გამოყელვის საწინააღმდეგო რომელი საშუალება შევურჩიოთ ბავშვს?
შინაარსი:
- გამოყელვის საწინააღმდეგო საცხი
- გამოყელვის საწინააღმდეგო კრემი
- ფხვნილები
- ზეთი
- ხალხური საშუალებები
- მოვლა და მკურნალობა
ბავშვის კანი განსხვავდება მოზრდილის კანისგან: ის უფრო თხელია და არც ისე გამძლეა გარე ზემოქმედებებისადმი, ამიტომ განსაკუთრებულ მოვლას საჭიროებს. მაგრამ თუნდაც სწორად მოვუაროთ ახალშობილის კანს, მასზე შეიძლება გაჩნდეს გამოყელვები-ანთების უბნები ტენთან კონტაქტისა და საფენებთან ხახუნის ადგილებში. გამოყელვის თავიდან ასაცილებლად ან მათი შეხორცების დასაჩქარებლად, დაუშვებელია ინფექციური გართულებები, საჭიროა სპეციალური საშუალებები1.
გამოყელვის საწინააღმდეგო საცხი
საცხები შეიცავს აქტიურ კომპონენტებს, რომლებიც აქრობს ანთებას და აღადგენს კანს. ასევე, მათ გააჩნიათ ცხიმოვანი ფუძე (მაგ. ლანოლინი), რომელიც ეხმარება მოქმედ ნივთიერებას შეაღწიოს კანის სიღრმეში და ქმნის მის ზედაპირზე დამცავ ფენას. ყველა საცხი ცხიმიანი, მტკიცე კონსისტენციისაა, ამიტომ იგი უზრუნველყოფს აქტიურ კომპონენტებთან ხანგრძლივ კონტაქტს და ამცირებს საფენით კანის ხეხვას. ამ თვისებების წყალობით საცხს შეუძლია როგორც გამოყელვის მკურნალობა, ასევე მისი გაჩენის აცილებაც2.
გამოყელვის საწინააღმდეგო საბავშვო საცხის საიმედო ნიმუში-ბეპანთენ მალამო, რომლის შემადგენლობაშიც შედის პროვიტამინი В5 და მაღალი კონცენტრაციის ლანოლინი3. პროვიტამინი В5 აღწევს კანის ღრმა ფენებში და სწრაფად გადაიქცევა ვიტამინ В5-ად (პანთოტენმჟავად). ის ასტიმულირებს უჯრედების დაყოფას, უზრუნველყოფს დაზიანებების სწრაფად მუშუშებას და ანთებასთან ბრძოლას, და აძლიერებს კოლაგენურ ბოჭკოებს-კანის მთავარ კომპონენტს4. ლანოლინი პროვიტამინ В5-ის გამტარია კანში5 და მასზე ზედაპირულ ფენას ქმნის, რომელიც ხელს უშლის ტენთან კონტაქტს, ხოლო საფენის ქვეშ-შარდისა და განავალის გამაღიზიანებელ მოქმედებას. ლანოლინის ერთ-ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი თვისებაა მსუნთქავი ფენის შექმნა, რომელიც ხელს არ უშლის ჰაერის ცვლას, რაც მეტად მნიშვნელოვანია პატარას ბოლომდე ჩამოუყალიბებელი კანისთვის. ნატურალური ჰიპოალერგიული შემადგენლობა უსაფრთხოების დადასტურებულას მაღალი პროფილით საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ ბეპანთენ საცხი გამოყელვის სამკურნალოდ ახალშობილებსა და დღენაკლულ ბავშვებშიც კი6.
გამოყელვის საწინააღმდეგო კრემი
კრემი განსხვავდება საცხისგან მსუბუქი ტექსტურით, ვინაიდან ის წარმოადგენს ემულსიას ზეთისა და წყლისგან. ის სწრაფად შეიწოვება, მაგრამ არც ისე ძლირი და ხანგრძლივი მოქმედება გააჩნია, თუმცა ხშირად შეიცავს იგივე ნივთიერებებს, რასაც საცხი. ამიტომ საბავშვო კოსმეტიკური კრემები, ჩვეულებრივ, გამოყელვის პროფილაქტიკისთვის გამოიყენება და იყიდება მაღაზიებში, მაშინ, როცა საცხის შეძენა შეიძლება მხოლოდ აფთიაქებში.
