როგორ შეუცვალოთ ბავშვს საფენი?
სინამდვილეში, ამაში სირთულეები არ არის. ამისათვის საჭიროა მინიმალური ხელსაწყოები: უშუალოდ საფენი, რომელიც შეესაბამება ბავშვის ასაკს ან წონას, სველი ხელსახოცები და "ბეპანთენის მალამო".
არ ღირს იმის ახსნა, თუ როგორ მიხვდეთ, როდის დგება საფენის გამოცვლის დრო.ძნელია ეს მომენტი არ შეამჩნიოთ. მოქმედებების შემდეგი თანმიმდევრობა შემდეგია: ბავშვი უნდა დავაწვინოთ მყარ ზედაპირზე და გავხადოთ ტანსაცმელი, შემდეგ ფრთხილად მოხსნათ საფენი და გადააგდოთ იგი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საჭიროა საფენების გადაყრა მხოლოდ ნარჩენების პარკში ან კონტეინერში. დაუშვებელია მათი ტუალეტში ჩარეცხვა.
ამის შემდეგ, საჭიროა ნაზად გაუწმინდოთ ბავშვს კანი სველი ხელსახოცებით და ფრთხილად დააკვირდეთ გამონაყარს. ფინალურ ეტაპზე კანზე წაუსვით "ბეპანტენის მალამო" და გაუკეთეთ სუფთა საფენი. მის დასაფიქსირებლად არსებობს სპეციალური ზოლები. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რომ საფენი არ იყოს ძალიან მჭიდრო ან ძალიან მოშვებული. ეს კარგად უნდა იყოს დაფიქსირებული და ამავე დროს არ იწვევდეს დისკომფორტს ან ხელს უშლიდეს ბავშვის მოძრაობებს. გილოცავთ, თქვენ ეს გააკეთეთ!
CH -20230512-102