული, დუნდულოებს შორის), ანუ ის, სადაც არის ხახუნი და მაღალი სინოტივე. არსებობს ბავშვის სქესთან დაკავშირებული განსხვავებები-ისინი ეხება საზარდულის არეს: ბიჭებს გამოყელვა უფრო ხშირად სათესლე პარკის მიდამოში უვითარდებათ, გოგონებს-ფეხებშუა. შეწითლებები სახეზე, ხელებზე, ფეხებზე, ჩვეულებრივ, სხვა მიზეზებით ჩნდება. - გარეგნული სახე
საწყის ეტაპებზე გამოყელვა შეწითლების (ჰიპერემიის) უბანია მკაფიო საზღვრების გარეშე, რომელიც მცირედ ამობურცულია დანარჩენი კანის ზედაპირიდან შეშუპების გამო. შეფერილობის ინტენსივობა-ვარდისფერიდან მკვეთრ წითლამდე და მოლურჯომდე. თუ ამას უერთდება ინფექცია, მაშინ შეწითლებული უბნის ზედაპირზე ჩნდება სინოტივე, ნახეთქები, ხოლო გვერდით ჩირქიანი ბუშტუკები, გამონაყარი. ეს გამოვლინებები ფიზიკურ დისკომფორტს უქმნის პატარას, ვინაიდან თან ახლავს ტკივილი და ქავილი. - ელემენტების გაჩენის სიჩქარე და თანმიმდევრობა
შეწითლების შემდეგ შეიძლება გაჩნდეს ჩირქიანი ბუშტუკები და წყლულები. თუ ბავშვს სუფთა, არაგაწითლებულ კანზე გაუჩნდა გამონაყარის ელემენტები-ეს გამოყელვა არაა. ზოგჯერ შეწითლება, მათ შორის ნაკეცებში, დაკავშირებულია მწვავე ალერგიულ რეაქციასთან, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაქები კანზე სწრაფად ჩნდება, იმატებს ზომებში და ერწყმის ერთმანეთს.
თუ მშობლებს ეჭვი ეპარებათ, სჯობს კონსულტაციის გავლა პედიატრთან.
გამოყელვის განვითარების სიმძმის ხარისხები და სტადიები2,3
- 1 ხარისხი: მცირე ფართობის, არამკვეთრი შეწითლება.
- 2 ხარისხი: გამოკვეთილი სიწითლე, კანის ზედაპირზე ჩნდება ეროზიები და ნახეთქები.
- 3 ხარისხი: წყლულების, ჩირქიანი ბუშტუკების გაჩენა, ანთებითი უბანი მკვეთრი წითელია, მის ზედაპირზე სინოტივე ჩნდება, ბავშვის ზოგადი მდგომარეობა ირღვევა-მას ცუდად სძინავს, ჭირვეულობს ტკივილისა და ქავილის გამო.
საწყისი სტადიების გამოყელვის მკურნალობა დამოუკიდებლად შეიძლება. სიმძიმის მე-3 ხარისხისას სპეციალისტების ჩარევის გარეშე არაფერი გამოვა.
Вშესაძლო გართულებები2,3
გამოყელვის გართულება ყოველთვის დაკავშირებულია ინფექციებთან შეერთებასთან. ანთებით უბანზე მცირდება ადგილობრივი იმუნიტეტი, და მიკროორგანიზმები, რომლებიც ჩვეულებრივ არ ქმნიან პრობლემებს, იწყებენ აქტიურად გამრავლებას. ყველაზე ხშირად ჩირქოვანი გართულებების მიზეზი სტრეპტოკოკები – კანის ბინადრები ხდებიან. პოპულარობით მეორე ადგილზეა ინფექციური აგენტი – სოკო Candida.
გართულებისას ანთებითი უბანი უფრო მკვეთრი ხდება, ის გამოკვეთილ საზღვრებს იძენს, შეშუპება იზრდება. ზედაპირზე ჩნდება მიკრონახეთქები და წყლულები, ეროზიები ჩირქიანი (მოყვითალი) ან სოკოვანი (თეთრი ხაჭოსებრი) ნადებით. ბაქტერიული ინფექციისას გამოყელვის გარშემო ხშირად ჩნდება ჩირქოვანი გამონაყარი. გართულებებს იწვევს ქავილი და წვა, ზოგჯერ მატულობს სხეულის ტემპერატურა, ამიტომ ბავშვი მოუსვენარი ხდება, ხშირად ტირის, ცუდად სძნავს და ჭამს.