გამოყელვის საწინააღმდეგო საბავშვო კრემი ანოტივებს კანს და მას უფრო გამძლეს ხდის ტენისა და შარდისა და განავალის შემადგენლობაში შემავალი ამიაკისადმი. ჯანმრთელი კანისთვის ამგვარი დაცვა სავსებით საკმარისია, მაგრამ დაზიანებისა და ანთების ნიშნებისას კრემს ცვლიან საცხით7.
ფხვნილები8
ფხვნილები წარმოადგენს ფხვნილისმაგვარ საშუალებას უპირატესად ტალკის და სახამებლის ბაზაზე. მათი მთავარი ფუნქციაა-სინოტივის შეწოვა, რომელთან კონტაქტიც კანის ანთების პროვოცირებას იწვევს. ფხვნილთა უმეტესობა განკუთვნილია გამოყელვის პროფილაქტიკისათვის, მაგრამ ზოგჯერ მათ უმატებენ სამკურნალო ბალახების ექსტრაქტებს, ანთების საწინააღმდეგო ან ანტიბაქტერიულ კომპონენტებს. ამ შემთხვევაში მათ იყენებენ კანის დაავადებების სამკურნალოდაც. ფხვნილს იყენებენ დილით და საღამოს, დაიტანენ თხელ ფენად სუფთა მშრალ კანზე, აუცილებლობის შემთხვევაში უფრო ხშირად იყენებენ.
ბოლო დროს ფხვნილის მიზანშეწონილობა პედიატრთა მსჯელობის საგანია მისი პატარას მიერ შესუნთქვის მაღალი ალბათობის გამო9. ამასთან, ფხვნილი გროვდება ნაკეცების სიღრმეში, არ უზრუნველყოფს საიმედო დაცვას კანის მთელ ზედაპირზე. სულ უფრო ხშირადაა რეკომენდაცია იმისა, რომ ფხვნილი შეიცვალოს საცხით, რომელიც საიმედოდ იცავს კანს10. კრემისა და ფხვნილის ერთდროული გამოყენებისას საჭიროა გვახსოვდეს, რომ ტალკს შეუძლია წყლის შეწოვა კრემიდან, და ორივე საშუალება აღარ მუშაობს.
ზეთი
ზეთი ხშირად გამოიყენება პატარას კანის მოსავლელად: იგი ატენიანებს და კვებავს მას, ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. ბავშვებისთვის კარგია ვაზელინის ზეთი ან მცენარეული ზეთის სხვადასხვა სახეობები (ზეითუნის, სოჭის, ქაცვის). სეთს ადუღებენ 15 წუთი წყლის აბაზანაზე, შემდეგ აციებენ ოთახის ტემპერატურამდე და დაიტანენ კანზე11. ვაზელინი ჰიპოალერგიულად ითვლება, მცენარეულ ზეთებზე შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება12.
ზეთის დატანა რეკომენდებულია მშრალ კანზე. თუ კანზე ანთებაა ან მის ზედაპირზე იქმნება სითხე (ექსუდატი), მაშინ ზეთმა შესაძლოა შეანელოს შეხორცება-ცხიმიანი აპკი ანელებს ჰაერის მოძრაობას, ხელს შეუშლის გამონაყოფის აორთქლებას. არაა სასურველი ზეთის გამოყენება ინფექციური გართულებებისას, ვინაიდან მიკრობები და სოკოები ზეთის ფენის ქვეშ კიდევ უფრო აქტიურად მრავლდება. სამაგიეროდ ზეთი კარგია მშრალი კანის დასატენიანებლად და ეხმარება მას სწრაფად აღდგენაში13.
