კითხვა-პასუხი
სახისთვის კრემი ბეპანთენი პლიუსი გამოიყენება მცირე ჭრილობების სამკურნალოდ და დასამუშავებლად. პრეპარატის გამოყენება დაშვებულია დამწვრობის, დაჟეჟილობების, ჭრილობების, ნახეთქების და კანის სხვა მცირე დაზიანებებისას. ბეპანთენი პლიუსი კრემი სახის დაზიანებულ უბანზე დაიტანება თხელ ფენად დღეში რამდენჯერმე. თავი აარიდეთ კრემის მოხვედრას თვალებში, ყურებსა და ლორწოვან გარსებზე.
ბეპანთენი ერთნაირად გამოიყენება მამაკაცებსა და ქალებში. კანზე მუდმივად ზემოქმედებს არასასურველი გარემო ფაქტორები, მისი ყოველდღიური მოვლისთვის ნაჩვენებია პრეპარატის გამოყენება. ბეპანთენის კრემი გამოიყენება მშრალი კანის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის, მათ შორის სხვადასხვა ეტიოლოგიის დერმატიტისთვის.
ბეპანთენი მალამოსა და კრემის ვარგისიანობის ვადა არის 3 წელი წარმოების თარიღიდან, რომელიც მითითებულია ტუბზე. ბეპანთენ მალამოსა და კრემის შენახვის ტემპერატურა ემთხვევა გარემო ტემპერატურას, არაუმეტეს 25°С. გახსნის შემდეგ შენახვის ვადა არ იცვლება და რჩება იგივე, რაც მითითებულია ტუბზე.
გამოყენების ინსტრუქციის თანახმად, ბავშვებისთვის, განურჩევლად ასაკისა, ბეპანთენ მალამოსა და კრემის გამოყენება არ არის უკუნაჩვენები. ახალშობილისთვის ბეპანთენის სახეზე დატანა დასაშვებია კანის სიმშრალის, სიწითლის ან გაღიზიანების დროს.
ნაოფლარი ჩნდება მაშინ, როდესაც ირღვევა ოფლის გამომყოფი ჯირკვლის სადინრის ფუნქციონირება. ყველაზე ხშირად ის ჩნდება ახალშობილებსა და მეძუძურ ბავშვებში. გამოყენების ინსტრუქციის თანახმად, ბეპანთენი არ გამოიყენება ახალშობილის ნაოფლარის სამკურნალოდ. ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შეიძლება დანიშნოს ბეპანთენის მალამო ან კრემი თანხმლები დაავადებების განვითარების თავიდან აცილების მიზნით.
ტუჩის კანის მოვლისთვის სპეციალურად შემუშავებულია ბეპანთენ დერმას საცხი და ბალზამი. საცხი კვებავს და ატენიანებს მშრალ და ნახეთქებიან კანს, იცავს მას ულტრაიისფერი გამოსხივებისგან (დაცვის ხარისხი SPF 50). ბეპანთენის ტუჩებზე დატანა (ბეპანთენი დერმა), ასევე, შესაძლებელია ნაადრევად დაბერების თავიდან აცილების მიზნით. ეს ეფექტი მიიღწევა ვიტამინი E-ს მეშვეობით, რომელსაც აქვს გამოხატული ანტიოქსიდანტური თვისებები. შემადგენლობაში ასევე შედის ფუტკრის ცვილი და ზეითუნის ზეთი, რომელიც დადებითად მოქმედებს ტუჩის კანის მდგომარეობაზე.
ქავილი შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით. თუ აღნიშნული სიმპტომი განვითარდა კანის სიმშრალის შედეგად, ბეპანთენის საშუალებები, რომელიც კანს ატენიანებს, შეუძლია მოხსნას ეს სიმპტომი. სხვა შემთხვევებში, ბეპანთენის საშუალებები, როგორიცაა კრემი, მალამო ან სხვა არაეფექტურია.
ბეპანთენი მზის დამწვრობის დროს გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში. პრეპარატის მოქმედი ნივთიერება დექსპანთენოლი მეტაბოლიზდება პანტოთენის მჟავად, რაც აუცილებელია კანის რეგენერაციული პროცესების ნორმალური მიმდინარეობისთვის. ბეპანთენი კრემი შეიძლება გამოყენებულ იქნას მზის დამწვრობის დროს, მათ შორის ორსული ქალების მიერ, ასევე ძუძუთი კვების დროს დაზიანებული კანის დატენიანების მიზნით. პრეპარატი კარგად გადაიტანება და ძალიან იშვიათ შემთხვევებში იწვევს ალერგიულ რეაქციებს.
ბეპანთენის კრემი და მალამო ნაწიბურებისა და შრამებისთვის არ გამოიყენება, ვინაიდან, პრეპარატის შემადგენლობაში არ არის ნივთიერებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კანის ამ დეფექტების აღმოფხვრას.
ალერგიული რეაქციები ვითარდება გარკვეული ნივთიერებების მიმართ ორგანიზმის ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობისას, ისევე, როგორც სხვა სამკურნალო საშუალებების შემთხვევაში, ალერგია ასევე შეიძლება განვითარდეს ბეპანთენის გამოყენების დროსაც. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პრეპარატი კარგად გადაიტანება და ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს ძალიან იშვიათ შემთხვევებში.
მალამო გამოიყენება ძუძუთი კვების დროს მკერდის მოვლის მიზნით, ასევე, კერტების სიმშრალისა და ნახეთქების გაჩენისას, რომელსაც თან ახლავს ტკივილის შეგრძნებები. ბეპანთენი მალამო დაიტანება თხელი ფენით ბავშვის ყოველი კვების შემდეგ დაზიანებულ უბნებზე (კერტების არეოლზე). კვების წინ მალამო უნდა ჩამოიბანოს.
ახალშობილებში კრემი ბეპანთენი პლიუსი გამოიყენება იგივე ჩვენებებით, როგორიც მოზრდილებში, მაგალითად: დამწვრობის, ჭრილობის, დაჟეჟილობის, ნაკაწრის და კანის საფარველის სხვა დაზიანებების დროს ინფექციის განვითარების რისკით. პრეპარატი გამოიყენება ზედაპირულად. ის დაიტანება დაზიანებულ უბანზე თხელ ფენად, დღეღამეში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ.
CH -20230512-102