რით ვუმკურნალოთ გამოყელვას2,3,4
გამოყელვის მკურნალობის მეთოდები და მისი აღმოფხვრის ვადები პირდაპირაა დაკავშირებული დაავადების გამოზატულების ხარისხთან. საწყის სტადიაზე გამოიყენება ადგილობრივი მოხმარების პრეპარატები: უსიამოვნო სიმპტომები ქრება თერაპიის მე-2-მე-3 დღეს. თუ გაჩნდა ინფექციური გართულება, ექიმი დანიშნავს უფრო სერიოზულ მედიკამენტოზურ პრეპარატს: ანტიბიოტიკს ან სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატს. ამიტომაა ასე აუცილებელი გამოყელვის მკურნალობა შეწითლების პირველივე ნიშნებისას.
მთავარი 1-2 სტადიის გამოყელვის მკურნალობისას - ბავშვის კანის სწორი მოვლა:
- საფენის რეგულარულად გამოცვლა;
- ბავშვის ჩაბანა უნდა მოხდეს ყოველი კუჭში გასვლის შემდეგ;
- წყალთან კონტაქტის შემდეგ საჭიროა კანის მსუბუქი შემშრალება ტექსტილის ან ქაღალდის პირსახოცით სრულ სიმშრალემდე;
- წყლის პროცედურების შემდეგ არ ღირს პატარას ჩაცმა: ჰაერის აბაზანები მნიშვნელოვანია გამოყელვის პროფილაქტიკისათვის;
- კანის ნაკეცებზე საჭიროა კრემის ან საცხის წასმა, რათა ამაღლდეს კანის დაცვითი თვისებები და დაჩქარდეს ჭრილობებისშეხორცება.
გამოყელვის გაჩენა სათანადო მოვლისას შეიძლება დაკავშირებული იყოს ტანისამოსის, საფენების, კოსმეტიკური საშუალებების - ბავშვის თეთრეულის სარეცხი ფხვნილის, საპნის, გელის, კრემის ხარისხზე. უმჯობესია პატარას ტანსაცმელი იყოს ნატურალური ქსოვილის ნაკერებით გარეთ, რათა არ გახეხოს ნაზი კანი. გამოყელვის პროფილაქტიკისთვის შეიძლება სპეციალური საშუალებების გამოყენება, რომელთა დატანა რეკომენდებულია სუფთა მშრალ კანზე საფენის ყოველი გამოცვლისას.
საბანაო წყალში ამატებენ შემშრობი ბალახების (მუხის ქერქის, ორკბილას, გვირილის) ნახარშს. ბალახიან წყალში ბანაობა ეხმარება ანთების და კანის ზედაპირზე მის მიერ გამოწვეული ტენის დაგროვების შეჩერებაში. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ბალახი შეიძლება გახდეს ალერგიული რეაქციის მიზეზი, ამიტომ დაბანის წინ უმჯობესია ტესტის გაკეთება-ნახარშის წასმა კანის პატარა მონაკვეთზე.
ბავშვის კანის მოვლისთვის საჭიროა სპირტის შემცველი საშუალებების (ლოსიონი, იოდი, მწვანე ბრილიანტი) დიდი სიფრთხილით გამოყენება, რომლებიც ასევე აშრობს კანს-ზოგ პატარას ისინი დამწვრობას აყენებს. არაა რეკომენდებული საფრქვევის გამოყენება დაზიანებულ ადგილებზე.
კანის სიმშრალისას აუცილებელია დამატენიანებელი საშუალების გამოყენება. ისინი ადვილად იწოვება და კარგია პროფილაქტიკური გამოყენებისთვის, ხოლო ცხიმიანი მალამო ქმნის აპკს, რომელიც სინოტივის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
გამოყელვის სამკურნალო ოპტიმალური საშუალების ნიმუშად შეიძლება მოვიყვანოთ ბეპანთენის მალამო. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მისი შემადგენლობით, რომელშიც შედის მოქმედი ნივთიერება (ან პროვიტამინი В5) მაღალი კონცენტრაციის ლანოლინთან ერთად (250 მგ/მლ). ლანოლინი კანის ზედაპირზე აყალიბებს საიმედო დაცვის ფენას, ხელს უშლის მას ტენთან და სხვა გამაღიზიანებელ ფაქტორებთან კონტაქტში, და, ამასთან, უნარჩუნებს კანს სუნთქვას. პროვიტამინი В5 აღწევს კანის ღრმა ფენებში და იქ გადაიქცევა პანთოტენმჟავად, რომელიც ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და უჯრედების დაყოფას, ანუ კანის განახლებასა და აღდგენას. პანთოტენმჟავა ამაგრებს კოლაგენურ ბოჭკოებს, ამაღლებს კანის სიმკვრივეს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პატარას ნაზი კანისთვის6.