ხალხური საშუალებები14
არსებობს ხალხური მედიცინის მრავალი რეცეპტი გამოყელვის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის:
- დაფნის ფოთლის ნაყენს, მუხის ქერქის, ორკბილას, გვირილის ნახარშს იყენებენ გაწმენდისა და კომპრესისთვის გამოყელვისას, ამატებენ საბანაო წყალში. ისინი ამაღლებს კანის დაცვით თვისებებს და ებრძვის ანთებას. მცენარეთა ნახარში შეიძლება მომზადდეს ცალ-ცალკე ან შეერიოს ერთმანეთს.
- ფხვნილის მაგივრად ხალხური მედიცინა გვირჩევს კარტოფილის, სიმინდის სახამებელს ან გაცრილ ფქვილს (უმჯობესია წიწიბურის). კოსმეტიკური საშუალებებისგან განსხვავებით მათსი არ არის არავითარი დანამატები-არც მავნებელი, არც სასარგებლო.
- არსებობს აზრი, რომ კანის გაშრობა შეიძლება კბილის ფხვნილის დახმარებით: მას ხსნიან წყალში პასტის მდგომარეობამდე, დაიტანენ კანის ანთებით ნაწილზე, ტოვებენ 15-20 წუთით, შემდეგ ჩამოიბანენ ორკბილას ან მუხის ქერქის ნახარშით.
- არყის ხის კვირტებს აქუცმაცებენ და ურევენ ვაზელინს და გამოიყენებენ გამოყელვის დასამუშავებლად.
- მრავალძარღვას ან გვიმრის წვენის წასმა კანზე რეკომენდებულია ახლისა.
ხალხურ მედიცინაში გვხვდება რეცეპტები სპირტის ნაყენით ან თაფლით-სჯობს თავი შევიკავოთ მათი გამოყენებისგან, რათა არ მივიღოთ დამწვრობა პატარას ნაზ კანზე. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ შინაური მკურნალობის საშუალებებს არ გაუვლია კლინიკური გამოცდა, ამიტომ მათი ეფექტურობა და უსაფრთხოობა შესწავლილი არ არის. მაგალითად, ბალახები პოზიციონირდება როგორც ნატურალური და უსაფრთხო, მაგრამ მათ შეიძლება გამოიწვიონ მძიმე ალერგიული რეაქციები ინდივიდუალური აუტანლობისას. ამიტომ, სანამ ბავშვის ჯანმრთელობას ხალხურ მედიცინას მივანდობთ, უმჯობესია პედიატრთან კონსულტაცია.
მოვლა და მკურნალობა
გამოყელვის თავიდან ასაცილებლად უნდა ვუზრუნველყოთ ჩვილის კანის სწორი მოვლა. ამისათვის საკმარისია დავიცვათ რიგი მარტივი წესებისა15:
- ყოველი კუჭის მოქმედების შემდეგ დავბანოთ ბავშვი ან გავწმინდოთ ნოტიო ხელსახოცით16;
- წყლის პროცედურების შემდეგ აკურატულად შევამშრალოთ კანი ქაღალდის პირსახოცით ან ბამბის ნაჭრით, ოღონდ არ გავისვათ, რათა არ დავაზიანოთ ის;
- მოვაწყოთ ჰაერის აბაზანები-ეს ამაღლებს კანის დაცვით ფუნქციებს და ეხმარება მიკრობებთან ბრძოლაში, რომლებსაც თბილი და ნოტიო გარემო უფრო „მოსწონთ“;
- ვცვალოთ საფენი მინიმუმ ყოველ 2-3 საათში და ერთხელ ღამით, რათა კანზე არ დარჩეს ამიაკი, რომელსაც გამოყოფს შარდი, და სხვა პროდუქტები, რომლებიც გაღიზიანებას და ანთებას იწვევს;
- იმისთვის, რომ კანმა ისუნთქოს და არ დაზიანდეს ხახუნისგან, უმჯობესია პატარას ტანსაცმელი იყოს ნატურალური ქსოვილის ნაკერებით გარეთ;
- წაუსვით ბარიერული საცხი სქელ ფენად საფენის ყოველი გამოცვლისას - ეს თავიდან აგაცილებთ კონტაქტს განავალსა და შარდთან, და დამატებით ამცირებს კანის ხახუნს საფენსა და ტანსაცმელთან.
გამოყელვის მკურნალობა საწყის სტადიაზე მოიცავს კანის მოვლას და სპეციალური საცხების აუცილებელ გამოყენებას, რომლებიც დაზიანებული მონაკვეთის ზედაპირზე ქმნიან მტკიცე დამცავ ფენას, უფრო ღრმად აღწევენ კანში და უკეთ აღადგენენ მას. შეშრობისთვის საბანაო წყალში უმატებენ მუხის ქერქის, ორკბილას, გვირილის ნახარშს ან იყენებენ მარგანცოვკის (კალიუმის პერმანგანატის) სუსტ ხსნარს. სპირტიანი მადეზინფიცირებელი ხსნარები კატეგორიულად აკრძალულია ძუძუს ასაკის ბავშვებისთვის17.
სწორი მოვლისას და სამკურნალო საცხის გამოყენებისას გამოყელვის ალაგება ხდება რამდენიმე დღეში. კონკრეტულ საშუალებაზე რეკომენდაციისათვის შეიძლება მიმართოთ ექიმს. თუ არ არის დადებითი ცვლილებები 2-3 დღის განმავლობაში, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რათა გამოირიცხოს სხვა დაავადებები ან ინფექციური გართულებები18.
ინფექციისას საჭიროა სპეციფიური თერაპია გამომწვევის წინააღმდეგ: ბაქტერიული გართულებებისას-ანტიბიოტიკები, სოკოვანისას-სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (ანტიმიკოტიკები). მათ, ჩვეულებრივ, გამოიყენებენ საცხის სახით, მხოლოდ მძიმე შემთხვევებში ნიშნავენ აბებს და ნემსებს. ჩირქოვან ელემენტებს დამატებით ამუშავებენ ანტისეპტიკებით, რომლებშიც არ შედის სპირტი. რით ვუმკურნალოთ გართულებულ გამოყელვას, გვეტყვის ექიმი დათვალიერებისა და აუცილებელი გამოკვლევის შემდეგ19. გართულებების ანტიბიოტიკებით და ანტიმიკოტიკებით თერაპიის დასრულების შემდეგ შეიძლება კვლავ დავუბრუნდეთ ბეპანთენ საცხის გამოყენებას, რათა დავაჩქაროთ შეხორცება და ამით თავიდან ავიცილოთ ანთებითი პროცესის განახლება.
1. ი.ვ.ვასილევსკი. ახალშობილთა და ძუძუს ასაკის ბავშვთა კანის მოვლის ოპტიმიზაცია//საერთაშორისო მიმოხილვები:კლინიკური პრაქტიკა და ჯანმრთელობა.-2015,-N1.- с.5-18.
2. ი.ვ.ვასილევსკი. ახალშობილთა და ძუძუს ასაკის ბავშვთა კანის მოვლის ოპტიმიზაცია//საერთაშორისო მიმოხილვები:კლინიკური პრაქტიკა და ჯანმრთელობა.-2015,-N1.- с.5-18.
3. გამოყენების ინსტრუქციის თანახმად ბპნ საცხის შემადგენლობაში ლანოლინი წარმოდგენილია როგორც დამხმარე ნივთიერება, 250 მგ
4. Ebner F., Heller A, Rippke F, Tausch I. Topical use of dexpanthenol in skin disorders. Am J Clin Dermatol. 2002;3(6):427-33.
5. Flesch P., Satanove A, Brown CS. Laboratory methods for studying percutaneous absorption and the chemical effects of topical agents upon human skin. J Invest Dermatol. 1955 Nov;25(5):289-300.
6. შედარებით რანდომიზირებულ კვლევაში 62 ახალშობილის მონაწილეობით არც ერთ ბავშვს, რომელსაც პროფილაქტიკური მიზნით დაენიშნა საცხი ბეპანთენი (n=40), სტაციონარში ყოფნისას არ განვითარებია საფენების დერმატიტი, გვერდითი რეაქციები არ გამოვლენილა. იაციკ გ.ვ., აკოევ იუ.ც. ახალშობილის კანის მოვლის D-пантенола Consilium medicum ფუძეზე სხვადასხვა საშუალებების კლინიკური ეფექტურობა. დანართი//პედიატრია. 2004.N6 (2).