ბეპანთენის მალამო არ შეიცავს კონსერვანტებს და პარაბენებს, ამიტომ უხდება პატარას დაბადებიდანვე. ჰიპოალერგიული შემადგენლობა იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს საშუალება გამოყენებულ იქნას დღენაკლული ბავშვების მოწყვლად კანზეც2,3.
თავისი სქელი კონსისტენციის ხარჯზე მალამოები კრემებზე დიდხანს შეიწოვება, ამიტომ უფრო ხანგრძლივი და გამოკვეთილი მოქმედება აქვს.
ბეპანთენის მალამოს გამოყენება ხელს უწყობს გამოყელვის აღმოფხვრას, ანთებასთან გამკლავებას და ბუნებრივად აღადგენს კანს. შეიძლება ბეპანთენის მალამოს რეგულარული გამოყენება-მაგალითად, საფენის ყოველი გამოცვლისას.
გართულებების მკურნალობა2-4
იმ პირობით, რომ საშუალება სწორადაა შერჩეული, როგორც წესი, გამოყელვა ქრება 1-2 დღეში. თუ მწვავე მდგომარეობა არ ქრება და სიმპტომები იზრდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. შესაძლოა, საქმე ეხებოდეს არა ბანალურ საფენის დერმატიტს, არამედ სხვა დაავადებას, ან გამოყელვა გართულდა ინფექციით და საჭიროა სპეციალური სამკურნალწამლო პრეპარატის დანიშვნა.
ინფექციური გართულებების მკურნალობის ხერხები დამოკიდებულია გამომწვევსა და სიმძიმის ხარისხზე. ჰიგიენის ზემოთ ჩამოთვლილი წესების გარდა საჭიროა სპეციფიური თერაპია გამომწვევის წინააღმდეგ: ბაქტერიული გართულებისას-ანტიბიოტიკები, ხოლო სოკოვანისას-სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები. მათ ჩვეულებრივ გარეგანად ნიშნავენ, მაგრამ დაავადების მძიმე მიმდინარეობისას შეიძლება საჭირო გახდეს აბების მიღება ან ნემსები. ჩირქიანი ელემენტები უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკით-მაგალითად, ბრილიანტის მწვანის წყლის ხსნარი (როგორც უკვე ითქვა, სპირტის შემცველ პრეპარატებს მოვერიდოთ). ძლიერი ანთებისას შეიძლება დაინიშნოს ჰორმონალური მალამო.
გამოცდილი ექიმი კანის გარეგნული სახით განსაზღვრავს, რა გახდა ანთების მიზეზი-ბაქტერია თუ სოკო, და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. ზოგჯერ, პრეპარატის სწორად შესარჩევად, ექიმი იღებს ნაცხს კანის ზედაპირიდან, შემდეგ ლაბორატორიაში მისი მიხედვით განსაზღვრავენ ინფექციის გამომწვევს, აგრეთვე წამლებისადმი მგრძნობელობას.
აუცილებელია გვესმოდეს, რომ გამოყელვა შეიძლება გაუჩნდეს ჯანმრთელ ბავშვსაც და სათანადოდ მოვლის დროსაც-ჩვილის კანის აგებულების ფიზიოლოგიური თავისებურებები მიდრეკილია მისი გაჩენისადმი. საფენის დერმატიტის რისკის შესამცირებლად, უნდა აღმოვფხვრათ გამოყელვის გაჩენის მიზეზები: პირველ რიგში, უნდა დავიცვათ ჰიგიენის წესები, შევარჩიოთ შესაფერისი უსაფრთხო მოვლის გარემო.
1. მალამოს 1 გ შეიცავს 250 მგ ლანოლინს.
2. ი.ვ.ვასილევსკი. ახალშობილთა და ძუძუს ასაკის ბავშვთა კანის მოვლის ოპტიმიზაცია//საერთაშორისო მიმოხილვები:კლინიკური პრაქტიკა და ჯანმრთელობა.-2015,-N1.- с.5-18.
3. ი.ნ.ზახაროვა, ი.ი.პშენიჩნიკოვა, ე.ბ.მაჩნევა. ახალშობილთა და ადრეული ასაკის ბავშვთა კანის სწორი მოვლა: რა უნდა იცოდეს პედიატრმა. Consilium Medicum. პედიატრია (დან.). 2016; 1.
4. ლ.ს.კრუგლოვა, ო.ვ.ჟუკოვა. პროფილაქტიკური ღონისძიებები საფენის დერმატიტისას//კლინიკური დერმატოლოგია და ვენეროლოგია.– 2014. - №3. – с.77-81.
5. დამხმარე კომპონენტი ფუძის შემადგენლობაში.
6. Ebner F., Heller A, Rippke F, Tausch I. Topical use of dexpanthenol in skin disorders. Am J Clin Dermatol. 2002;3(6):427-33.
CH -20230512-102