7. ო.ვ.ზაიცევი. სხვადასხვა ასაკის ბავშვის კანის მოვლა: რა უნდა ახსოვდეს თითოეულ პედიატრს//პედიატრია. – 2014. – №2. – с.13-15.
8. მ.მ.ტლიში. გარეგანი თერაპია დერმატოლოგიაში. სასწავლო-სამედიცინო სახელმძღვანელო, კრასნოდარი, ГБОУ ВПО КубГМУ რუსეთის მინზდრავსოცრაზვიტიე, 2011. – 33с.
9. ფედერალური კლინიკური რეკომენდაციები. დერმატოვენეროლოგია 2015: კანის დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.-მე-5 გამოცემა, გადამუშ. და დამატ.-მ: საქმიანი ექსპრესი, 2016. - с. 340.
10. ი.ვ.ვასილევსკი. ახალშობილთა და ძუძუს ასაკის ბავშვთა კანის მოვლის ოპტიმიზაცია//საერთაშორისო მიმოხილვები:კლინიკური პრაქტიკა და ჯანმრთელობა.-2015,-N1.- с.5-18.
11. მ.მ.ტლიში. გარეგანი თერაპია დერმატოლოგიაში. სასწავლო-სამედიცინო სახელმძღვანელო, კრასნოდარი, ГБОУ ВПО КубГМУ რუსეთის მინზდრავსოცრაზვიტიე, 2011. – 33с.
12. ე.რ.არავიისკაია, ე.ვ.სოკოლევსკი, ს.მ.ბახტინა, მ.ვ.პჩელინცევი, ფუძის როლი გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატებში: ოპტიმალური შემადგენლობა და მოქმედების მექანიზმი//დერმატოლოგიისა და ვენეროლოგიის ვესტნიკი.. – 2010. - №2. – с.64–70.
13. ფედერალური კლინიკური რეკომენდაციები. დერმატოვენეროლოგია 2015: კანის დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.-მე-5 გამოცემა, გადამუშ. და დამატ.-მ: საქმიანი ექსპრესი, 2016.- с. 340.
14. გ.ნ.უჟეგოვი. ოფიციალური და ხალხური მედიცინა. ყველაზე დაწვრილებითი ენციკლოპედია.— М.: გამომც. ექსმო, 2012. — с. 390-391.
15. ტ.ა.ბოლოვა, გ.ვ.მასლიკოვა. საფენის (პამპერსის) დერმატიტი ბავშვებში-მიდგომა პროფილაქტიკისადმი და მკურნალობა „პედიატრის პრაქტიკა“; სექტემბერი; 2016; გვ. 42-44.
16. ი.ვ.ვასილევსკი. ახალშობილთა და ძუძუს ასაკის ბავშვთა კანის მოვლის ოპტიმიზაცია//საერთაშორისო მიმოხილვები:კლინიკური პრაქტიკა და ჯანმრთელობა.-2015,-N1.- с.5-18.
17. ი.ვ.ვასილევსკი. ახალშობილთა და ძუძუს ასაკის ბავშვთა კანის მოვლის ოპტიმიზაცია//საერთაშორისო მიმოხილვები:კლინიკური პრაქტიკა და ჯანმრთელობა.-2015,-N1.- с.5-18.
18. ფედერალური კლინიკური რეკომენდაციები. დერმატოვენეროლოგია 2015: კანის დაავადებები, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.-მე-5 გამოცემა, გადამუშ. და დამატ.-მ: საქმიანი ექსპრესი, 2016.- с. 340.
19. ი.ვ.ვასილევსკი. ახალშობილთა და ძუძუს ასაკის ბავშვთა კანის მოვლის ოპტიმიზაცია//საერთაშორისო მიმოხილვები:კლინიკური პრაქტიკა და ჯანმრთელობა.-2015,-N1.- с.5-18.
CH -20230512-102